1.საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
2.საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მოიცავს საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, საქმის განხილვის, სანქციის შეფარდების, გადაწყვეტილების მიღების, მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვის, აგრეთვე საგადასახადო სამართალდარღვევაზე დავის შემთხვევაში დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანმდევ პროცედურებს.
3.საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს შესაბამისი საგადასახადო ორგანო ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.
4.საგადასახადო სამართალდარღვევის საქმისწარმოების დაწყების საფუძველია საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენა, რაც ფიქსირდება №30 დანართის შესაბამისი ოქმით ან საგადასახადო შემოწმების აქტით.
4¹.საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოიყენოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, რეალურ დროში ჰქონდეს წვდომა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მიერ პირთა საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ადგილმდებარეობის ამსახველ მონაცემებზე.
5.თუ საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება, რომლითაც პირს საგადასახადო სანქციის სახით შეეფარდა სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა, ან საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა შესაბამისი საგადასახადო სანქციისაგან, პირი უფლებამოსილია წერილობითი ან ელექტრონული ფორმით განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების თაობაზე, რომელსაც უნდა ერთოდეს დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
6.საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, საგადასახადო ორგანო დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებას.
7.ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული განცხადების რეგისტრაციის შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, საგადასახადო ორგანო ადგენს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დასრულებულია თუ არა განკარგვის პროცედურები და იმ შემთხვევაში, თუ: ა) საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე დასრულებულია განკარგვის პროცედურები „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/346 ბრძანების შესაბამისად, თუ არ არსებობს ამ პროცედურების შეჩერების ან შედეგების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის საგადასახადო ორგანოს წერილობითი მიმართვით წარდგენილი საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე: ა.ა) პირს/გადასახადის გადამხდელს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ უბრუნდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა; ა.ბ) უსასყიდლოდ განკარგვის შემთხვევაში, პირს/გადასახადის გადამხდელს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ღირებულება უნაზღაურდება სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ჩამორთმევის მომენტისთვის დადგენილი საბაზრო/საბაჟო, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი ღირებულების ოდენობით; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ბრძანების შესაბამისად, საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე არ არის დასრულებული განკარგვის პროცედურები, პირს უბრუნდება ჩამორთმეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 ივნისის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 27.05.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 22 თებერვლის ბრძანება №60 - ვებგვერდი, 22.02.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №272 - ვებგვერდი, 21.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 31 ივლისის ბრძანება №289 - ვებგვერდი, 01.08.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 30 იანვრის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 01.02.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 16 ივლისის ბრძანება №165 - ვებგვერდი, 17.07.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №208 - ვებგვერდი, 31.08.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 16 პრილის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 17.04.2025წ. დანართი №30 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 2 მაისის ბრძანება №266 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 ივნისის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 27.05.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 22 თებერვლის ბრძანება №60 - ვებგვერდი, 22.02.2012წ. _______________________________________________ ( უფლებამოსილი ორგანოს დასახელება ) საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სერია ..... №000000 1. ------------ ----------------- --------- 2. --------------------------------------------------------------- ( ოქმის შედგენის თარიღი და დრო ) ( ოქმის შედგენის ადგილი ) 3. --------------------------------------------------------------------------------------------------------- ( ოქმის შემდგენელი პირის ( პირების ) თანამდებობა , სახელი , გვარი ) 4. ------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ( საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი ) ------------------------------------------------------------------------------------------------------------ 5. სამართალდამრღვევი პირი : -------------------------------------------------------------------- ( სახელი და გვარი , საიდენტიფიკაციო / პირადი ნომერი ) 6. შეფარდებული სანქცია : ----------------------------------------------------------------------------- ( სანქციის სახე ან / და ოდენობა ) 7. ოქმის შემდგენელი პირი : ------------------------------ --------------------------------- ( ხელმოწერა ) ( სახელი , გვარი ) 8. სამართალდამრღვევი პირი : --------------------------- --------------------------------- ( ხელმოწერა ) ( სახელი , გვარი ) 9. მოწმე : ------------------------ ------------------------------------------- ( ხელმოწერა ) ( სახელი , გვარი , პირადი ნომერი ) 10. ჩავიბარე ოქმი : --------------------------------------------------------- ( სამართალდამრღვევის ხელმოწერა ) 11. შენიშვნები და განმარტებები : ------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271- ე მუხლის თანახმად , აღნიშნული ოქმი გადასახადის გადამხდელს წარედგინება როგორც „ საგადასახადო მოთხოვნა “ , რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მისი მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით საჩივრის წარდგენის გზით , აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში ----------------------------------------------------------- ( მისამართი ) დამკვეთი : დამამზადებელი : სფს - ს რეგისტრაციის № დანართი №30 1 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 ივნისის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 27.05.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 22 თებერვლის ბრძანება №60 - ვებგვერდი, 22.02.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №272 - ვებგვერდი, 21.08.2015წ.

