Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 68 (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 68 (დანართი 1). უცხოეთის დიპლომატიური პირებისათვის განკუთვნილი საქონლის/მომსახურების დღგ-ისგან გათავისუფლება

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობის (შემდგომში – დიპლომატიური წარმომადგენლობა) ოფიციალური სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდებისას ან/და მომსახურების გაწევისას, თუ დიპლომატიური წარმომადგენლობის უფლებამოსილი წარმომადგენელი ითხოვს საქონლის/მომსახურების დღგ-ისგან გათავისუფლებას , სავალდებულოა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა.

2.უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობის და დიპლომატიური მისიის წევრის (შემდგომში – დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდებისას ან/და მომსახურების გაწევისას, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებისათვის სავალდებულოა, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრმა საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს წარუდგინოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის მიერ მის სახელზე გაცემული პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი სააკრედიტაციო ბარათი და საკონტროლო-სალარო აპარატით ამობეჭდილი სალაროს ჩეკზე/ანგარიშ-ქვითარზე მიუთითოს ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი სააკრედიტაციო ბარათის ნომერი, აღნიშნული ინფორმაცია და დღგ-ის გარეშე საქონლის/მომსახურების  შეძენის ფაქტი დაადასტუროს საკონტროლო-სალარო აპარატით ამობეჭდილი სალაროს ჩეკზე/ანგარიშ-ქვითარზე ხელმოწერით და დაუბრუნოს იგი საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს. ამასთან, თუ დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ითხოვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერას, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში დღგ-ის თანხის აღმნიშვნელ სტრიქონზე მიეთითება „0“, მყიდველის საიდენტიფიკაციო ნომრის აღმნიშვნელ სტრიქონზე შეიტანება დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრის პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი სააკრედიტაციო ბარათის ნომერი, ხოლო საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი სტრიქონის შეუვსებლად დარჩენილ უჯრედებში მიეთითება „ –“. შენიშვნა:

1.ამ პუნქტით გათვალისწინებული „ანგარიშ-ქვითარი“ განიმარტება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად.

2.ამ პუნქტით სარგებლობისას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის მიერ დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრის სახელზე გაცემული პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი სააკრედიტაციო ბარათი დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრმა უნდა წარადგინოს პირადად.

3.დღგ-ის გადამხდელად არარეგისტრირებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში დიპლომატიური წარმომადგენლობის ან/და დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრისთვის საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით.

4.იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტში აღნიშნული პროცედურების მიუხედავად, დიპლომატიური წარმომადგენლობის ან/და დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრის მიერ შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე მომწოდებლისათვის გადახდილ იქნა დღგ (18%), მათ უფლება აქვთ დაიბრუნონ დღგ, მიუხედავად დასაბეგრი ოპერაციის (ოპერაციების) მიხედვით დღგ-ის თანხის ოდენობისა.

5.საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის დაბრუნების მიზნით, დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ან/და დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრმა საგადასახადო ორგანოში უნდა წარადგინონ „განაცხადი გადახდილი დღგ-ის დაბრუნების თაობაზე“ №III-21 დანართის შესაბამისად, რომელსაც თან უნდა დაერთოს შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა/ანგარიშფაქტურები, ხოლო მატერიალური ფორმით გამოწერილი  საგადასახადო ანგარიშფაქტურ(ებ)ის შემთხვევაში – პირველი ეგზემპლარ(ებ)ი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის მიერ მის სახელზე გაცემული პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი სააკრედიტაციო ბარათის ასლი.

6.დიპლომატიური წარმომადგენლობის ადგილმდებარეობის მიხედვით განაცხადი საგადასახადო ორგანოს წარედგინება არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელები ს (საქონლის/მომსახურების მიწოდების) თვის მომდევნო 3 თვისა.

6¹.დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის ან/და გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრისთვის დაბრუნებული დღგ-ის თანხის შესახებ მონაცემები აისახება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

6².დიპლომატიური წარმომადგენლობის ან/და გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრისთვის, ასევე დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრისთვის, რომელიც გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის, დაბრუნებული დღგ-ის თანხის შესახებ მონაცემები აისახება მონაცემების ერთიან ელექტრონულ ბაზაში.

7.დიპლომატიურ წარმომადგენლობას უფლება აქვს წარადგინოს განაცხადი, რომელშიც აგრეთვე ასახული იქნება ამ წარმომადგენლობის წევრების მიერ პირადი სარგებლობისათვის შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის დაბრუნების მოთხოვნაც. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრებმაც წარადგინეს განაცხადი.

8.დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრის ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან წევრს უფლება აქვს წარადგინოს განაცხადი, რომელშიც აგრეთვე ასახული იქნება ამ პირის ოჯახის სხვა წევრთა მიერ პირადი სარგებლობისათვის შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის დაბრუნების მოთხოვნაც.

9.განაცხადი ივსება ქართულ ან ინგლისურ ენაზე. განაცხადის ინგლისურ ენაზე შევსების შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

10.საგადასახადო ორგანო განიხილავს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან/და დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრის მიერ წარდგენილ განაცხადს და: ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში, განაცხადის წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ამ მუხლით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს თანხის დაბრუნებას; ბ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე 3 დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებს განაცხადის წარმდგენ პირს და განუსაზღვრავს 15-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

11.ხარვეზის დადგენისას ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ვადის დენა შეჩერებულად ითვლება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე ან შეტყობინებაში განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.

12.ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ვადაში , საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, განაცხადი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს განმეორებით.

13.განაცხადის მიხედვით დღგ-ის თანხის დაბრუნება ხდება განმცხადებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №600 – ვებგვერდი, 06.12.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 25 აპრილის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 01.05.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №368 - ვებგვერდი, 11.10.2023წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №141 - ვებგვერდი, 06.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №377 · ძალაშია 6 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 67 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 68¹ (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 20 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს საგადა… 63საქართველოს საგადა… 63მუხლი 63

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 75¹³ (დანართი 1)დღგ - ის თანხის დაბრუნებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა
  • 71 (დანართი 1)დღგ-ისაგან გათავისუფლება საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად
  • 75⁸ (დანართი 1)კომერციული ბანკებისათვის დღგ-ის თანხის დაბრუნების წესი

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 207სხვადასხვა დოკუმენტისა და ნივთის შემოტანა
  • 202სახელმწიფოს მეთაურის მიერ სარგებლობისთვის ან მოხმარებისთვის განკუთვნილი საქონლის შემოტანა
  • 158ექსპორტის პროცედურის გამოყენება

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

  • 7 (დანართი 1)ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან გათავისუფლება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 168დეკლარირების წესი
  • 72¹საგადასახადო დოკუმენტი
  • 173საქონლის იმპორტის დღგ-ისგან გათავისუფლება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 122ამოღება და ჩხრეკა დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაში და დიპლომატიურ წარმომადგენელთან

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

  • 17

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
631226316872¹1736375¹³ …71 (დ…75⁸ (…177 (და…20720215868 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბაჟო კოდ…სამხედრო და ორმაგი დან…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026