მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 5 (დანართი 1). მიმდინარე კონტროლის პროცედურების მომზადება

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მიმდინარე კონტროლის პროცედურების მომზადება მოიცავს გადასახადის გადამხდელის ობიექტის შესახებ სათანადო მონაცემების შეგროვებას და მათ წინასწარ გაცნობას .

2.შეისწავლება მიმდინარე კონტროლის პროცედურებითა და გასულ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ მონაცემთა შორის შესაძლო არსებითი სხვაობის გამომწვევი სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებები , კერძოდ : ა ) შესასწავლი ობიექტის გასული პერიოდის საშუალო დღიური ბრუნვების წინასწარი ანალიზი ; ბ ) მასალებით და ენერგორესურსებით არარიტმული უზრუნველყოფა ; გ ) გასაღების ბაზრის სეზონური ხასიათი ; დ ) სამუშაო რეჟიმის შეცვლა ; ე ) საქონლის / მომსახურების ფასების ცვლილება ; ვ ) ეკონომიკური საქმიანობის პროფილის შეცვლა ; ზ ) გასულ პერიოდებში დაფიქსირებული თანამშრომელთა რაოდენობა ; თ ) საგადასახადო ორგანოს მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევები ; ი ) სხვა სათანადო ინფორმაცია .

3.შესაბამისი ანალიზის შემდეგ , გამოიცემა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი მიმდინარე კონტროლის პროცედურის განხორციელების თაობაზე .

4.ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს როგორც ერთი კონკრეტული გადასახადის გადამხდელის, ასევე რამდენიმე გადასახადის გადამხდელის, კონკრეტულ სამოქმედო ტერიტორიაზე მოქმედ, ასევე მსგავსი ან იდენტური საქმიანობის სახით, გადასახადის ტიპით ან სხვა მსგავსი მახასიათებლებით პირთა ჯგუფის მიმართ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 21 იანვრის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 22.01.2021წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2441325625849¹4 (და…6 (და…1 (და…7 (და…18 (დ…2611 (დ…5 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსმიმდინარე კონტროლის პრ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს გარემოს და…სახელმწიფო შიდა ფინანს…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა