Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 240

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 240. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:სამართალდარღვევის საქმისწარმოება და დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹2²2³34

1.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევის პიროვნების შესახებ, მათ შორის, პირადი ნომერი ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან; დამრღვევის ახსნა-განმარტება; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.

2.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი პირი და სამართალდამრღვევი, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის ან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად შედგენილი ოქმისა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ აგრეთვე მოწმეებმა და დაზარალებულებმა მათი არსებობის შემთხვევაში.

2¹.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები სამართალდამრღვევის პიროვნების შესახებ, მათ შორის, მისი პირადი ნომერი ან საიდენტიფიკაციო ნომერი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევის ჩადენისთვის; მოწმის ან/და დაზარალებულის (არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი და მისამართი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ინფორმაცია. ამ ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

2².საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ხელს აწერს მხოლოდ ამ კომისიის უფლებამოსილი წარმომადგენელი. ეს ოქმი გადაეცემა ან ეგზავნება სამართალდამრღვევს. თუ აღნიშნული ოქმის სამართალდამრღვევისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება, ოქმი ქვეყნდება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგვერდზე.

2³.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემულ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი სამართალდამრღვევისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა აღნიშნული დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მისი ამობეჭდვის შემთხვევაში. ამასთანავე, თუ სამართალდამრღვევს აქვს ახსნა-განმარტება, იგი ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს დაერთვის და მასში არ აღინიშნება.

3.თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს, წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

4.ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტება ამ კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში. საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2456 – სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.394 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4684 – ვებგვერდი, 18.05.2011წ. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6725 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 12 ივლისის კანონი №3465 – ვებგვერდი, 24.07.2023წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №273 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №572 · ძალაშია 6 თებ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 27 ივლ. 2023 – 4 სექ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 6 თებ. 2025
  2. 4 სექ. 2023· გამოქვეყნდა 24 ივლ. 2023
  3. 3 ივლ. 2020
  4. 18 მაი. 2011

    240-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ამოღებულია სამართალდამრღვევის მიერ ოქმზე ხელმოწერის წესიდან, ხოლო ახალი 2¹ ნაწილი ადგენს გამცემის ხელმოწერას და ამობეჭდვით ჩაბარების წესს.

  5. 1 თებ. 2010· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2009

    240-ე მუხლის ტექსტში „თქმის მოტივები.“ შემდეგ დაემატა მე-4 პუნქტის ნუმერაცია; ნაჩვენები ცვლილება სხვა ახალ წესს არ ადგენს.

  6. 13 იან. 2009· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 239შემდეგი მუხლი 240¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხარვეზი (მუხლი 240)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 6 ცვლილება · ბოლო 6 თებ. 2025
  • ციტირებულია 5 მუხლი
  • 16 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 252

მიუთითებენ მასზე

მუხლი 240¹საქართველოს საარჩე… 183საქართველოს საარჩე… 194საქართველოს საარჩე… 93საქართველოს საარჩე… 94

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 239ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
  • 290⁹ამ კოდექსის 96 4 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარება და მისი აღსრულება
  • 312¹ადმინსტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არაიდენტიფიცირებული სამართალდამრღვევის მიმართ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

  • 5 (დანართი 1)
  • 6 (დანართი 1)
  • 7¹ (დანართი 1)

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 43²ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 30ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 13ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება და დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის წესი

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 67ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 94სამართალწარმოება ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 112ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13252240¹239290⁹67183194935 (და…6 (და…7¹ (დ…43²3094240
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საარჩევნო …საქართველოს გარემოს და…ფულის გათეთრებისა და ტ…მეზღვაურთა შრომის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026