Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 73

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 73. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გადაანგარიშება ან/და გაუქმება

რედაქცია №397 კონსოლიდირებული · 4 აგვ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ჩათვლილი დღგ-ის თანხა ექვემდებარება გადაანგარიშებას ან/და გაუქმებას იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტი ან მეტია. ამასთან, ამ შემთხვევაში ჩათვლილი დღგ-ის თანხა არ ექვემდებარება გაუქმებას: ა) იმ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობაზე, რომელიც ჩამოიწერება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით; ბ) იმ საქონლის დანაკარგზე, რომელიც არ აღემატება უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ საქონელზე დადგენილი დანაკარგის მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობას.

2.თუ საქონელი/მომსახურება, რომლის მიხედვითაც დღგ-ის გადამხდელმა მიიღო ჩათვლა, ერთდროულად გამოყენებულ იქნა ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრ ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, მაშინ ჩათვლილი დღგ ექვემდებარება გაუქმებას იმ საანგარიშო პერიოდში, როდესაც ის ამგვარ ოპერაციებში იქნა გამოყენებული, ნაწილობრივ, საანგარიშო პერიოდში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გასაუქმებელი დღგ-ის თანხა ექვემდებარება დაზუსტებას მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით.

4.გასაუქმებელი დღგ-ის თანხა იანგარიშება ჩათვლილი დღგ-ის თანხიდან საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით.

5.ძირითადი საშუალების მიხედვით (გარდა შენობა-ნაგებობისა) პირველივე საანგარიშო პერიოდში სრულად ჩათვლილი დღგ-ის თანხის 1/5 ყოველწლიურად, ძირითადი საშუალების ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 5 კალენდარული წლის განმავლობაში, ექვემდებარება გაუქმებას: ა) სრულად � თუ ძირითადი საშუალება გამოყენებულ იქნა მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ-ის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება; ბ) ნაწილობრივ (წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით), თუ ძირითადი საშუალება გამოყენებულ იქნა ერთდროულად ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრ ოპერაციებში.

6.საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში, პირველივე საანგარიშო პერიოდში ჩათვლილი დღგ-ის თანხის 1/10 ყოველწლიურად, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში, ექვემდებარება გაუქმებას: ა) სრულად � თუ შენობა-ნაგებობა გამოყენებულ იქნა მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ-ის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება; ბ) ნაწილობრივ (წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით), თუ შენობა-ნაგებობა გამოყენებულ იქნა ერთდროულად ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრ ოპერაციებში. თავი XIX. ანგარიშგება

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 19 ივლ. 2021
  2. 1 ივლ. 2021· გამოქვეყნდა 9 მარ. 2021
წინა მუხლი 72შემდეგი მუხლი 74

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2026-08-04 · №397

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2021-07-19
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 179დღგ-ის თანხის კორექტირება
  • 178შეზღუდვები დღგ-ის ჩათვლის უფლებაზე
  • 177დღგ-ის პროპორციული ჩათვლა

შრომის უსაფრთხოების შესახებ

  • 21სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ ზედამხედველი ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა
  • 20ზედამხედველი ორგანოს საქმიანობისათვის ხელის შეშლა

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 18¹ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება და სხვა გადასახადის გადახდის ანგარიშში გადატანა

სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

  • 14მოთხოვნათა დათმობის შესახებ გარიგების ღირებულება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 168საქონლის უკანონო გადატანა ან გადმოტანა
  • 173საქონლის საბაჟო ღირებულების გაზრდა ან შემცირება
  • 19აღმჭურველ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა ან მისი ძალადაკარგულად გამოცხადება

საზღვაო კოდექსი

  • 155—

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 33¹გადახდის ოპერაცია, როდესაც გადახდის თანხა წინასწარ ცნობილი არ არის

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1415518¹17917817733¹21201681731973
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…შრომის უსაფრთხოების შე…საქართველოს საბიუჯეტო …სანოტარო მოქმედებათა შ…საქართველოს საბაჟო კოდ…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 4 აგვ. 2026