Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებმუხლი 18

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 18. მომხმარებლის ფულადი სახსრები

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:გადახდის სისტემებიგადახდის მომსახურებამარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაციფრული ბანკინგიტრანსასზღვრული კრიპტორეგულატორული ლანდშაფტი და ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹2²3456789101111¹11²12

1.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროვაიდერს თავის მიერ დადგენილი წესით განუსაზღვროს მოთხოვნები ელექტრონული ფულის სანაცვლოდ ან სხვა საგადახდო მომსახურების გაწევისათვის მომხმარებლისგან მიღებული ფულადი სახსრების (მომხმარებლის ფულადი სახსრების) მიმართ.

2.საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან არსებული მომხმარებლის ფულადი სახსრები უნდა განთავსდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საკუთარი სახსრებისგან განცალკევებით, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე (ანგარიშებზე); ამასთანავე, ამ მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილე, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია მასთან არსებული მომხმარებლის ფულადი სახსრები განათავსოს მის მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ანგარიშზე.

2¹.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილე, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მომხმარებლის ფულადი სახსრების საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ანგარიშზე განთავსების წესი და პირობები, მათ შორის, განსათავსებელი ფულადი სახსრების ოდენობა, აგრეთვე მათ განთავსებასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები.

2².დაუშვებელია მომხმარებლის ფულადი სახსრების მიმართ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

3.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ცალკეულ საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერებს მოსთხოვოს მომხმარებლის ფულადი სახსრების უზრუნველყოფის მიზნით გარანტიის ან/და დაზღვევის პოლისის წარდგენა.

4.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი გარანტიის ან/და დაზღვევის პოლისის პირობების ან/და გარანტორის/მზღვეველის შეცვლა ან დამატება.

5.პროვაიდერს უფლება არ აქვს, თავისი ვალდებულების უზრუნველყოფისათვის მომხმარებლის ფულადი სახსრები გამოიყენოს.

6.საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ მიღებული მომხმარებლის ფულადი სახსრები არ არის დეპოზიტი.

7.საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში მას ელექტრონული ფული ფულად სახსრებზე გადაუცვალოს.

8.დაუშვებელია ელექტრონული ფულის პროვაიდერის მიერ მომსახურების განხორციელებისათვის მიღებულ ფულად სახსრებზე სარგებლის დარიცხვა ელექტრონული ფულის მომხმარებლის სასარგებლოდ.

9.დაუშვებელია საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ მომხმარებლის ფულადი სახსრების კრედიტის/ოვერდრაფტის გასაცემად გამოყენება.

10.ელექტრონული ფული არის ელექტრონული ფულის პროვაიდერის ვალდებულება მომხმარებლის მიმართ.

11.იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ელექტრონული ფულის სქემაში შეიძლება მონაწილეობდნენ, როგორც გადახდის ოპერაციის თანხის მიმღები, და არ შეიძლება მოქმედებდნენ, როგორც გადამხდელი, გარდა გადამხდელისთვის განხორციელებული ოპერაციის თანხის დაბრუნების შემთხვევისა ან ამ მუხლის 11 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ელექტრონული ფულის პროვაიდერი ვალდებულია ამ პირთა მიერ ელექტრონული ფულის მიღებიდან არაუგვიანეს 15 საბანკო დღისა უზრუნველყოს აღნიშნული ელექტრონული ფულის მოცულობის ეკვივალენტური ფულადი სახსრების აღნიშნულ პირთა საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვა, გარდა ამ მუხლის 11 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

11¹.თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი იურიდიულ პირს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმესა და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს ელექტრონული ფულის სქემაში ჩართავს,  როგორც გადამხდელს, მაშინ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 7 1 მუხლით, გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია აღნიშნული ვალდებულებების შესრულების შესახებ  2 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.

11².ამ მუხლის 11 1 პუნქტით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერების სია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

12.საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ფულადი გზავნილის სქემაში შეიძლება მონაწილეობდეს მხოლოდ როგორც მიმღები, თუ მიმღების პროვაიდერი იურიდიული პირის სახელზე მიღებული ფულადი გზავნილის მისთვის გადაცემას განახორციელებს ამავე იურიდიული პირის საგადახდო ანგარიშზე გადარიცხვით. იურიდიული პირი უფლებამოსილია ფულადი გზავნილი განახორციელოს, როგორც გადამხდელმა, როდესაც გადახდის ოპერაცია წარმოადგენს საკუთარი საბარათე ინსტრუმენტის საშუალებით თანხის განაღდებას იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან (მათ შორის, ბანკომატიდან), რომელთანაც მას  აღნიშნული ინსტრუმენტის შესაბამისი საგადახდო ანგარიში გახსნილი არ აქვს. საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის კანონი №3719 - ვებგვერდი, 24.06.2015წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2026 წლის 15 ოქტომბრის კანონი №1890 – ვებგვერდი, 16.10.2026წ. თავი V. საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 15 ოქტ. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

  2. 10 სექ. 2015 – 1 ივნ. 2016 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 23 სექ. 2022

    მე-11 პუნქტში ელექტრონული ფულის სქემის მიმღებთა წრეს დაემატა იურიდიული პირის სტატუსის არმქონე სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, ხოლო გადამხდელად ჩართვის შემთხვევისთვის დაემატა 11¹ და 11² პუნქტები. მე-12 პუნქტში იურიდიული პირისთვის ფულადი გზავნილის აბსოლუტური აკრძალვა შეიცვალა მიმღებად და გარკვეულ შემთხვევაში გადამხდელად მონაწილეობის წესით.

  2. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 11 იან. 2018

    მე-2 პუნქტში მომხმარებლის სახსრების განთავსების ადგილად განისაზღვრა ნომინალური მფლობელობის ანგარიში ან ანგარიშები, ხოლო უზრუნველყოფის ღონისძიებების აკრძალვა ახლებურად ჩამოყალიბდა.

  3. 22 მარ. 2017
  4. 1 ივნ. 2016· გამოქვეყნდა 24 ივნ. 2015

    პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტებში მომხმარებლის ფულადი სახსრების დაცვის წესები გავრცელდა ყველა პროვაიდერზე და არა მხოლოდ მნიშვნელოვან პროვაიდერზე; დაემატა მე-12 პუნქტი, რომელიც ფულადი გზავნილით მომსახურებას მხოლოდ ფიზიკურ პირებს უშვებს და იურიდიულ პირებს უკრძალავს.

  5. 10 სექ. 2015
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 17შემდეგი მუხლი 19

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სახსრების მოპარვა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საერთაშორისო კრიპტო-ტრანზაქციები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • NFT-ის სამართლებრივი საკითხები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ელექტრონული ფულის პროვაიდერის ლიცენზია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №21

  • 5 ცვლილება · ბოლო 23 სექ. 2022
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 8 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს საგადა… 7¹

მიუთითებენ მასზე

საქართველოს საგადა… 7საქართველოს საგადა… 7¹მუხლი 14

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 17საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი
  • 42სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის რეგულირება და ზედამხედველობა
  • 16ინფორმაციის მიღება და გამოქვეყნება

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 64¹მომხმარებლის უფლებების დაცვა
  • 48²საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და ზედამხედველობა
  • 66ეროვნული ბანკის განსაკუთრებული უფლებამოსილებები

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 32ანგარიშები, ანგარიშგება და მათი შემოწმება
  • 55ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის
  • 43საქართველოს ეროვნული ბანკის დამატებითი უფლებამოსილება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 7¹საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი საგადახდო ანგარიშის მიმართ მოთხოვნები

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 17ფულადი სახსრების გადარიცხვა

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 29ეროვნული ბანკის მიერ პირისთვის სანქციის (ფულადი ჯარიმის) დაკისრების უფლებამოსილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
32554364¹48²667¹714174216172918
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საგადახდო სისტემისა და…საქართველოს ეროვნული ბ…ფასიანი ქაღალდების ბაზ…ფულის გათეთრებისა და ტ…ფასიან ქაღალდებად გარდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026