1.თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
დ) უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული დღგ.
2.გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქონლის/მომსახურების შეძენაზე ან შექმნაზე გაწეულ ხარჯთან დაკავშირებული დღგ-ის თანხა, თუ საქონელი ან მომსახურება გამოიყენება:
ა) საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისთვის/საქონლის მიწოდებისთვის;
ბ) დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებში;
გ) ფინანსური მომსახურებისთვის/ოპერაციებისთვის, თუ მომხმარებელი საქართველოს ფარგლებს გარეთაა დაფუძნებული, ან თუ ეს ოპერაციები უშუალოდ არის დაკავშირებული საქონელთან, რომელიც საქართველოდან უნდა იქნეს ექსპორტირებული.
დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ ოპერაციებში, ამ ინსტრუქციის 50 4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
3.დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში;
გ) სოციალური მიზნით ან გასართობი ღონისძიებებისთვის გაწეული ხარჯის ან წარმომადგენლობითი ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებულ დღგ-ის თანხა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ღონისძიებების ფარგლებში განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება იბეგრება დღგ-ით (ამ პირის ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს);
დ) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომლებიც არ იძლევა საქონლის/მომსახურების გამყიდველის იდენტიფიცირების საშუალებას ან არ არის გამოწერილი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ე) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან გასულია 3 წელი. თუ დღგ-ის ჩათვლა განხორციელდა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება, არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით);
ვ) ყალბი დოკუმენტით, აგრეთვე იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.
4.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვისას, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
ა) არსებობს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვის შესახებ;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე წარდგენილ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია დღგ-ის თანხა;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხა ბიუჯეტში გადახდილია სრულად ან არასრულად გადახდის შემთხვევაში – საგადახდო დავალებაში მითითებულია დღგ საქონლის იმპორტთან დაკავშირებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 16 ივლისის ბრძანება №170 - ვებგვერდი, 19.07.2021წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 5 აგვისტოს ბრძანება №197 - ვებგვერდი, 06.08.2021წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №404 - ვებგვერდი, 19.12.2024წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;დ) უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული დღგ.2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქონლის/მომსახურების შეძენაზე ან შექმნაზე გაწეულ ხარჯთან დაკავშირებული დღგ-ის თანხა, თუ საქონელი ან მომსახურება გამოიყენება:ა) საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისთვის/საქონლის მიწოდებისთვის;ბ) დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებში;გ) ფინანსური მომსახურებისთვის/ოპერაციებისთვის, თუ მომხმარებელი საქართველოს ფარგლებს გარეთაა დაფუძნებული, ან თუ ეს ოპერაციები უშუალოდ არის დაკავშირებული საქონელთან, რომელიც საქართველოდან უნდა იქნეს ექსპორტირებული.დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ ოპერაციებში, ამ ინსტრუქციის 50 4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.3. დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში;გ) სოციალური მიზნით ან გასართობი ღონისძიებებისთვის გაწეული ხარჯის ან წარმომადგენლობითი ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებულ დღგ-ის თანხა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ღონისძიებების ფარგლებში განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება იბეგრება დღგ-ით (ამ პირის ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს);დ) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომლებიც არ იძლევა საქონლის/მომსახურების გამყიდველის იდენტიფიცირების საშუალებას ან არ არის გამოწერილი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.ე) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან გასულია 3 წელი. თუ დღგ-ის ჩათვლა განხორციელდა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება, არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით);ვ) ყალბი დოკუმენტით, აგრეთვე იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვისას, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:ა) არსებობს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვის შესახებ;ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე წარდგენილ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია დღგ-ის თანხა;გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხა ბიუჯეტში გადახდილია სრულად ან არასრულად გადახდის შემთხვევაში – საგადახდო დავალებაში მითითებულია დღგ საქონლის იმპორტთან დაკავშირებით.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 16 ივლისის ბრძანება №170 - ვებგვერდი, 19.07.2021წ.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 5 აგვისტოს ბრძანება №197 - ვებგვერდი, 06.08.2021წ.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №404 - ვებგვერდი, 19.12.2024წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №361 · ძალაშია 19 დეკ. 2024-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.