მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 6 (დანართი 1). მიმდინარე კონტროლის შედეგები

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგების შესახებ (გარდა ამ წესის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და 236 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურისა) დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ მიმდინარე კონტროლის პროცედურების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი და გადასახადის გადამხდელი/მისი წარმომადგენელი, აგრეთვე პროცედურებში მონაწილე სხვა პირი, რომლებსაც უფლება აქვთ ოქმის შენიშვნის გრაფაში დააფიქსირონ გამოვლენილი განსაკუთრებული ფაქტები და გარემოებები.

2.პირის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

3.ოქმი დგება ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი წარედგინება გადასახადის გადამხდელს/მის წარმომადგენელს, ხოლო მეორე – რჩება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს.

4.გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს მტკიცებულებები, ხოლო საგადასახადო ორგანოს საკმარისი საფუძვლის არსებობისას უფლება აქვს გაითვალისწინოს წარმოდგენილი მტკიცებულებები.

5.მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელების დროს , სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში , საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს ოქმს შესაბამისი სამართალდარღვევის შესახებ .

6.საგადასახადო შემოწმებისას , ამ კარით განსაზღვრული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად გამოვლენილი საგადასახადო სამართალდარღვევა აისახება შემოწმების აქტში , ამ შემთხვევაში ცალკე საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი არ შედგება . საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 ივლისის ბრძანება №238- ვებგვერდი, 30.07.2015წ. თავი III ქრონომეტრაჟი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
29240132562682554 (და…5 (და…3 (და…12 (დ…10 (დ…21 (დ…6 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…მიმდინარე კონტროლის პრ…სამხედრო და ორმაგი დან…საყოველთაო ჯანდაცვაზე …სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს გარემოს და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა