Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 39

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 39. საგადასახადო საიდუმლოება

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030
თემები:კრიპტო გადასახადებიდაცვის სტრატეგიებიინტელექტუალური საკუთრების შეფასებაIP სტრატეგიასასამართლო დავათვითმფრინავის რეგისტრაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹233¹456

1.საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია (გარდა ამ მუხლის 1 1 ნაწილში აღნიშნული ინფორმაციისა) საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება.

1¹.საგადასახადო საიდუმლოებას არ განეკუთვნება და საჯაროა გადასახადის გადამხდელის შესახებ შემდეგი ინფორმაცია: ა) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ; ბ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ; გ) სტატუსი; დ) სახელწოდება; ე) სამართლებრივი ფორმა; ვ) მისამართი; ზ) საიდენტიფიკაციო ნომერი; თ) საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების თარიღი; ი) მარეგისტრირებელი ორგანო; კ) საგადასახადო დავალიანება; ლ) ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირები; მ) დამფუძნებლები; ნ) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების და ქონებაზე დადებული ყადაღის შესახებ; ო) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული სხვა საჯარო ინფორმაცია; პ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრირებული საჯარო ინფორმაცია; ჟ) პირისთვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების შეზღუდვის (მათ შორის, გამოწერის/გაცემის შეჩერების) შესახებ.

2.საგადასახადო ორგანო, მისი თანამშრომელი, მოწვეული სპეციალისტი ან/და ექსპერტი ვალდებულია დაიცვას გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. მას უფლება აქვს, ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასცეს მხოლოდ შემდეგ პირებს: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წევრებს – ამ პირთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით; ბ) სამართალდამცავ ორგანოებს − მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით; ბ 1 ) (ამოღებულია - 17.12.2026, №1296). ბ 2 ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს − საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით; გ) სასამართლოს – სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების ან პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით; დ) სხვა სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად; ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო) და კერძო აღმასრულებელს – „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში ან/და საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას; ვ) საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატს) – საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; ზ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურს – „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით; თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) საგადასახადო ორგანოსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას; ი) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ პირებს , საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით გადასახადის გადამხდელისათვის მისი საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით; კ) (ამოღებულია - 01.05.2015, №3581) ; ლ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას; მ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას; ნ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას, აგრეთვე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას – „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია; ო) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალ ადმინისტრაციულ ორგანოებს – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით; პ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას; ჟ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სურსათის ეროვნულ სააგენტოს – საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; რ) (ამოღებულია - 17.12.2025, №1282) ; ს) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ციფრული მმართველობის სააგენტოს − ამ სააგენტოს მიერ აღნიშნული ინფორმაციის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გადასაცემად, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, მონაცემების ელექტრონული მიმოცვლის სისტემის ფუნქციონირებისთვის; ტ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ციფრული მმართველობის სააგენტოს − საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ სუბიექტებს შორის დოკუმენტაციის ელექტრონული მიმოცვლის სისტემის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფორმაცია; უ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს − „ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია; ფ) (ამოღებულია - 05.07.2018, №3109) ; ქ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას; ღ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს საპენსიო ფონდს − „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით; ღ 1 ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს − „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით; ღ 2 ) „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მზღვეველს, აქტივების მმართველ კომპანიასა და საპენსიო კომპანიას − იმავე კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით; ყ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს − საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას; შ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს − მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული არბიტრაჟში ან უცხო ქვეყნის სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის, აგრეთვე საერთაშორისო სასამართლოში, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის საფუძველზე შექმნილ ადამიანის უფლებათა კომიტეტსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვა კონვენციების საფუძველზე შექმნილ კომიტეტებში და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით; ჩ) საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას; ც) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შრომის ინსპექციის სამსახურს − საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას; ძ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს − საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას; ძ 1 ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულ მერიის სტრუქტურულ ერთეულს, ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს − საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135 2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის მიზნით; [ წ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო შესყიდვების სააგენტოს – „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას; ჭ) საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს – „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას; (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] ხ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, იმ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს იმავე კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება  და მოქმედებს საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად. ჯ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას – „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლის ხელშეწყობის ფუნქციის შესრულების მიზნით. ჰ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს − „იარაღის შესახებ“, „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის მიზნით, მისი კომპეტენციის ფარგლებში.

3.საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ინფორმაციის საიდუმლოება, არ გამოიყენოს იგი პირადი მიზნებისათვის ან არ გადასცეს სხვა პირს, რაც ითვლება საგადასახადო საიდუმლოების გახმაურებად. საგადასახადო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების დაკარგვა ან ასეთი ინფორმაციის გახმაურება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3¹.ამ მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და მათ თანამშრომლებს, რომლებმაც მიიღეს ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია, უფლება არ აქვთ, გაახმაურონ ამ ინფორმაციის საიდუმლოება.

4.საგადასახადო ორგანოში არსებულ, საგადასახადო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას აქვს შენახვისა და დამუშავების სპეციალური რეჟიმი. საგადასახადო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან შეიძლება დაშვებულ იქნენ მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირები ფინანსთა მინისტრის მიერვე დადგენილი წესის შესაბამისად.

5.გადასახადის გადამხდელის წერილობითი/ელექტრონული ნებართვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს სხვა პირს. გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ინფორმაციის საჯაროდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნება ან/და გავრცელება მიიჩნევა გადასახადის გადამხდელის ნებართვად აღნიშნული ინფორმაციის ფარგლებში საგადასახადო ორგანოს მიერ მესამე პირისათვის ინფორმაციის გადაცემაზე.

6.ეს მუხლი არ გამოიყენება ამ კოდექსის 44-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარო შეტყობინების, აგრეთვე ეკონომიკური საქმიანობის ყალბი საგადასახადო დოკუმენტებით განმახორციელებელ პირთა შესახებ ინფორმაციის შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელების მიმართ. საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4206- ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4963 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6330 – ვებგვერდი, 08.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 - ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6446 – ვებგვერდი, 25.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6444 – ვებგვერდი, 25.06 .2012წ . საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 – ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №491 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2160 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2466 - ვებგვერდი, 02.06.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3581 - ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2015 წლის 28 მაისის კანონი №3613 - ვებგვერდი, 04.06.2015წ. საქართველოს 2015 წლის 29 მაისის კანონი №3673 - ვებგვერდი, 04.06.2015წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4368 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2015 წლის 28 ოქტომბრის  კანონი №4458 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4493 - ვებგვერდი, 24.11.2015წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4680 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4958 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს 2016 წლის 27 მაისის კანონი №5144 - ვებგვერდი, 04.06.2016წ. საქართველოს 2016 წლის 22 დეკემბრის კანონი №195 - ვებგვერდი, 29.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1701 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3109 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3308 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3279 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3383 – ვებგვერდი, 24.09.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4260 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4599 - ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5691 – ვებგვერდი, 26.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5758 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 26.06.2020წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7132 – ვებგვერდი, 21.09.2020წ. საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7183  – ვებგვერდი, 05.10.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 დეკემბრის კანონი №1148 – ვებგვერდი, 27.12.2021წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1331 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2022 წლის 16 თებერვლის კანონი №1384 – ვებგვერდი, 23.02.2022წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2214 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2285 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2578 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2768 – ვებგვერდი, 18.04.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3290 – ვებგვერდი, 06.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3350 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3759 – ვებგვერდი, 11.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3965 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4324 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4427 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №561 - ვებგვერდი, 16.05.2025წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1055 – ვებგვერდი, 17.11.2025წ. საქართველოს 2025 წლის 25 ნოემბრის კანონი №1074 – ვებგვერდი, 27.11.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1282 – ვებგვერდი, 18.12.2025წ. საქართ ველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1296 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1713 – ვებგვერდი, 15.06.2026წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1829 – ვებგვერდი, 02.07.2026წ .

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 მაი. 2023 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 23 თებ. 2022 – 1 მარ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 59

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2030 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 27 თებ. 2023
  2. 2 ივლ. 2026

    39-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონით გათვალისწინებული შემოწმებისა და მოსამართლის ბრძანების მითითება. ქვეპუნქტი ახლა მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანული კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების მიზანს ასახელებს.

  3. 2 მარ. 2026· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025
  4. 1 იან. 2026· გამოქვეყნდა 18 დეკ. 2025
  5. 27 ნოე. 2025
  6. 17 ნოე. 2025
  7. 16 მაი. 2025
  8. 1 მაი. 2025· გამოქვეყნდა 12 ივლ. 2024
  9. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 19 ივლ. 2023
  10. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2023
  11. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 25 დეკ. 2023
  12. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 11 დეკ. 2023
  13. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2023
  14. 1 სექ. 2023· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2022
  15. 6 ივლ. 2023
  16. 15 დეკ. 2022
  17. 1 მარ. 2022· გამოქვეყნდა 13 იან. 2022
  18. 23 თებ. 2022
  19. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2021
  20. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 22 ივლ. 2020

    39-ე მუხლში გაფართოვდა საჯარო ინფორმაციის ჩამონათვალი და ინფორმაციის მიმღებ ორგანოთა წრე (იუსტიციის სამინისტრო, საზღვაო ოპერაციების ცენტრი), ხოლო გამონაკლისი 44-ე მუხლის მთლიან მოქმედებას უკავშირდება.

  21. 5 ოქტ. 2020
  22. 21 სექ. 2020
  23. 1 სექ. 2020· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2019

    39-ე მუხლის პირველ ნაწილში ინფორმაციის მიმღებთა ჩამონათვალს დაემატა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, ხოლო მე-5 ნაწილში ნებართვა შეიძლება იყოს ელექტრონულიც და შეიცვალა საჯარო გამოქვეყნების ფორმულირება.

  24. 10 ივლ. 2020· გამოქვეყნდა 26 ივნ. 2020
  25. 1 მაი. 2020· გამოქვეყნდა 23 მარ. 2020
  26. 1 იან. 2020· გამოქვეყნდა 26 დეკ. 2019
  27. 10 მაი. 2019· გამოქვეყნდა 9 აგვ. 2018

    39-ე მუხლის პირველ პუნქტში „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებს შორის დაემატა „ბ¹“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დასახელებულია ორგანოდ, რომელსაც ინფორმაცია მიეწოდება მისი კანონით გათვალისწინებული შემოწმებისას.

  28. 24 სექ. 2018

    39-ე მუხლის პირველ ნაწილში „თ“ ქვეპუნქტამდე დაემატა „ზ“ ქვეპუნქტი, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ანიჭებს გადამხდელის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას მოსამართლის ბრძანების საფუძველზე; ნორმა ამოქმედდება მომდევნო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე.

  29. 6 აგვ. 2018

    39-ე მუხლის პირველ ნაწილში „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „ღ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც ინფორმაციის მიმღებ პირთა წრეში შედის საპენსიო სააგენტო ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი ფორმით.

  30. 11 ივლ. 2018
  31. 11 ივლ. 2018

    39-ე მუხლში „ო“ ქვეპუნქტის სამინისტროს დასახელებას დაემატა „ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,“, ხოლო „ფ“ ქვეპუნქტი, რომელიც ცალკე ასახელებდა იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ამოღებულია.

  32. 9 იან. 2018
  33. 9 იან. 2018
  34. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2017

    პირველ ნაწილში საიდუმლოების გამონაკლისები გადატანილია ახალ 1¹ ნაწილში, სადაც საჯარო ინფორმაციის დეტალური ჩამონათვალია. მე-2 ნაწილს დაემატა „ფ“ ქვეპუნქტი დევნილთა სამინისტროს შესახებ.

  35. 14 დეკ. 2017

    39-ე მუხლის „ნ“, „ჟ“ და „უ“ ქვეპუნქტებში სამინისტროს სახელწოდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროთი შეიცვალა, ხოლო ახალი „ქ“ ქვეპუნქტით წიაღის ეროვნული სააგენტო დაემატა იმ ორგანოთა ჩამონათვალს, რომლებსაც გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს.

  36. 1 იან. 2017· გამოქვეყნდა 11 ნოე. 2015

    39-ე მუხლის პირველ ნაწილში „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „ს“ ქვეპუნქტი, რომლითაც საჯარო სამსახურის ბიურო ინფორმაციის მიმღებ ორგანოთა წრეში შევიდა.

  37. 1 იან. 2017· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2013

    39-ე მუხლში შეიცვალა „ბ“ ქვეპუნქტით სამართალდამცავ ორგანოებზე ინფორმაციის გაცემის საფუძველი და დაემატა „რ“ ქვეპუნქტი საგადასახადო ომბუდსმენის შესახებ.

  38. 1 ივლ. 2016· გამოქვეყნდა 26 აპრ. 2016

    39-ე მუხლის პირველ პუნქტში „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „უ“ ქვეპუნქტი, რომლითაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ნარჩენების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის შესახებ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის მიმღებ ორგანოდ განისაზღვრა.

  39. 18 ივნ. 2016· გამოქვეყნდა 4 ივნ. 2016
  40. 4 იან. 2016· გამოქვეყნდა 24 ნოე. 2015
  41. 1 იან. 2016· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2015

    39-ე მუხლის პირველი ნაწილის ინფორმაციის გაცემის ჩამონათვალს დაემატა ტ) ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიეწოდება ელექტრონული მიმოცვლის სისტემის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფორმაცია.

  42. 1 დეკ. 2015· გამოქვეყნდა 15 მაი. 2015
  43. 11 ნოე. 2015

    39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში ინფორმაციის გადაცემის ადრესატად დასახელებულია სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად.

  44. 4 ივნ. 2015

    39-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტში შეიცვალა ინფორმაციის მიმღები კომისიის დასახელების ფორმულირება („სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ…“).

  45. 4 ივნ. 2015
  46. 1 იან. 2015· გამოქვეყნდა 24 დეკ. 2014
  47. 1 ივლ. 2014· გამოქვეყნდა 2 ივნ. 2014

    39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტში ამოღებულია სიტყვები „საქართველოს ეროვნულ ბანკთან შექმნილ“; ფინანსური მონიტორინგის სამსახური ახლა აღწერილია როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

  48. 31 მარ. 2014· გამოქვეყნდა 27 მარ. 2014

    39-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტში სააგენტოს სახელწოდება შეიცვალა „კონკურენციის სააგენტოდ“, ამოღებულია მოსამართლის ბრძანების მითითება და უფლებამოსილების ფორმულირება ახლებურად არის გადმოცემული.

  49. 14 მაი. 2013· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტში სამინისტროს დასახელება შეიცვალა „გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროთი“; ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის გადაცემის წესი არ შეცვლილა.

  50. 1 ივლ. 2012· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2012

    39-ე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებში კონტროლის პალატის დასკვნისა და მოხსენების ადგილას სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიეთითა.

  51. 25 ივნ. 2012

    39-ე მუხლის პირველ ნაწილში საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია საგადასახადო საიდუმლოებას აღარ განეკუთვნება, სტატუსის, სახელწოდების, მისამართისა და ნომრის მსგავსად.

  52. 25 ივნ. 2012

    მე-2 ნაწილში დაემატა „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები, რომლებიც საგადასახადო ინფორმაციის მიმღებად ასახელებს კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (მოსამართლის ბრძანებით) და სურსათის ეროვნულ სააგენტოს (მთავრობის დადგენილი წესით); ახალი 3¹ ნაწილი ამ ორგანოებს და მათ თანამშრომლებს უკრძალავს ინფორმაციის საიდუმლოების გახმაურებას.

  53. 19 ივნ. 2012
  54. 8 ივნ. 2012

    39-ე მუხლში დაემატა „ო“ ქვეპუნქტი, რომელიც ინფორმაციის მიმღებად ასახელებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მის სისტემის ადმინისტრაციულ ორგანოებს.

  55. 29 მაი. 2012

    39-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატა „ნ“ ქვეპუნქტი ახალი ადრესატით — სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისია.

  56. 17 მაი. 2012
  57. 4 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2011

    39-ე მუხლის მე-2 ნაწილში გაფართოვდა ინფორმაციის მიმღებთა წრე (კერძო აღმასრულებელი, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, ფინანსური მონიტორინგის სამსახური), ხოლო მე-6 ნაწილში დაემატა გამონაკლისი ყალბ საგადასახადო დოკუმენტებზე ინფორმაციის გავრცელებისთვის.

  58. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2011

    39-ე მუხლში გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების გამონაკლისების ჩამონათვალს დაემატა „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები.

  59. 10 მარ. 2011

    39-ე მუხლში „ე“ ქვეპუნქტით ინფორმაციის მიმღები აღმასრულებლის ნაცვლად აღსრულების ეროვნული ბიუროა, მათ შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებისას; „თ“ ქვეპუნქტით იგივე ეხება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 38შემდეგი მუხლი 40

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გადასახადისთვის თავის არიდება (მუხლი 218) - ადვოკატი5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საგადასახადო დოკუმენტების გაყალბება (მუხლი 210/218)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ვაჭრობის საიდუმლოს დაცვა სტარტაპებისთვის1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სავაჭრო საიდუმლოებისა და ნოუ-ჰაუს შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 59 ცვლილება · ბოლო 2 ივლ. 2026
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 82 რედაქცია
  • 5 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საავტორო და მომიჯნ… 63საქართველოს ადმინი… 135²მუხლი 21მუხლი 44მუხლი 63

მიუთითებენ მასზე

მუხლი 70საქართველოს საბაჟო… 11გადასახადების ადმი… 10 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 38ინფორმაციის მოთხოვნის უფლება
  • 41გადასახადის გადამხდელის უფლებები
  • 43გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 10 (დანართი 1)საგადასახადო საიდუმლოების დაცვა
  • 9 (დანართი 1)ინფორმაციის კონფიდენციალობა
  • 5 (დანართი 1)საგადასახადო აღრიცხვის უზრუნველყოფა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 11საბაჟო საიდუმლოება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁴⁶საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 24საბანკო საიდუმლოება

კონკურენციის შესახებ

  • 20ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 17საბანკო საიდუმლოება

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 43ინფორმაციის შენახვა და კონფიდენციალურობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6321⁴⁶135²2144637038414310 (დ…9 (და…5 (და…112439
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…გადასახადების ადმინისტ…საავტორო და მომიჯნავე …საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026