1.თუ პირი საგადასახადო აღრიცხვის გარეშე ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, საგადასახადო ორგანო ვალდებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოს მისი საგადასახადო აღრიცხვა.
2.საგადასახადო ორგანო საგადასახადო სამართლადარღვევის ოქმის საფუძველზე ავსებს საგადასახადო აღრიცხვის განცხადების ფორმას (დანართი №I-01, დანართი №I-02), მონაცემები შეჰყავს საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრში, პირს ანიჭებს საიდენტიფიკაციო ნომერს და უგზავნის გადასახადის გადამხდელის მოწმობას.

