საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

მუხლი 11 (დანართი 1). რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში (შემდგომში – რეგულირების ობიექტის შემოწმების ბრძანება), საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ძირითადი რეკვიზიტების გარდა, შესაძლებელია მითითებულ იქნეს სხვა საჭირო მონაცემებიც.

2.მცურავი სატრანსპორტო საშუალებების შემოწმების ბრძანება შესაძლებელია გამოცემულ იქნეს წინასწარ, კონკრეტული მცურავი სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტებისა და რეგულირების ობიექტის შემოწმების ჩატარების პერიოდის (მისი დაწყებისა და დასრულების ვადების) მითითების გარეშეც. მცურავი სატრანსპორტო საშუალებების შემოწმების ბრძანება შესაძლებელია ითვალისწინებდეს შემოწმებების განხორციელების დავალებას დროის განსაზღვრულ ვადაში (დღე, კვირა, თვე, წელიწადი).

3.რეგულირების ობიექტის შემოწმების ბრძანების გამოცემა დასაშვებია რეგულირების ობიექტის მფლობელობაში არსებულ ერთი ან რამდენიმე ობიექტის შემოწმების განხორციელების თაობაზე.

4.ადამიანური და მატერიალური რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით, ასევე განსაკუთრებულ შემთხვევებში, რამდენიმე რეგულირების ობიექტის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით მათ შესამოწმებლად შესაძლებელია რეგულირების ობიექტების ერთიანი შემოწმების ბრძანების გამოცემა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 3 ივლ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
285252¹10024413512 (დ…23 (დ…20 (დ…5 (და…334311 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს გარემოს და…რადიაციული დაცვის, ბირ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ზოგადი ადმ…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს გარემოს და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა