დიპლომატიური სამსახურის შესახებ

მუხლი 6. დიპლომატიური წარმომადგენლობები

რედაქცია №31 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიადავით მაისურაძეანა შავარდენიძე

1.საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებია: ა) საქართველოს საელჩო; ბ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა; გ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მუდმივი წარმომადგენლობა იქმნება იმ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლის წევრი სახელმწიფოცაა საქართველო, ხოლო ამავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმომადგენლობა – იმ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლის წევრი სახელმწიფოც არ არის საქართველო.

3.ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის ან/და დიპლომატიური წარმომადგენლობის საბოლოო ან დროებითი გაწვევის შემთხვევაში შესაძლებელია სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ინტერესების დაცვა მიენდოს მესამე სახელმწიფოს, რომელიც მისაღები იქნება ადგილსამყოფელი სახელმწიფოსთვის.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოსა და მის მოქალაქეთა ინტერესების დაცვა შეიძლება განხორციელდეს მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში საქართველოს ინტერესთა სექციის შექმნის გზით.

5.საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოს მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

6.საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოს მთავრობის წარდგინებით თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

6¹.მინისტრმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქმიანობის ადგილად შეიძლება განსაზღვროს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, თუ იგი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელია, ან სამინისტრო, თუ იგი საქართველოს არარეზიდენტი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია.

7.მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიმართ გამოიყენოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წახალისების ფორმა ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. საქართველო ს 2009 წლის 6 აგვისტო ს კანონი № 1606 - სსმ I , № 24 , 13.08.2009 წ., მუხ. 147 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 1 7 მაისის კანონი № 602 – ვებგვერდი, 07 .0 6 .2013წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1 051 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4352 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №130 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №582 - ვებგვერდი, 16.05.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებია: ა) საქართველოს საელჩო; ბ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა; გ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მუდმივი წარმომადგენლობა იქმნება იმ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლის წევრი სახელმწიფოცაა საქართველო, ხოლო ამავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმომადგენლობა – იმ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლის წევრი სახელმწიფოც არ არის საქართველო. 3. ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის ან/და დიპლომატიური წარმომადგენლობის საბოლოო ან დროებითი გაწვევის შემთხვევაში შესაძლებელია სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ინტერესების დაცვა მიენდოს მესამე სახელმწიფოს, რომელიც მისაღები იქნება ადგილსამყოფელი სახელმწიფოსთვის. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოსა და მის მოქალაქეთა ინტერესების დაცვა შეიძლება განხორციელდეს მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში საქართველოს ინტერესთა სექციის შექმნის გზით. 5. საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოს მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. 6. საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოს მთავრობის წარდგინებით თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 6 1 . მინისტრმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქმიანობის ადგილად შეიძლება განსაზღვროს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, თუ იგი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელია, ან სამინისტრო, თუ იგი საქართველოს არარეზიდენტი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია. 7. მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიმართ გამოიყენოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წახალისების ფორმა ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. საქართველო ს 2009 წლის 6 აგვისტო ს კანონი № 1606 - სსმ I , № 24 , 13.08.2009 წ., მუხ. 147 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 1 7 მაისის კანონი № 602 – ვებგვერდი, 07 .0 6 .2013წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1 051 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4352 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №130 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №582 - ვებგვერდი, 16.05.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №31 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 ივნ. 2017 – 1 ივლ. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 23 დეკ. 2022

    მე-6 მუხლის მე-7 პუნქტში მინისტრის უფლებამოსილება წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიმართ ახლა გულისხმობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ წახალისების ფორმას ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას, 96-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მითითების გარეშე.

  2. · გამოქვეყნდა 11 ნოე. 2015
  3. მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით წარმომადგენლობის ხელმძღვანელის დანიშვნა და განთავისუფლება პრეზიდენტის მიერ ხორციელდება მთავრობის წარდგინებით.

  4. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტში პრეზიდენტის მიერ დანიშვნას დაემატა 10-დღიანი ვადა პარლამენტის თანხმობის მიღებიდან.

  5. მე-6 მუხლში გაჩნდა საერთაშორისო ორგანიზაციასთან „წარმომადგენლობის“ ახალი სახეობა და მისი შექმნის პირობა, ინტერესთა დაცვის მესამე სახელმწიფოსთვის მინდობის წესი გადავიდა მე-3 და მე-4 პუნქტებში, ხოლო მე-7 პუნქტით მინისტრს მიენიჭა წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიმართ წახალისებისა და ზომების გამოყენების უფლებამოსილება.

  6. მე-6 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულია გ) ქვეპუნქტი — დიპლომატიური მისია და დაემატა 1¹ პუნქტი ინტერესთა დაცვის მესამე სახელმწიფოსთვის მინდობის შესახებ.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7²2718296¹12852413154272176
მითითებამნიშვნელობით ახლოსდიპლომატიური სამსახური…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს მთავრობის …უცხოეთში მცხოვრები თან…საკონსულო საქმიანობის …საქართველოს საერთაშორი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №31 · ბოლოს შემოწმდა