Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებმუხლი 43

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 43. ინფორმაციის შენახვა და კონფიდენციალურობა

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაგადახდის მომსახურებაციფრული ბანკინგიტრანსასზღვრული კრიპტომარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაბირჟის Go-to-Market სტრატეგია საქართველოში

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.არავის არა აქვს უფლება, დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას, გაავრცელოს ან პირადი მიზნისთვის გამოიყენოს ასეთი ინფორმაცია. ამგვარი ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოთ მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კომისიას მათი კომპეტენციის ფარგლებში.

2.საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საგადახდო მომსახურების მომხმარებლის ფულადი სახსრებისა და ელექტრონული ფულის, აგრეთვე განხორციელებული ოპერაციის (მათ შორის, ოპერაციის განხორციელების მცდელობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეთ თავად საგადახდო მომსახურების მომხმარებელს და მის სათანადოდ უფლებამოსილ წარმომადგენელს, შესაბამისი გარიგების მხარეს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილების, „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების, „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმების (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე − საგადასახადო ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას − სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, აგრეთვე იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტები, მათი აღსრულების პროცესში. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე მიეცემათ.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ ზღუდავს პროვაიდერს, გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის საგადახდო სისტემას, ოპერატორსა და შესაბამის პროვაიდერს. საგადახდო სისტემის ფუნქციონირების შედეგად ოპერატორისათვის გადაცემული ტრანსფერორდერით განსაზღვრული ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ შესაბამის მონაწილეს ან მის სათანადოდ უფლებამოსილ წარმომადგენელს.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში შეიძლება მიეწოდოს იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან, აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტები, მათი აღსრულების პროცესში. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიეწოდება.

5.სასამართლო, საგამოძიებო და საგადასახადო ორგანოებს ეკრძალებათ სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანამდე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადაცემა სხვა პირისა და ორგანოსთვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, ასევე ამ ინფორმაციის საჯარო გამოსვლებში გამოყენება, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

6.სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული არიან, ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით უზრუნველყონ სათანადო უსაფრთხოების ზომების შემუშავება და გატარება.

7.სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული არიან, შეინახონ სათანადო ჩანაწერები და საბუთები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული არიან, მონაწილეების, მომხმარებლების და მათ მიერ ან მათ სასარგებლოდ განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეინახონ არანაკლებ 15 წლის განმავლობაში.

8.საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია გადასცეს „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრულ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოს, აგრეთვე „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმების (CRS MCAA)  ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე − იმ იურისდიქციების კომპეტენტურ უწყებებს, რომლებთანაც ამოქმედებულია აღნიშნული შეთანხმება. საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის კანონი №3719 - ვებგვერდი, 24.06.2015წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2015 წლის 28 ოქტომბრის  კანონი №4466 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3296 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4261 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4600 – ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1335 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2143 – ვებგვერდი, 15.12.2022წ . საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1303 – ვებგვერდი, 23.12.2025წ .

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №20 · ძალაშია 2 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2023 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 10 მაი. 2019 – 1 ივლ. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 10

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 2 მარ. 2026· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025
  2. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 23 სექ. 2022

    პირველ პუნქტში კომისია ეროვნულ ბანკთან ერთად კონფიდენციალური ინფორმაციის მიმღებად დასახელდა; მე-2 პუნქტში საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაციის გაცემის საფუძვლად დაემატა სასამართლო გადაწყვეტილება.

  3. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2022
  4. 1 მარ. 2022· გამოქვეყნდა 13 იან. 2022
  5. 10 მაი. 2019· გამოქვეყნდა 9 აგვ. 2018
  6. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 11 იან. 2018

    43-ე მუხლის მე-2 პუნქტში გადაიწერა ინფორმაციის გაცემის ფორმულირება, ხოლო მე-7 პუნქტში 15-წლიანი შენახვის ვალდებულება ვრცელდება მონაწილეების და მომხმარებლების სასარგებლოდ განხორციელებულ ოპერაციებზეც.

  7. 22 მარ. 2017
  8. 1 ივნ. 2016· გამოქვეყნდა 24 ივნ. 2015

    43-ე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებში გადანაწილდა ინფორმაციის მიწოდების წესი: მე-2 პუნქტს დაემატა გარიგების მონაწილე მხარეები, მე-3 პუნქტი პროვაიდერს აძლევს გადახდის ოპერაციის ინფორმაციის სისტემასა და ოპერატორისთვის გადაცემის უფლებას, ხოლო მე-4 პუნქტი აღსრულებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების წესს მე-3 პუნქტის ინფორმაციაზე ავრცელებს.

  9. 11 ნოე. 2015
  10. 10 სექ. 2015
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 42¹შემდეგი მუხლი 43¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • უნებლიე წვდომა პირადი ინფორმაციაზე9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრიპტო მემკვიდრეობის დაგეგმვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ფინტექ რეგულატორული შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინსაიდერული ინფორმაციის უკანონო გამოყენება (მუხლი 202)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №21

  • 10 ცვლილება · ბოლო 23 დეკ. 2025
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 13 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საქართველოს საგადა… 70

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 16ინფორმაციის მიღება და გამოქვეყნება

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 24საბანკო საიდუმლოება

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 17საბანკო საიდუმლოება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 10ინფორმაციის კონფიდენციალობა

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 16კონფიდენციალობა

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 50²ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა
  • 20პროფესიული საიდუმლოება და ინტერესთა შეუთავსებლობა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 70ინფორმაციის მოთხოვნის უფლება

კონკურენციის შესახებ

  • 20ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 10 (დანართი 1)საგადასახადო საიდუმლოების დაცვა

დაზღვევის შესახებ

  • 29სამსახურის თანამშრომლის მიერ მზღვეველის კომერციული, კონფიდენციალური და დაზღვევის საიდუმლოებების დაცვა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 151კონფიდენციალურობის დაცვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1610291750²207010 (დ…20161512443
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…მიკრობანკების საქმიანო…კომერციული ბანკების სა…მიკროსაფინანსო ორგანიზ…არასაბანკო სადეპოზიტო …საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026