Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 66

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 66. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:ექსპატრიანტის გადასახადებისაგადასახადო დეკლარაციის მომზადებამეწარმის ვიზებიკრიპტო ლიცენზირებაექსპატრიანტის დაბეგვრასპეციალური კატეგორიები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებული და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი, გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან, ვალდებული არიან ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართონ საგადასახადო ორგანოს მათთვის საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭების მიზნით.

2.გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო რეგისტრაციას (აღრიცხვას) ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. ეს წესი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო). ამ პირებისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

3.უცხოური საწარმოს ფილიალის, რომელიც ექვემდებარება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციას, საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა და საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხორციელდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ფილიალის რეგისტრაციასთან ერთად. ამასთანავე, თუ აღნიშნული უცხოური საწარმო იმყოფებოდა საგადასახადო აღრიცხვაზე ფილიალის რეგისტრაციამდე და საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული ჰქონდა საიდენტიფიკაციო ნომერი ან თუ ორი და ორზე მეტი ფილიალი დარეგისტრირდა, პირველად მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი უცვლელი რჩება.

4.საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებული და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), უფლებამოსილი არიან საქართველოში გადასახადის გადახდის ან/და დეკლარირების ვალდებულების დადგომისას, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის პროცედურების გავლის გარეშეც, მოქალაქის პირადობის მოწმობაში, პირადობის ნეიტრალურ მოწმობაში ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტში აღნიშნული პირადი ნომერი, აგრეთვე რეგისტრაციის დროს მინიჭებული ნომერი (საიდენტიფიკაციო ნომერი) მიუთითონ წარმოშობილი საგადასახადო, მათ შორის, საბაჟო, ვალდებულებების დეკლარირებისას და გადასახადის საბანკო დაწესებულებაში გადახდისას. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებული და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი, საგადასახადო აღრიცხვა ხორციელდება მათი საგადასახადო დეკლარაციების, საბაჟო დეკლარაციების/რეექსპორტის დეკლარაციების ან/და საბანკო დაწესებულებაში წარდგენილი, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალებების მონაცემების საფუძველზე.

5.საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს (მათ შორის, მეწარმე ფიზიკურ პირს) საიდენტიფიკაციო ნომრად მიენიჭება ამავე პირის მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირს – ამავე მოწმობაში/დოკუმენტში აღნიშნული პირადი ნომერი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირს − რეგისტრაციის დროს მინიჭებული პირადი ნომერი.

6.საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო ნომერია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოს მიერ მინიჭებული 9-ნიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი.

7.საიდენტიფიკაციო ნომერი მუდმივია და მისი შეცვლა ან განმეორება აკრძალულია, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

8.საწარმოს/ორგანიზაციის, მეწარმე სუბიექტისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საგადასახადო რეგისტრაცია (აღრიცხვა) ხორციელდება იურიდიული მისამართის (ადგილსამყოფლის) მიხედვით, ხოლო ფიზიკური პირისა – მის მიერ განცხადებული საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის მიხედვით.

9.გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი მიუთითოს საგადასახადო დეკლარაციაში, საგადასახადო ორგანოსთან მიმოწერისას და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ სხვა დოკუმენტებში.

10.საგადასახადო ორგანო ვალდებულია ამ კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოჩენისას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით უზრუნველყოს პირის საგადასახადო რეგისტრაცია (აღრიცხვა). საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4998 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2016 წლის 27 მაისის კანონი № 5144 - ვებგვერდი, 04.06.2016წ. საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი № 2476 – ვებგვერდი, 21.06.2018წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2626 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №201 · ძალაშია 4 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 მაი. 2023 – 1 ივლ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 10 მარ. 2023
  2. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 22 ივლ. 2020

    66-ე მუხლის მე-4 ნაწილში პირადი ნომრის მითითებისა და აღრიცხვის წესი გავრცელდა საბაჟო ვალდებულებებსა და საბაჟო/რეექსპორტის დეკლარაციებზე.

  3. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 21 ივნ. 2018

    66-ე მუხლის 1-ელ ნაწილში განისაზღვრა ნომრის მისაღებად მიმართვის ვალდებული პირთა წრე, ხოლო დაემატა მე-4 და მე-5 ნაწილები ნომრის მითითებისა და საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების წესზე.

  4. 18 ივნ. 2016· გამოქვეყნდა 4 ივნ. 2016
  5. 15 ივლ. 2011

    მე-5 პუნქტში საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო ნომრის წესს დაემატა დანაწესი პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირზე: მას ნომრად ენიჭება ამავე მოწმობაში ან დოკუმენტში აღნიშნული პირადი ნომერი.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 65შემდეგი მუხლი 66¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბიზნესის მიგრაციის მხარდაჭერა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბინადრობა ინდივიდუალური მეწარმისთვის4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბინადრობა ფრილანსერებისთვის (ბრუნვის საფუძველზე)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბინადრობა ციფრული მომთაბარეებისთვის (Digital Nomad)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნოდარ ხუციშვილი

ნოდარ ხუციშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 5 ცვლილება · ბოლო 10 მარ. 2023
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 17 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 273

მიუთითებენ მასზე

გადასახადების ადმი… 5 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 43გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები
  • 61გადასახადის დარიცხვა
  • 79გადასახადის გადამხდელი

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 3 (დანართი 1)გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესი
  • 2 (დანართი 1)გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის პირობები
  • 1 (დანართი 1)გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა

მეწარმეთა შესახებ

  • 11ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია
  • 8მეწარმის რეგისტრაცია

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 112აღრიცხვა

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • 20¹³

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 21გარდამავალი დებულებანი

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 18²საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულების სხვა პირის მიერ შესრულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20¹³2118²2734361795 (და…3 (და…2 (და…1 (და…11211866
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…მეწარმეთა შესახებსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს მოქალაქეთა…,,მეწარმეთა და არასამე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026