Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 91

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 91. ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსება

რედაქცია №397 კონსოლიდირებული · 4 აგვ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

თუ გადასახადის გადამხდელი მხოლოდ მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის მიზნით ავსებს ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციას, არ შეივსება დეკლარაციის III ნაწილის მე-2 პუნქტი და V ნაწილი.

1.დეკლარაციის �I ნაწილში� აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტის, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/შესწორებული) და საანგარიშო პერიოდის შესახებ.

2.დეკლარაციის ყველა გვერდზე მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი. თანდართული დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობა. ამასთან, დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელმოწერით დასტურდება გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.

3.დეკლარაციის �II ნაწილი� ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ.

4.დეკლარაციის � III ნაწილის�: ა) პირველ პუნქტში აისახება მონაცემები გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის ოჯახის წევრის (წევრების) შესახებ და ივსება იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი ავსებს საოჯახო დეკლარაციას; ბ) მე-2 პუნქტში მიეთითება ფიზიკური პირისა და მისი ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების ჯამი. აღნიშნული მიზნით უჯრა, რომელიც შეესაბამება დეკლარანტის ოჯახის ჯამურ შემოსავლებს (აღემატება 40 000 ლარს; შეადგენს 40 000-დან 100 000 ლარს; აღემატება 100 000 ლარს) აღინიშნება �V� ნიშნით. ამასთან, მე-2 პუნქტის შევსება სავალდებულო არ არის, თუ გადასახადის გადამხდელი მიწაზე ან/და იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირზე მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) გადაცემისას მხოლოდ აღნიშნულ მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის მიზნით ავსებს ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციას.

5.დეკლარაციის �IV ნაწილში� განისაზღვრება მიწაზე ქონების წლიური გადასახადის ოდენობა. ამასთან, თუ დეკლარაცია საოჯახოა მასში აისახება ფიზიკური პირის ოჯახის წევრთა საკუთრებაში არსებული დასაბეგრი ქონებაც, სხვა შემთხვევაში, მასში აისახება მხოლოდ გადასახადის გადამხდელი ფიზიკურის პირის ქონება. ა) მე-2 სვეტში: �ტერიტორიული ერთეულის დასახელება, მიწის ნაკვეთის მდებარეობა (მისამართი)� � მიეთითება იმ ადგილობრივი თვითმართველობის სუბიექტის დასახელება, რომლის ტერიტორიაზე განთავსებულია კონკრეტული დასაბეგრი ობიექტი (მიწის ნაკვეთი) და მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ბ) მე-3 სვეტში: � სახეობა და აღწერილობა (კატეგორია, ხარისხი)� � მიეთითება მიწის ნაკვეთის დანიშნულება (სასოფლო-სამეურნეო; არასასოფლო-სამეურნეო), კატეგორია (სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, ბუნებრივი სათიბები, საძოვრები) და ხარისხი (კარგი, მწირი, გაკულტურებული). გ) მე-5 სვეტში: �დაბეგვრის ობიექტის ფართობი საგადასახადო შეღავათის გათვალისწინებით� � მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათით შემცირებული კონკრეტული ობიექტის ფართობი. დ) მე-6 სვეტში: � საგადასახადო შეღავათის საფუძველი�� მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისი ქვეპუნქტი. ე) მე-7 სვეტში: �გადასახადის განაკვეთი (ლარი)� � ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და მიეთითება ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შემოღებული ქონების გადასახადის დიფერენცირებული განაკვეთი. ვ) მე-8 სვეტში: �ქონების გადასახადი�� ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ, რომელიც ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს ცალკეული ტერიტორიული ერთეულის მიხედვით შემოღებული გადასახადის განაკვეთის შესაბამისად. ზ) უჯრაში: �წარმოდგენილია მიწის ხარისხის, შეღავათის დამადასტურებელი დოკუმენტი� � მიეთითება საგადასახადო შეღავათის, მიწის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეკვიზიტები. თ) დეკლარაციის �IV ნაწილში� მონაცემები დასაბეგრი მიწის შესახებ აისახება მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით 1 აპრილის მდგომარეობით. �6. დეკლარაციის �V ნაწილში� განისაზღვრება ქონების გადასახადი დასაბეგრ ქონებაზე, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ქონებაზე (გარდა მიწისა) და შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტების ტერიტორიების მიხედვით მისი განაწილება. ა) თუ დეკლარაცია საოჯახოა �V ნაწილში� აისახება ფიზიკური პირის ოჯახის წევრთა საკუთრებაში არსებული, მათ შორის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული დასაბეგრი ქონებაც, სხვა შემთხვევაში მასში აისახება მხოლოდ გადასახადის გადამხდელი ფიზიკურის პირის ქონება. ბ) მე-2 სვეტში: �ტერიტორიული ერთეული� � მიეთითება იმ ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტის დასახელება, რომლის ტერიტორიაზე განთავსებულია (ირიცხება) დასაბეგრი ქონება. გ) მე-3 სვეტში: �ქონების სახე და აღწერილობა� მიეთითება: გ.ა) ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული, მათ შორის ლიზინგით გაცემული უძრავი ქონება, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი (საცხოვრებელი სახლი, აგარაკი, ავტოფარეხი), დაუმთავრებელი მშენებლობა ან/და იახტები (კატარღები), თვითმფრინავები, შვეულმფრენები. გ.ბ) ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული მოძრავი ქონების შემთხვევაში მიეთითება � �ძირითადი საშუალებები��. დ) მე-4 სვეტში: � ქონების ღირებულება� აისახება: დ.ა) ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სუბიექტის ტერიტორიაზე არსებული გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ქონების ან/და ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების საბაზრო ღირებულება საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის. დ.ბ) ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების შემთხვევაში (მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები, საოფისე ინვენტარი და სხვა) მიეთითება აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება ჯამურად, საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის. ე) მე-5 სვეტში: � ქონების ღირებულება შეღავათის გათვალისწინებით� � აისახება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით შემცირებული ქონების ღირებულება. ვ) მე-6 სვეტში: � საგადასახადო შეღავათის საფუძველი� � მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისი ქვეპუნქტი. ზ) მე-7 სვეტში: �საკუთრებაში (საარგებლობაში, ფაქტობრივ მფლობელობაში) არსებობის პერიოდი (თვე)� - მიეთითება საგადასახადო წლის განმავლობაში, ფიზიკური პირის საკუთრებაში (სარგებლობაში, ფაქტობრივ მფლობელობაში) ან/და ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებული დასაბეგრი ქონების ფიზიკური პირის საკუთრებაში (სარგებლობაში, ფაქტობრივ მფლობელობაში) არსებობის თვეების რაოდენობა. თ) მე-8 სვეტში: �გადასახადის განაკვეთი %� � ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და მიეთითება ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შემოღებული ქონების გადასახადის დიფერენცირებული განაკვეთი. ი) მე-9 სვეტში: �ქონების გადასახადი (ლარი)�- ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ, რომელიც ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს ცალკეული ტერიტორიული ერთეულის მიხედვით შემოღებული გადასახადის განაკვეთის და ამ ტერიტორიაზე არსებული დასაბეგრი ობიექტის ღირებულების შესაბამისად; კ) დეკლარაციის �V ნაწილში� მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ აისახება წინა საგადასახადო წლის მიხედვით.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 8 ივნ. 2023
  2. 21 აგვ. 2017· გამოქვეყნდა 7 აგვ. 2017
წინა მუხლი 90შემდეგი მუხლი 92

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2026-08-04 · №397

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2023-06-08
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 106კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომის ოქმი

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 29ხმების დათვლა საარჩევნო უბანში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 21აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
  • 5აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები
  • 11აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 20კომისიის კომიტეტის უფლებამოსილებანი
  • 13კომისიის თავმჯდომარე
  • 12კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 16თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები
  • 32²საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

სპორტის შესახებ

  • 9საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკი)

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 14კომისიის წევრი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1410629215112013121632²991
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ზოგადი ადმ…ადგილობრივი წარმომადგე…აჭარის ავტონომიური რეს…ყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…ადგილობრივი თვითმმართვ…სპორტის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 4 აგვ. 2026