Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 34 (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 34 (დანართი 1). საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრა

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები და უცხოეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან გათანაბრებული საერთაშორისო ორგანიზაციას (შემდგომში–ორგანიზაცია) არ ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულება, ამ ორგანიზაციის მიერ ფიზიკური პირებისთვის გადახდილი ანაზღაურების მიმართ.

2.ორგანიზაციას შეუძლია საგადასახადო ვალდებულების ცენტრალიზებულად შესრულების მიზნით საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო აგენტის ფუნქციები შეასრულოს ნებაყოფლობით, რასაც აცნობებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს (შემდგომში – შემოსავლების სამსახური). ამასთან, თუ ორგანიზაცია ნებაყოფლობით შეასრულებს საგადასახადო აგენტის ფუნქციებს, საგადასახადო ორგანოები არ გამოიყენებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIII კარით განსაზღვრულ პასუხისმგებლობის ზომებს, მათ შორის, საგადასახადო სანქციებს. აღნიშნულ შემთხვევაში საგადასახადო პასუხისმგებლობის სუბიექტებად მიჩნეულ უნდა იქნეს ის გადასახადის გადამხდელი, ვის მაგივრადაც საგადასახადო აგენტმა შეასრულა საშემოსავლო გადასახადის დაკავებისა და გადახდის ფუნქციები.

3.ორგანიზაციის მიერ შემოსავლების სამსახურისათვის წარსადგენ შეტყობინებას უნდა ერთვოდეს დაქირავებული ფიზიკური პირის თანხმობა, მე-2 პუნქტით დადგენილი წესით გადასახადის გადახდის შესახებ.

4.ორგანიზაციაში დაქირავებით მუშაობის შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად მიღებულ ნებისმიერ საზღაურზე (სარგებელზე) დაქირავებული პირის მიერ საშემოსავლო გადასახადი გადახდას ექვემდებარება ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

5.გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკური პირის მიერ ორგანიზაციისათვის მომსახურების მიწოდებით მიღებულ შემოსავალზე საგადასახადო ვალდებულების შესრულება მომსახურების მიმწოდებელ პირის ეკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.

6.ორგანიზაციას არ წარმოექმნება რაიმე ფორმით საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულება ამ წესით განსაზღვრული ანაზღაურების მიმართ, გარდა ამავე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

7.დაქირავებული პირი ვალდებულია ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია ( №II-04 დანართი). ამასთან, დაქირავებული პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ორგანიზაციის ბლანკზე გაცემული ოფიციალური საბუთის ორიგინალი, რომელიც შეიცავს სათანადო აღნიშვნას პირისათვის გაცემული ანაზღაურების ოდენობის მითითებით – „ ხელფასი” ან „ მომსახურების კომპენსაცია”. აღნიშნულის გარდა, საბუთი უნდა შეიცავდეს ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერას, ორგანიზაციის ბეჭედს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დაქირავებული ან მომსახურების მიმწოდებელი პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს პირადობის მოწმობის მიხედვით.

8.ფიზიკური პირი, რომელიც იღებს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ ანაზღაურებას, ვალდებულია დადგეს საგადასახადო აღრიცხვაზე საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის მიხედვით.

9.საგადასახადო აღრიცხვაზე ასაყვანად დაქირავებული პირი საგადასახადო ორგანოში წარადგენს ორგანიზაციის ბლანკზე გაცემული ოფიციალური საბუთის ორიგინალს, რომელიც შეიცავს სათანადო აღნიშვნას პირის მითითებით –  „დაქირავებულია”. აღნიშნულის გარდა საბუთი უნდა შეიცავდეს ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერას, ორგანიზაციის ბეჭედს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დაქირავებული პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს პირადობის მოწმობის მიხედვით.

10.სარეგისტრაციო ინფორმაციაში ცვლილებების განხორციელებისას გადასახადის გადამხდელი – ფიზიკური პირი ვალდებულია ცვლილებების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს საკუთარ საგადასახადო სარეგისტრაციო მონაცემებში.

11.ორგანიზაცია ვალდებულია, საგადასახადო წლის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია  ფიზიკური პირებისთვის გადახდილი ანაზღაურების, გვარის, სახელის, პირადი ნომრის და ანაზღაურების სახის  თაობაზე, დანართი №II-12-ის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №470- ვებგვერდი, 31.12.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №341 - ვებგვერდი, 22.09.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №314 · ძალაშია 22 სექ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 33³ (დანართი 1)შემდეგი მუხლი 35 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 68 (დანართი 1)უცხოეთის დიპლომატიური პირებისათვის განკუთვნილი საქონლის/მომსახურების დღგ-ისგან გათავისუფლება
  • 7¹ (დანართი 1)საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხული პირის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმება
  • 5 (დანართი 1)საგადასახადო აღრიცხვის უზრუნველყოფა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 51საგადასახადო ორგანოთა ვალდებულებები
  • 30ორგანიზაცია
  • 70ინფორმაციის მოთხოვნის უფლება

შემოსავლების სამსახურის შესახებ

  • 4სამსახურის ფუნქციები

საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ

  • 27საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შემოსულობათა ხარჯვა

დიპლომატიური სამსახურის შესახებ

  • 25საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოში ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში არჩევა , საერთაშორისო ორგანიზაციაში სამუშაოდ მივლინება და სხვა საჯარო დაწესებულებაში დასაქმება

უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

  • 7უცხოური პრინციპალის მიერ დასაქმებული პირის პასუხისმგებლობა
  • 3გამონაკლისები

საკონსულო მოსაკრებლის შესახებ

  • 5შეღავათები საკონსულო მოსაკრებლის გადახდაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
254551307068 (დ…7¹ (დ…5 (და…732734 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…შემოსავლების სამსახური…საქართველოს 2026 წლის …დიპლომატიური სამსახური…უცხოეთის აგენტების რეგ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026