1.ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება მართლსაწინააღმდეგო ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით ან „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
2.საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, მისი განხილვა, გადაწყვეტილების მიღება, სასამართლოში განსახილველად ოქმის გაგზავნა ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
3.საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის შედგენა, მისი განხილვა, გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ ინსტრუქციის 83 1 მუხლის შესაბამისად.
4.საგადასახადო ორგანოები (გარდა საბაჟო დეპარტამენტისა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42 10 , 42 11 , 44 4 და 91 2 მუხლებით, 135 2 მუხლის მე-2 ნაწილით, 153-ე, 153 1 , 153 5 , 153 7 , 153 8 , 153 10 –153 12 , 154 1 , 154 2 , 155 1 –155 3 , 155 5 და 155 6 მუხლებით, 155 7 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 155 8 -155 10 ,155 12 , 157-ე, 157 1 –157 4 , 158-ე, 158 1 , 159 4 , 163-ე, 164-ე, 164 4 , 165 - ე – 165 3 და 165 10 მუხლებით, 171 4 მუხლის მე-2 ნაწილით, 171 5 , 174 17 , 176 4 –176 6 , 177 14 , 177 15 , 178-ე, 179 3 , 195-ე მუხლებით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 10 2 მუხლის მე-2 პუნქტით და „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37 11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.
5.საგადასახადო ორგანო (გარდა საბაჟო დეპარტამენტისა) განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42 10 და 42 11 მუხლებით, 135 2 მუხლის მე-2 ნაწილით, 153 7 , 153 8 და 153 10 –153 12 მუხლებით, 155 3 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 155 5 მუხლით, 155 6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 157-ე, 165-ე და 165 10 მუხლებით, 171 5 მუხლის მე-3, მე-7, 8 1 და 8 2 ნაწილებით, 174 17 , 176 4 –176 6 , 177 14 , 177 15 , 179 3 , 195-ე მუხლებით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 10 2 მუხლის მე-2 პუნქტით და „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37 11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით. 5 1 . საბაჟო დეპარტამენტი: ა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს განიხილავს და ადმინისტრაციულ სახდელს ადებს იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42 10 მუხლით, 42 11 მუხლის პირველი–2 1 ნაწილებით, 79 4 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 82 5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 127 1 მუხლის მე-2, 3 1 და 3 2 ნაწილებით, 129 1 მუხლით, 155 3 მუხლის პირველი–მე-6, 6 3 , 6 4 და მე-7–მე-10 ნაწილებით, 155 5 მუხლით, 155 6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 157-ე მუხლით, 171 5 მუხლის მე-3, მე-7, 8 1 და 8 2 ნაწილებით, 174 17 , 177 15 , 179 3 , 191 1 და 194-ე მუხლებით; ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს და შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს თანდართულ მასალებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილვისთვის უგზავნის რაიონის (ქალაქის) სასამართლოს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 44 4 და 91 2 მუხლებით, 91 3 მუხლის პირველი ნაწილით, 99-ე მუხლით, 155 1 და 155 2 მუხლებით, 155 3 მუხლის მე-11–მე-20 ნაწილებით, 155 6 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 155 7 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 155 8 -155 10 , 157 1 –157 3 , 158-ე, 159 4 , 163-ე, 164-ე, 171 5 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 − მე-6, მე-8 და მე-9, მე-10, მე-11−მე-18 ნაწილებით.
6.იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც აღნიშნულია ამ მუხლის მე-4 პუნქტში, გარდა ამავე მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული მუხლებისა, განიხილავს რაიონის (ქალაქის) სასამართლო.
7.ამ მუხლის მე-5 პუნქტით (გარდა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37 11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისა) და 5 1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, აღნიშნულის დასადასტურებლად ოქმის შესაბამის გრაფაში აკეთებს აღნიშვნას და დამატებით ხელმოწერას, რის საფუძველზეც ადგილზე შეეფარდება ადმინისტრაციული სახდელი. ოქმში ასევე მიეთითება შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმის თანხა). სამართალდამრღვევს ადგილზე შეეფარდება ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42 10 მუხლით, 135 2 მუხლის მე-2 ნაწილით, 153 7 , 153 8 და 153 10 –153 12 მუხლებით, 155 3 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 155 5 მუხლით, 155 6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 171 5 მუხლის მე-3, მე-7, 8 1 და 8 2 ნაწილებით, 174 17 , 176 4 –176 6 , 177 14 , 177 15 და 191 1 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაშიც, თუ ეს სამართალდარღვევები არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას. სამართალდამრღვევს ასევე ადგილზე შეეფარდება ადმინისტრაციული სახდელი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37 11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში.
8.ამ მუხლის მე-5 პუნქტით (გარდა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37 11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისა) და 5 1 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი თანდართულ მასალებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუყოვნებლივ ეგზავნება მის განხილვაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირს, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
9.ჯარიმის თანხა ექვემდებარება გადახდას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლით დადგენილ ვადაში.
10.ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, აგრეთვე ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ უფლებამოსილი თანამდებობის პირის დადგენილება იძულებით აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ასევე, იძულებით აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37 11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
11.ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების მიზნით, შემოსავლების სამსახურის სახელით, შესაბამისი საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფროსის მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი (დანართი №31 1 ), რომელიც წერილობითი ან ელექტრონული ფორმით აღსასრულებლად დაუყოვნებლივ ეგზავნება აღსრულების ეროვნულ ბიუროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან/ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებასთან ერთად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 16 ივლისის ბრძანება №219 - ვებგვერდი, 17.07.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №351 - ვებგვერდი, 02.10.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 2 მარტის ბრძანება №94 - ვებგვერდი, 05.03.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 30 აპრილის ბრძანება №173 - ვებგვერდი, 30.04.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 31 მაისის ბრძანება №209 - ვებგვერდი, 01.06.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 20 ივნისის ბრძანება №244 - ვებგვერდი, 22.06.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №423 - ვებგვერდი, 12.11.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №279 - ვებგვერდი, 20.09.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №320 - ვებგვერდი, 29.12.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 28 მარტის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 29.03.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 18 მაისის ბრძანება №150 - ვებგვერდი, 20.05.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №338 - ვებგვერდი, 30.09.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 16 მარტის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 17.03.2023წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №372 - ვებგვერდი, 15.11.2024წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 21 მაისის ბრძანება №154 - ვებგვერდი, 21.05.2026წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №267 - ვებგვერდი, 21.08.2026წ.

