Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებმუხლი 22³

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 22³. ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების ფარგლებში საგადახდო ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომა

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:გადახდის მომსახურებაგადახდის სისტემებიბლოკჩეინ ინფრასტრუქტურა და ნოუდებიბირჟაზე რეგისტრაცია და KYCსამომხმარებლო ხელშეკრულებებიDAO-ს ოპერაციები და საზოგადოებრივი მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მომხმარებელს უფლება აქვს, ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერისგან მიიღოს ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურება, თუ შესაძლებელია ამ გადამხდელის საგადახდო ანგარიშზე ონლაინრეჟიმში წვდომა.

2.ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების გაწევისას: ა) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებელს მომსახურება მიაწოდოს მხოლოდ მისი ცალსახა თანხმობის შემთხვევაში; ბ) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მომხმარებლის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლები არ იყოს ხელმისაწვდომი სხვა ნებისმიერი პირისთვის, გარდა თავად მომხმარებლისა და ამ მახასიათებლების გამომშვები პირისა. ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერი აგრეთვე ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების უსაფრთხო და ეფექტიანი არხებით გადაცემა; გ) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერი ვალდებულია კომუნიკაციის თითოეული სესიისას მომხმარებლის ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან/პროვაიდერებთან მოახდინოს საკუთარი თავის იდენტიფიცირება, აგრეთვე ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან/პროვაიდერებთან და მომხმარებელთან განახორციელოს უსაფრთხო კომუნიკაცია ამ კანონის 22 1 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად; დ) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერს უფლება აქვს, წვდომა ჰქონდეს მხოლოდ მომხმარებლის მიერ განსაზღვრულ საგადახდო ანგარიშებსა და ამ ანგარიშებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციაზე; ე) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერს არ აქვს უფლება, მოითხოვოს საგადახდო ანგარიშებთან დაკავშირებული სენსიტიური საგადახდო მონაცემები; ვ) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერს უფლება აქვს, გამოიყენოს, წვდომა ჰქონდეს ან შეინახოს ნებისმიერი მონაცემი მხოლოდ მომხმარებლის მიერ ცალსახად მოთხოვნილი ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების შესრულების მიზნით. ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერი ვალდებულია პერსონალური მონაცემები დაამუშაოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3.საგადახდო ანგარიშებთან მიმართებით ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია: ა) განახორციელოს უსაფრთხო კომუნიკაცია ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერთან ამ კანონის 22 1 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად; ბ) არ დაუშვას ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერის საშუალებით მიღებულ მოთხოვნებთან მიმართებით დისკრიმინაციული მიდგომა, გარდა ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევისა.

4.ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერს მისცეს მომხმარებლისთვის ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების მიწოდების საშუალება, მიუხედავად ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერსა და ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის ამ მიზნით სახელშეკრულებო ურთიერთობების არსებობისა ან მისი შინაარსისა. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 1 იან. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2023 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 12 ივნ. 2012 – 1 იან. 2023 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 23 სექ. 2022
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 22²შემდეგი მუხლი 23

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სააბონენტო ხელშეკრულების შესაბამისობა29 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • IT მომსახურების ხელშეკრულებები29 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უნებლიე წვდომა პირადი ინფორმაციაზე9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სუბიექტის წვდომის მოთხოვნები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №21

  • 1 ცვლილება · ბოლო 23 სექ. 2022
  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 22¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 22²გადახდის ინიციირების მომსახურების ფარგლებში საგადახდო ანგარიშზე წვდომა
  • 20მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება ან/და მასთან შეთანხმების დადება
  • 30¹საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენების და საგადახდო ანგარიშზე წვდომის შეზღუდვა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 7¹საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი საგადახდო ანგარიშის მიმართ მოთხოვნები
  • 38ინფორმაციის მოთხოვნის უფლება
  • 70ინფორმაციის მოთხოვნის უფლება

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 4ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 31ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 16ღია (საჯარო) ინფორმაცია

საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

  • 14- პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლება

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 25სამსახურისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 11¹ (დანართი 1)გადასახადის გადამხდელის საინფორაციო ბარათი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31167¹387011¹ (…22¹22²2030¹1425422³
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…საქართველოს საგადასახა…ელექტრონული კომერციის …ელექტრონული კომუნიკაცი…სასმელი წყლის მიწოდები…საქართველოსა და ევროჯა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026