მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 23³ (დანართი 1). SAM მოდულის აქტივაციისათვის საჭირო მონაცემების მქონე სსა - ების რეესტრი

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისათვის დასაშვები, SAM მოდულის აქტივაციისათვის საჭირო მონაცემების მქონე სსა-ების რეესტრი იწარმოება შემოსავლების სამსახურის მიერ. სსა-ის მოდელის რეესტრში შეტანა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის ინიციატივით ან განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე.

2.რეესტრი წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი სსა-ის მოდელის ნიმუშის (შემდგომში - ტიპის ნიმუში) შესახებ მონაცემების ერთობლიობას (დანართი №14 1 ). რეესტრში შეტანას არ ექვემდებარება ტექნიკური საშუალება.

3.რეესტრის წარმოება გულისხმობს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებების (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების) საფუძველზე კონკრეტული სსა-ების მოდელის შესახებ ამ თავით განსაზღვრული მონაცემების შეტანას, ვადის გაგრძელების თაობაზე ცვლილებების განხორციელებას ან მონაცემთა ამოღებას რეესტრიდან.

4.რეესტრი იწარმოება სსა-ის ყოველი მოდელის შესახებ ამ წესის 232 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან სსა-ის მოდელის და მისი ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, საქარხნო ნომრის და მისი მაიდენტიფიცირებელი სხვა მონაცემების მითითებით.

5.რეესტრში შეტანილ სსა-ის ყოველ მოდელზე დგება საინფორმაციო ბარათი, რომელშიც უნდა აისახოს მონაცემები სსა-ის სახელწოდების, პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის, გამოყენების სფეროს, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებების რეესტრის წარმოების (შეტანის, შეცვლის, ამოღების) თაობაზე, ინფორმაცია მწარმოებლებზე, განმცხადებლებზე (გარდა შემოსავლების სამსახურის ინიციატივით რეესტრში შეტანილი მოდელისა) და რეესტრში ყოფნის ვადაზე (დანართი № 14 2 ).

6.საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზებული და გადასახადის გადამხდელების მიერ გამოსაყენებელი ყველა სსა-ის მოდელი ფუნქციონალურ-ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს ამ თავით დადგენილ ტექნიკურ-ფუნქციონალურ მონაცემებს.

7.რეესტრში სსა-ის მოდელის შეტანის თაობაზე შემოსავლების სამსახურს განცხადებით შეიძლება მიმართოს: ა) სსა-ების ადგილობრივმა და უცხოურმა მწარმოებელმა; ბ) პირებმა, რომლებიც ეწევიან ან აპირებენ სსა-ების იმპორტს და რეალიზაციას საქართველოში და ამ მიზნით სსა-ის მწარმოებელთან გაფორმებული აქვთ შესაბამისი ხელშეკრულება.

8.განცხადებაში უნდა მიეთითოს: ა) მომწოდებლის დასახელება, მისამართი და ტელეფონი; ბ) სსა-ის მოდელის დასახელება; გ) სსა-ის მწარმოებელი ქარხნის დასახელება, მისამართი და ტელეფონი.

9.განცხადებასთან ერთად საგადასახადო ორგანოს წარედგინება: ა) სააგენტოს ან დადგენილი წესით აკრედიტებული პირის მიერ დალუქული სსა-ის მოდელი, რომელზედაც სააგენტოს ან დადგენილი წესით აკრედიტებული პირის მიერ გაცემულია შესაბამისი დასკვნა და ის გამიზნულია ტიპის ნიმუშად; ბ) ტიპის ნიმუშში ჩაწერილი პროგრამა (ვერსიის მითითებით) ელექტრონულ მატარებელზე; გ) ფორმირებადი ჩეკების ნიმუშები; დ) ტექნიკური პასპორტი (ან სხვა დოკუმენტი), რომელიც შეიცავს სსა-ის მოდელის ტექნიკური და ფუნქციონალური მახასიათებლების აღწერასა და საგარანტიო ვალდებულებებს. სსა-ის სარეკლამო პროსპექტი; ე) საექსპლუატაციო დოკუმენტაცია (სსა-ის მომხმარებლის სახელმძღვანელო); ვ) დოკუმენტაცია (ხელშეკრულება ან სხვა სახის დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს სსა-ის მოცემული მოდელის წარმოების და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების შეუფერხებლად მიწოდების შესაძლებლობას (შესაბამისი ხელშეკრულება ან/და წარმოების ტექნიკური მონაცემები), სსა-ის კონკრეტული მოდელის მწარმოებლის მიერ განმცხადებლისათვის მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომლის საფუძველზე განმცხადებელს შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე უშუალოდ განახორციელოს ან ორგანიზება გაუწიოს სხვა საწარმოების მიერ ამ მოდელის მიმართ განსახორციელებელ ტექნიკურ მომსახურებას და რემონტს; ზ) სსა-ის ამ კონკრეტულ მოდელზე ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის დასაბუთებას საქართველოს ტერიტორიაზე; თ) სააგენტოს ან დადგენილი წესით აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი სსა-ის კონკრეტული მოდელის ამ წესის 232 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ - „ლ“ ქვეპუნქებით დადგენილ მოთხოვნებთან სსა-ის შესაბამისობის თაობაზე.

10.იმ შემთხვევაში, თუ განცხადებასთან ერთად წარდგენილი დოკუმეტები არასრულია ან არასრულყოფილია (მათ შორის, დაუსაბუთებელია საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის საკითხი), შემოსავლების სამსახური განცხადების მიღების დღიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობით აცნობებს განმცხადებელს ხარვეზის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-14 პუნქტში აღნიშნული ვადის დენა შეჩერებულად ითვლება ხარვეზის შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან განცხადების წარმდგენი პირის მიერ ხარვეზის გამოსწორებამდე.

11.რეესტრში სსა-ის მოდელის შეტანის საკითხის განხილვისას შემოსავლების სამსახური ითვალისწინებს: ა) საქართველოს ტერიტორიაზე სსა-ების კონკრეტული მოდელის ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის დონეს; ბ) კონკრეტული საქმიანობის სფეროში აღრიცხვა-ანგარიშგებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან ამ მოდელის ტექნიკურ-ფუნქციონალური შესაძლებლობების შესაბამისობას.

12.სსა-ის მოდელი რეესტრში შეიტანება 3 წლის ვადით. რეესტრში შეტანილ მოდელზე (გარდა შემოსავლების სამსახურის ინიციატივით რეესტრში შეტანილი მოდელისა) პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის შეცვლა იწვევს მისი რეესტრში თავიდან შეტანის ვალდებულებას.

13.რეესტრში ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, აგრეთვე, იმ პირის ან მისი უფლებამონაცვლის განცხადების საფუძველზე, რომელმაც ამავე მუხლით დადგენილი წესით მიმართა შემოსავლების სამსახურს და კონკრეტული სსა-ის მოდელი შეტანილ იქნა რეესტრში. ამ პუნქტით გათვალისწინებული განცხადება შემოსავლების სამსახურს წარედგინება რეესტრში სსა-ის მოდელის ყოფნის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს ორი თვით ადრე. განცხადებას უნდა დაერთოს დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს სსა-ის მოცემული მოდელის წარმოების ან მიწოდების და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების შეუფერხებელი განხორციელების შესაძლებლობას (ხელშეკრულება ან/და წარმოების ტექნიკური მონაცემები).

14.შემოსავლების სამსახური განცხადებას სსა-ის მოდელის რეესტრში შეტანის ან რეესტრში ცვლილების განხორციელების თაობაზე, განიხილავს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 30 სამუშაო დღისა და იღებს გადაწყვეტილებას (გამოცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს) სსა-ის მოდელის რეესტრში შეტანის, სსა-ის მოდელის ვადის გაგრძელების ან რეესტრიდან ამოღების თაობაზე, რომელიც განმცხადებელს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

15.რეესტრში შეტანილი სსა-ის ტიპის ნიმუშები (რომლებიც დალუქული უნდა იყოს სააგენტოს ან დადგენილი წესით აკრედიტებული პირის ლუქებით), ელექტრონულ მატარებელზე არსებული პროგრამა, საინფორმაციო ბარათები და შესაბამისი დოკუმენტაცია ინახება შემოსავლების სამსახურში.

16.რეესტრიდან სსა-ის ამოღების საფუძვლებია: ა) იმ ვადის გასვლა, რა ვადითაც შეტანილი იყო სსა-ის მოდელი რეესტრში; ბ) სამართალდამცავი ორგანოების მიმართვა, რომლითაც დასტურდება, რომ სსა-ის კონკრეტული მოდელიდან მასობრივად აქვს ადგილი ფისკალური მონაცემების კორექტირების ფაქტებს, ხოლო საგადასახადო ორგანოებს არ გააჩნიათ ასეთი აპარატების მიმართ სათანადო კონტროლის განხორციელების ტექნიკური შესაძლებლობა.

17.რეესტრიდან სსა-ის მოდელის ამოღება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის) საფუძველზე. რეესტრიდან სსა-ის მოდელის ამოღების შემდეგ, დაუშვებელია მისი რეგისტრაცია, ხოლო უკვე რეგისტრირებული სსა-ების გამოყენების ვადა განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. იმ შემთხვევაში, თუ რეესტრიდან სსა-ის მოდელის ამოღების საფუძველს წარმოადგენს ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი, სსა-ის მოდელის გამოყენების ვადა შეადგენს არა უმეტეს 3 თვეს.

18.სსა-ის რეესტრში შეტანის, ცვლილების ან ამოღების თაობაზე ინფორმაცია განთავსებულ უნდა იქნეს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე.

19.რეესტრიდან სსა-ების ამოღების შემთხვევაში ხდება საინფორმაციო ბარათის დახურვა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №367 - ვებგვერდი, 16.12.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 16 თებერვლის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 17.02.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 11 მარტის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 12.03.2019წ. დანართი 14 1 შემოსავლების სამსახური SAM მოდულის აქტივაციისათვის საჭირო მონაცემების მქონე სსა - ების სახელმწიფო რეესტრი N სსა-ის დასახელება პროგრამული უზრუნ- ველყოფის ვერსია გამო- ყენების სფერო განმცხა- დებლის რეესტრში შეტანის თაობაზე შემოსავლების სამსახურის ინდივი- დუალური ადმინის- ტრაციულ-სამარ-თლებრივი აქტის სსა-ის რეესტრში ყოფნის ვადა ვადის გაგრძელების თაობაზე შემოსავლების სამსახურის ინდივი-დუალური ადმინის- ტრაციულ- სამარ- თლებრივი აქტის სსა-ის რეესტრში ყოფნის ვადის გაგრძელება რეესტრიდან ამოღების თაობაზე შემოსავლების სამსახურის ინდივი- დუალური ადმინის- ტრაციულ-სამარ- თლებრივი აქტის შენიშ- ვნა დასა- ხელება საიდენტი-ფიკაციო/ პირადი ნომერი ნო- მერი თა- რიღი ნო- მერი თა- რიღი ნო- მერი თა- რიღი რეეს- ტრიდან ამოღების თარი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №367 - ვებგვერდი, 16.12.2014წ. დანართი 14 2 შემოსავლების სამსახური სახელმწიფო რეესტრში შეტანილი SAM მოდულის აქტივაციისათვის საჭირო მონაცემების მქონე სსა - ის მოდელი საინფორმაციო ბარათი № საკონტრო-ლო სალარო აპარატის მოდელის დასახელება საეტალონო ნიმუშის საქარხნო ნომერი პროგრამული უზრუნველყოფის ვერსია რეესტრში შეტანის თაობაზე შემოსავლების სამსახურის ინდივიდუა-ლური ადმინისტრა-ციულ-სამართლებრივი აქტის განმცხადებლის საკონტ როლო სალარო აპარატის მწარმო ებელი განმცხადებლის მიერ სსა-ს მწარმოებელთან (მომწოდებელთან) დადებული ხელშეკრულების სააგენტოს ან დადგენილი წესით აკრედიტებული პირის წერილის (დასკვნის) გამოყენების სფერო შენიშვნა ნომერი თარიღი დასახელება საიდენტიფიკაციო / პირადი ნომერი ნომერი თარიღი მოქმედების ვადა ნომერი თარიღი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №367 - ვებგვერდი, 16.12.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №371 - ვებგვერდი, 16.10.2017წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
325972¹7¹18 (დ…23⁴ (…23⁵ (…26 (დ…79³ (…60 (დ…3 (და…6423³ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსმიმდინარე კონტროლის პრ…საქართველოს საგადასახა…საჯარო რეესტრის შესახე…გადასახადების ადმინისტ…სარეგისტრაციო მოსაკრებ…სესხის გამცემი სუბიექტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა