1.გადასახადის გადამხდელს (მათ შორის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას დაქვემდებარებულ პირს) საქმიანობის აქტივობის შეფასების მიზნით ენიჭება ერთ-ერთი შემდეგი სტატუსი: ა) აქტიური გადამხდელი; ბ) პასიური გადამხდელი; გ) არამეწარმე ფიზიკური პირი; დ) ლიკვიდირებული/გარდაცვლილი გადამხდელი.
2.აქტიური გადამხდელის სტატუსი გადასახადის გადამხდელს ენიჭება ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირობის არსებობისას. კერძოდ, თუ: ა) გადასახადის გადამხდელი ახლად რეგისტრირებულია; ბ) დაწყებულია გადასახადის გადამხდელის ლიკვიდაცია (მათ შორის, პირს უფიქსირდება სტატუსი დაშლილი საზოგადოება (მიმდინარეობს ლიკვიდაციის პროცესი)); გ) გადასახადის გადამხდელი გაკოტრების რეჟიმშია; დ) გადასახადის გადამხდელი რეაბილიტაციის რეჟიმშია; ე) (ამოღებულია - 11.06.2026, №180) ; ვ) გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებული დეკლარაციები/გაანგარიშებები; ზ) გადასახადის გადამხდელს გადახდილი აქვს გადასახადები; თ) გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ბრუნვა საკონტროლო–სალარო აპარატზე; ი) გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ შედგენილია საგადასახადო, საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; კ) დაწყებულია საგადასახადო შემოწმება ან საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი; ლ) საგადასახადო შემოწმების ან საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად დარიცხულია გადასახადების ან/და სანქციების თანხა; მ) გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილია სასაქონლო ზედნადები; ნ) გადასახადის გადამხდელს აქვს მიღებული (დადასტურებული) ან/და გამოწერილი (მათ შორის დაუდასტურებელი) საგადასახადო (მათ შორის სპეციალური) ანგარიშ-ფაქტურა; ო) გადასახადის გადამხდელის სახელზე დარეგისტრირდა პოს-ტერმინალი/მობილური პოს-ტერმინალი/ელექტრონული კომერციის ტერმინალი, რომლის რეგისტრაცია გაუქმებული არ არის ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სტატუსის მინიჭების თარიღისთვის; პ) საწარმოს/ორგანიზაციას უფიქსირდება საბანკო ანგარიშის გახსნა, რომელიც აქტიურია ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სტატუსის მინიჭების თარიღისთვის; ჟ) გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილია საგადასახადო დოკუმენტი (სდ); რ) გადასახადის გადამხდელს მიენიჭა მიკრობიზნესის/მცირე ბიზნესის/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი, რომელიც არ არის გაუქმებული ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სტატუსის მინიჭების თარიღისთვის; ს) გადასახადის გადამხდელი დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და ეს რეგისტრაცია გაუქმებული არ არის ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სტატუსის მინიჭების თარიღისთვის.
3.თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული არც ერთი პირობა, გადასახადის გადამხდელს ენიჭება პასიური გადამხდელის სტატუსი.
4.არამეწარმე ფიზიკური პირის სტატუსი ენიჭება საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ ყველა ფიზიკურ პირს, გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა.
5.ლიკვიდირებული გადამხდელის სტატუსი ენიჭება: ა) პირს, გარდა ფიზიკური პირისა, რომლის რეგისტრაციაც გაუქმდა (მათ შორის, ლიკვიდაციის ან გაკოტრებულად გამოცხადების შედეგად); ბ) რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებულ პირს.
5¹.გარდაცვლილ ფიზიკურ პირს ენიჭება სტატუსი – ლიკვიდირებულია (გარდაცვალების შედეგად).
6.აქტიური ან პასიური გადამხდელის სტატუსის მინიჭება ხორციელდება სპეციალური პროგრამის მეშვეობით, ყოველი წლის 30 ივნისის და 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბოლო 2 წლის მანძილზე ამ მუხლის მე-2 და მე–3 პუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით.
7.გადასახადის გადამხდელის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შედეგად გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტის, ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში კი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ პირის გარდაცვალების თაობაზე მიწოდებული ინფორმაციის ან/და წარდგენილი გარდაცვალების მოწმობის და განცხადების საფუძველზე, საგადასახადო აღრიცხვის მონაცემებში კეთდება ჩანაწერი – „ლიკვიდირებულია“, „გაუქმებულია რეორგანიზაციის შედეგად“ ან „გარდაცვლილია“ და მიეთითება ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და თარიღი.
8.გადასახადის გადამხდელის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში) ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შედეგად გაუქმების შემთხვევაში – გადასახადის გადამხდელის მიერ, ხოლო პირის გარდაცვალებისას – მემკვიდრის/სამკვიდრო ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი პირის მიერ ბარდება საგადასახადო ორგანოს. ლიკვიდირებული/რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებული, აგრეთვე გარდაცვლილი გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის შემდგომში სხვა პირზე მინიჭება დაუშვებელია.
9.ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის უფლებამოსილი ორგანოდან მიღების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო ლიკვიდირებულის სტატუსის მინიჭებას უზრუნველყოფს ამ პირთა მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებათა განხორციელების გარეშე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 მარტის ბრძანება №75 – ვებგვერდი, 16.03.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №260 – ვებგვერდი, 14.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №438 - ვებგვერდი, 27.11.2023წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 11 ივნისის ბრძანება №180 - ვებგვერდი, 11.06.2026წ. მუხლი 7 1 . საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხული პირის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმება 1. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმება გულისხმობს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი სტატუსის დაფიქსირებას.
2.საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების საფუძველია: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს/საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პირის გარდაცვალების თაობაზე საგადასახადო ორგანოსათვის მოწოდებული ინფორმაცია; ბ) დაინტერესებული პირის მიერ გარდაცვლილი პირის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების შესახებ წარდგენილი განცხადება, პირის გარდაცვალების მოწმობასთან ერთად. გარდაცვალების მოწმობას, თუ იგი გაცემულია უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ, უნდა ერთვოდეს ნოტარიული წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
3.გაერთიანების, ამხანაგობის და სხვა მსგავსი წარმონაქმნის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების მიზნით, საგადასახადო ორგანოს წარედგინება: ა) საქმიანობის შეწყვეტის შესახებ მონაწილეთა გადაწყვეტილება ან/და ბ) საქმიანობის შეწყვეტის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.
4.უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის, მისი მუდმივი დაწესებულების, აგრეთვე არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულების, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი კორპორაციების, კომპანიების, ფირმების და სხვა მსგავსი წარმონაქმნების საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების მიზნით, საგადასახადო ორგანოს წარედგინება ლეგალიზებული/აპოსტილით დამოწმებული, ქართულ ენაზე თარგმნილი და სანოტარო წესით დადასტურებული საქმიანობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის ლეგალიზება/აპოსტილით დამოწმება არ მოითხოვება – მხოლოდ მისი ნოტარიულად დადასტურებული თარგმანი ქართულ ენაზე.
5.დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე ორგანიზაციის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების მიზნით, საგადასახადო ორგანოს წარედგინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე ორგანიზაციის მიერ საქმიანობის შეწყვეტის ფაქტი.
6.საჯარო სამართლის იურიდიული პირის და საბიუჯეტო ორგანიზაციის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების მიზნით, საგადასახადო ორგანოს წარედგინება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქმიანობის შეწყვეტის შესახებ უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
7.საგადასახადო ორგანო, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას, ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირისათვის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების თაობაზე, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე, გადასახადის გადამხდელთა რეესტრში.
8.ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების საგადასახადო აღრიცხვა უქმდება საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანოში შესაბამისი დოკუმენტის წარდგენიდან 1 თვის ვადაში, ხოლო საგადასახადო შემოწმების ჩატარების შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი.
9.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების საგადასახადო აღრიცხვა უქმდება პირის გარდაცვალების თარიღიდან.
10.ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პირების საგადასახადო აღრიცხვა უქმდება: ა) პირის მიერ საქმიანობის შეწყვეტის თარიღიდან; ბ) საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგებზე ადმინისტრაციული წარმოების/სამართალწარმოების დასრულების თარიღიდან.
11.ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პირების საგადასახადო აღრიცხვა უქმდება ამ პირების საქმიანობის შეწყვეტის შესახებ უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თარიღიდან.
12.თუ საგ ადასახადო ორგანოსათვის ცნობილი გახდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პირების საქმიანობის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღნიშნულ პირებს საგადასახადო აღრიცხვა გაუუქმოს საკუთარი ინიციატივით.
13.ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს (გარდა ფიზიკური პირისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, საბიუჯეტო ორგანიზაციისა და დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე ორგანიზაციისა) საგადასახადო აღრიცხვის გაუქმებაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) პირის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმება უკვე დაფიქსირებულია გადასახადის გადამხდელთა რეესტრში; ბ) სრულყოფილად არ არის წარდგენილი ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები; გ) საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების მიზნით წარდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება გადაწყვეტილების მიმღები პირის შესაბამისი უფლებამოსილება ან/და გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის გადაწყვეტილებაუნარიანობა; დ) საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების თაობაზე განცხადება არ არის წარდგენილი უფლებამოსილი პირის მიერ; ე) პირს გააჩნია საგადასახადო დავალიანება; ვ) მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება ან გაგზავნილია შეტყობინება საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ; ზ) პირს გააჩნია რეგისტრირებული უძრავ-მოძრავი ქონება; თ) პირს რეგისტრაციიდან არ მოუხსნია საკონტროლო-სალარო აპარატი; ი) პირს არ განუხორციელებია ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის განაშთვა; კ) პირს არ განუხორციელებია მატერიალური ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) განაშთვა; ლ) პირს საბანკო დაწესებულებაში არ აქვს დახურული ბოლო საბანკო ანგარიში; მ) პირს საგადასახადო ორგანოსათვის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების თაობაზე მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი არ აქვს შესაბამისი საგადასახადო დეკლარაცია/დეკლარაციები.
13¹.საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე ორგანიზაციას საგადასახადო აღრიცხვის გაუქმებაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) პირის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმება უკვე დაფიქსირებულია გადასახადის გადამხდელთა რეესტრში; ბ) სრულყოფილად არ არის წარდგენილი ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები; გ) საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების მიზნით წარდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება გადაწყვეტილების მიმღები პირის შესაბამისი უფლებამოსილება ან/და გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის გადაწყვეტილებაუნარიანობა; დ) საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების თაობაზე განცხადება არ არის წარდგენილი უფლებამოსილი პირის მიერ.
14.ამ მუხლის მე-13 პუნქტის „ბ-ე“ და „თ-მ“ ქვეპუნქტებით, ასევე 13 1 მუხლის „ბ-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს მიეცემა არანაკლებ 15 დღე არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად. ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო აღრიცხვის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ.
15.ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების საგადასახადო აღრიცხვის გაუქმებისას, შემოსავლებ ის სამსახურის მიერ გასატარებელი ღონისძიებების განხორციელების წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 13 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 16.01.2023წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 6 თებერვლის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 07.02.2025წ.

