საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 19. აღმჭურველ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა ან მისი ძალადაკარგულად გამოცხადება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აღმჭურველი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ან მასში შეტანილი უნდა იქნეს ცვლილება: ა) თუ აღმჭურველი გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი რომელიმე პირობა ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არ სრულდებოდა ან არ სრულდება; ბ) აღმჭურველი გადაწყვეტილების მფლობელის განცხადების საფუძველზე.

2.თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირთა ჯგუფის მიმართ მიღებული აღმჭურველი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ იმ პირის მიმართ, რომელიც არ ასრულებს ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ვალდებულებას.

3.აღმჭურველი გადაწყვეტილების მფლობელს უნდა ეცნობოს ამ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების ან მასში ცვლილების შეტანის თაობაზე.

4.აღმჭურველი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებაზე ან მასში ცვლილების შეტანაზე ვრცელდება ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილი. ამასთანავე, გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც აღმჭურველი გადაწყვეტილების მფლობელის კანონიერი ინტერესები მოითხოვს, საბაჟო ორგანომ აღმჭურველი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების ან მასში ცვლილების შეტანის ძალაში შესვლისთვის უნდა დაადგინოს განსხვავებული ვადა, არაუმეტეს 1 წლისა. ეს ვადა უნდა მიეთითოს აღმჭურველი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებაში.

5.აღმჭურველი გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან, ძალადაკარგულად გამოცხადებასთან ან მასში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აღმჭურველი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ან მასში შეტანილი უნდა იქნეს ცვლილება: ა) თუ აღმჭურველი გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი რომელიმე პირობა ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არ სრულდებოდა ან არ სრულდება; ბ) აღმჭურველი გადაწყვეტილების მფლობელის განცხადების საფუძველზე. 2. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირთა ჯგუფის მიმართ მიღებული აღმჭურველი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ იმ პირის მიმართ, რომელიც არ ასრულებს ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ვალდებულებას. 3. აღმჭურველი გადაწყვეტილების მფლობელს უნდა ეცნობოს ამ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების ან მასში ცვლილების შეტანის თაობაზე. 4. აღმჭურველი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებაზე ან მასში ცვლილების შეტანაზე ვრცელდება ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილი. ამასთანავე, გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც აღმჭურველი გადაწყვეტილების მფლობელის კანონიერი ინტერესები მოითხოვს, საბაჟო ორგანომ აღმჭურველი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების ან მასში ცვლილების შეტანის ძალაში შესვლისთვის უნდა დაადგინოს განსხვავებული ვადა, არაუმეტეს 1 წლისა. ეს ვადა უნდა მიეთითოს აღმჭურველი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებაში. 5. აღმჭურველი გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან, ძალადაკარგულად გამოცხადებასთან ან მასში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26820¹⁰4746¹95⁶310918161432023211719
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…ინტელექტუალურ საკუთრებ…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს ადმინისტრა…კორუფციის წინააღმდეგ ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა