Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 9

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 9. ინფორმაციის კონფიდენციალობა

რედაქცია №397 კონსოლიდირებული · 4 აგვ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საგადასახადო/საბაჟო ორგანო ვალდებულია არ გაახმაუროს გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია და ამ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები, მათ შორის: ა) გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საგადასახადო ან/და საბაჟო დეკლარაციები, რეექსპორტის დეკლარაციები, გაანგარიშებები, ცნობები; ბ) გადასახადის გადამხდელის წერილები და მასზე გაცემული პასუხები, რომელიც შეიცავს გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციას; გადასახადის გადამხდელის საჩივრები და მასზე მიღებული გადაწყვეტილებები; გ) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ან საბაჟო კონტროლის ბრძანებები, საგადასახადო შემოწმების ჩატარების ან საბაჟო კონტროლის განხორციელების თაობაზე გაგზავნილი შეტყობინებები, საგადასახადო შემოწმების ან საბაჟო კონტროლის აქტები, საგადასახადო ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, გადასახადის ან/და სანქციის თანხის დარიცხვის ბრძანებები, დარიცხულ თანხებზე გაგზავნილი საგადასახადო მოთხოვნები; დ) გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული დაბეგვრის საქმეები, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათები, გადასახადის გადამხდელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ამსახველი ინფორმაცია, საგადახდო დავალებები, საინკასო დავალებები; ე) მონაცემები გადასახადის გადამხდელის მიერ გამოყენებული სასაქონლო ზედნადების (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), სერტიფიკატის, სანებართვო მოწმობის, საგადასახადო ანგარიშფაქტურის და მკაცრი აღრიცხვის სხვა დოკუმენტების შესახებ; ვ) სხვა ანალოგიური ხასიათის ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ცნობებს გადასახადის გადამხდელის შემოსავლების, დაბეგვრის ობიექტის, საწარმოს მიზნების, ხელშეკრულებების, პირადი ან კომერციული საიდუმლოებების შესახებ; ზ) გადასახადის გადამხდელის შესახებ ბანკებიდან და სხვა პირებიდან/წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია.

2.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაციისა და დოკუმენტების გაუხმაურებლობის ვალდებულება მოქმედებს უვადოდ.

3.კონფიდენციალურ ინფორმაციას არ განეკუთვნება შემდეგი ინფორმაცია: ა) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ; ბ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ; გ) სტატუსი; დ) სახელწოდება; ე) სამართლებრივი ფორმა; ვ) მისამართი; ზ) საიდენტიფიკაციო ნომერი; თ) საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების თარიღი; ი) მარეგისტრირებელი ორგანო; კ) საგადასახადო დავალიანება; ლ) ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირები; მ) დამფუძნებლები; ნ) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების და ქონებაზე დადებული ყადაღის შესახებ; ო) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული სხვა საჯარო ინფორმაცია; პ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრირებული საჯარო ინფორმაცია.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საგადასახადოსაგადასახადო/საბაჟო ორგანო ვალდებულია არ გაახმაუროს გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია და ამ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები, მათ შორის: ა) გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საგადასახადო ან/და საბაჟო დეკლარაციები, რეექსპორტის დეკლარაციები, გაანგარიშებები, ცნობები; ბ) გადასახადის გადამხდელის წერილები და მასზე გაცემული პასუხები, რომელიც შეიცავს გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციას; გადასახადის გადამხდელის საჩივრები და მასზე მიღებული გადაწყვეტილებები; გ) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ან საბაჟო კონტროლის ბრძანებები, საგადასახადო შემოწმების ჩატარების ან საბაჟო კონტროლის განხორციელების თაობაზე გაგზავნილი შეტყობინებები, საგადასახადო შემოწმების ან საბაჟო კონტროლის აქტები, საგადასახადო ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, გადასახადის ან/და სანქციის თანხის დარიცხვის ბრძანებები, დარიცხულ თანხებზე გაგზავნილი საგადასახადო მოთხოვნები; დ) გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული დაბეგვრის საქმეები, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათები, გადასახადის გადამხდელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ამსახველი ინფორმაცია, საგადახდო დავალებები, საინკასო დავალებები; ე) მონაცემები გადასახადის გადამხდელის მიერ გამოყენებული სასაქონლო ზედნადების,ზედნადების (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), სერტიფიკატის, სანებართვო მოწმობის, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისანგარიშფაქტურის და მკაცრი აღრიცხვის სხვა დოკუმენტების შესახებ; ვ) სხვა ანალოგიური ხასიათის ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ცნობებს გადასახადის გადამხდელის შემოსავლების, დაბეგვრის ობიექტის, საწარმოს მიზნების, ხელშეკრულებების, პირადი ან კომერციული საიდუმლოებების შესახებ; ზ) გადასახადის გადამხდელის შესახებ ბანკებიდან და სხვა პირებიდან/წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაციისა და დოკუმენტების გაუხმაურებლობის ვალდებულება მოქმედებს უვადოდ. 3. კონფიდენციალურ ინფორმაციას არ განეკუთვნება:განეკუთვნება ა)შემდეგი ინფორმაციაინფორმაცია: ა) გადასახადის გადამხდელისგადამხდელად სტატუსის,რეგისტრაციის სახელწოდების,შესახებ; მისამართისაბ) დადღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ; გ) სტატუსი; დ) სახელწოდება; ე) სამართლებრივი ფორმა; ვ) მისამართი; ზ) საიდენტიფიკაციო ნომერი; თ) საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების თარიღი; ი) მარეგისტრირებელი ორგანო; კ) საგადასახადო დავალიანება; ლ) ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირები; მ) დამფუძნებლები; ნ) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების და ქონებაზე დადებული ყადაღის შესახებ; ბ)ო) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული სხვა საჯარო ინფორმაციაინფორმაცია; .პ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრირებული საჯარო ინფორმაცია.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 8 ივნ. 2023
  2. 21 მაი. 2021
  3. 17 თებ. 2021
  4. 9 ოქტ. 2019
  5. 4 სექ. 2017
წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2026-08-04 · №397

0
ციტირებულია მუხლი
5
ცვლილება
ბოლო 2023-06-08
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 39საგადასახადო საიდუმლოება
  • 38ინფორმაციის მოთხოვნის უფლება
  • 51საგადასახადო ორგანოთა ვალდებულებები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁴⁶საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა
  • 21⁴⁹საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 43ინფორმაციის შენახვა და კონფიდენციალურობა
  • 22³ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების ფარგლებში საგადახდო ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 10ინფორმაციის კონფიდენციალობა

კონკურენციის შესახებ

  • 20ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 11საბაჟო საიდუმლოება

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 17კონფიდენციალურობის ვალდებულება და ინტერესთა კონფლიქტი

ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

  • 22კონფიდენციალური ინფორმაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶21⁴⁹10393851204322³1122179
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს ადმინისტრა…საგადახდო სისტემისა და…მიკროსაფინანსო ორგანიზ…კონკურენციის შესახებსაქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 4 აგვ. 2026