Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 22

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 22. ბარათის გახსნა და მონაცემების შეტანა

რედაქცია №397 კონსოლიდირებული · 4 აგვ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.ბარათი იხსნება პროგრამულად გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ორგანოში აღრიცხვის მიხედვით, მისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისთანავე.

2.არარეზიდენტი პირების მიერ საქართველოში მუდმივი დაწესებულების მეშვეობით საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, ბარათი საგადასახადო ორგანოში იხსნება მუდმივი დაწესებულების საგადასახადო ორგანოში აღრიცხვის მიხედვით.

3.არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოში მუდმივი დაწესებულების გარეშე საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, ბარათი საგადასახადო ორგანოში იხსნება მისი ადგილსამყოფელის მიხედვით, ან საგადასახადო აგენტის ადგილსამყოფლის/საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ან დაბეგვრის ობიექტის ადგილსამყოფელის მიხედვით.

4.ყველა აქტიური გადამხდელისთვის ბარათი იხსნება ყოველი საგადასახადო წლის დასაწყისში.

5.ბარათში მიეთითება გადასახადის გადამხდელის სრული დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი, გადასახდელის დასახელება და საგადასახადო წელი (პერიოდი), ხოლო იმ გადასახადის გადამხდელთა ბარათზე, რომლებიც იყენებენ დაბეგვრის სპეციალურ რეჟიმებს, ბარათზე მიეთითება აგრეთვე იმ სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის სახე, რომელსაც იყენებს გადასახადის გადამხდელი.

6.ბარათი იხსნება: ა) გადასახადების სახეების მიხედვით; ბ) საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეების მიხედვით; გ) იმ მოსაკრებლის სახეების მიხედვით, რომლის ადმინისტრირება ევალება საგადასახადო ორგანოს; დ) გაუქმებული გადასახადების მიხედვით, სადაც აღირიცხება ნაშთები, რომლებიც გადმოიტანება ბარათიდან გადასახდის გაუქმების შემთხვევაში.

7.უკუდაბეგვრის წესით დღგ-ის აღრიცხვისათვის იხსნება ცალკე ბარათი, ხოლო გრანტით შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის აღრიცხვა ხდება დღგ-ის ბარათზე შესაბამისი ოპერაციების გამოყენებით.

8.აქციზის გადასახადში იხსნება ორი ბარათი. აქციზური მარკების შესაძენად გადახდილი თანხები აისახება �აქციზური მარკების� ბარათზე და ყოველთვიური დეკლარაციით გაცხადებული გადასახადის, არამარკირებულ და გახარჯულ მარკირებულ საქონელზე გადახდილი აქციზის თანხების აღრიცხვისათვის გამოიყენება ��აქციზის� ბარათი.

9.საგადასახადო სამართალდარღვევათა მიხედვით იხსნება ერთიანი ბარათი ჯარიმებისათვის, გარდა იმ ჯარიმებისა, რომელთა გამოანგარიშება ხდება კონკრეტული გადასახადის მიხედვით პროცენტულად.

10.ბარათებზე არსებული არარეალური ჩანაწერების დაზუსტების, მათზე რეალური ნაშთების გამოყვანის და შემდგომ ამ ჩანაწერების ბარათებზე გადატანის მიზნით, დასაშვებია მოქმედი ან გაუქმებული გადასახადების დროებითი ბარათების გახსნა.

11.პირისათვის, რომელიც იხდის ექსპორტის და იმპორტის გადასახდელებს, ბარათი იხსნება მის მიერ სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოში, ხოლო მისი იდენტიფიცირება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

12.ბარათზე მონაცემთა შეტანის საფუძველს წარმოადგენს: ა) გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო და სასაქონლო დეკლარაციები (გაანგარიშებები), მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაციები; ბ) საგადასახადო ორგანოსა და სხვა უფლებამოსილი ორგანოების შემოწმების მასალები და სხვა სათანადო ინფორმაცია; გ) საგადასახადო ორგანოს მიერ გაფორმებული დასკვნები (მათ შორის, სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების და გადასახადის გადახდის ვადების გაგრძელების შესახებ დასკვნები); დ) გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია; ე) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები; ვ) სამართალდარღვევის ოქმები; ზ) სახელმწიფო ხაზინიდან და საბანკო დაწესებულებებიდან მიღებული ამონაწერები და სხვა დოკუმენტები; თ) კომერციული ბანკის ან მისი მომსახურე საანგარიშსწორებო � საპროცესინგო ცენტრის მიერ მიწოდებული ელექტრონული შეტყობინება გადახდის ოპერაციის შესახებ.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 9 ოქტ. 2019
  2. 17 იან. 2019
  3. 1 იან. 2016· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2015
  4. 29 ოქტ. 2015· გამოქვეყნდა 23 ოქტ. 2015
  5. 13 იან. 2015
  6. 29 ოქტ. 2014· გამოქვეყნდა 27 ოქტ. 2014
  7. 30 სექ. 2013
  8. 6 დეკ. 2012
  9. 16 იან. 2012
წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 23

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2026-08-04 · №397

0
ციტირებულია მუხლი
9
ცვლილება
ბოლო 2019-10-09
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 21

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 106კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომის ოქმი

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 29ხმების დათვლა საარჩევნო უბანში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 21აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
  • 5აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები
  • 11აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 20კომისიის კომიტეტის უფლებამოსილებანი
  • 13კომისიის თავმჯდომარე
  • 12კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 16თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები
  • 32²საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

სპორტის შესახებ

  • 9საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკი)

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 14კომისიის წევრი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1410629215112013121632²92122
მითითებამნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს ზოგადი ადმ…ადგილობრივი წარმომადგე…აჭარის ავტონომიური რეს…ყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 4 აგვ. 2026