მუხლი 25. საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოში ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში არჩევა , საერთაშორისო ორგანიზაციაში სამუშაოდ მივლინება და სხვა საჯარო დაწესებულებაში დასაქმება
1.დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელიც არჩეული იქნება საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოში ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში ან, სახელმწიფოებრივი საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოდ მივლინებული იქნება საერთაშორისო ორგანიზაციაში, ირიცხება დიპლომატიური სამსახურის რეზერვში და შესაბამისი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება დაინიშნოს დიპლომატიურ სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს უნარჩუნდება დიპლომატიური რანგი.
3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების პირობები ვრცელდება აგრეთვე იმ დიპლომატიური თანამდებობის პირზე ან დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფ პირზე, რომელიც დასაქმდება სხვა საჯარო დაწესებულებაში ისეთ თანამდებობაზე, რომლისთვის დადგენილი უფლებამოსილების სფეროში შედის ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის
კანონი №6952-რს
–
ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1.დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელიც არჩეული იქნება საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოში ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში ან, სახელმწიფოებრივი საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოდ მივლინებული იქნება საერთაშორისო ორგანიზაციაში, ირიცხება დიპლომატიური სამსახურის რეზერვში და შესაბამისი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება დაინიშნოს დიპლომატიურ სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე.2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს უნარჩუნდება დიპლომატიური რანგი.3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების პირობები ვრცელდება აგრეთვე იმ დიპლომატიური თანამდებობის პირზე ან დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფ პირზე, რომელიც დასაქმდება სხვა საჯარო დაწესებულებაში ისეთ თანამდებობაზე, რომლისთვის დადგენილი უფლებამოსილების სფეროში შედის ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა.საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.საქართველოს 2020 წლის 15 ივლისისკანონი №6952-რს–ვებგვერდი, 28.07.2020წ.საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №28 · ძალაშია 1 იან. 2023-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 ივლ. 2017 – 24 ივლ. 2020ტექსტი უცნობია
13 ივლ. 2016 – 1 ივლ. 2017ტექსტი უცნობია
… – 13 ივლ. 2016ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 4
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2022
25-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულია შეღავათებით სარგებლობა და მორიგი დიპლომატიური რანგის მისანიჭებლად წარდგენის შესაძლებლობა.
25-ე მუხლის სათაურსა და პირველ პუნქტში ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო“ შეიცვალა ტერმინით „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო“.
25-ე მუხლს დაემატა სათაური, პირველი პუნქტიდან ამოღებულია სახელმწიფო დაწესებულებაში მივლინების მითითება, ხოლო მე-3 პუნქტით რეზერვის შეღავათები ვრცელდება სხვა საჯარო დაწესებულებაში საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ თანამდებობაზე დასაქმებულ პირებზეც.
პირველ პუნქტში საკანონმდებლო ორგანოში არჩევის გვერდით დაემატა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში არჩევა, რის გამოც ასეთი პირიც ირიცხება რეზერვში.