Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 56¹ (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 56¹ (დანართი 1). საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141516171819

1.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72 1 მუხლით გათვალისწინებული და №III-07 1 დანართით დამტკიცებული საგადასახადო დოკუმენტი ივსება ელექტრონულად ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას ან საქონლის ტრანსპორტირებით მიწოდებისას, ტრანპორტირების დაწყებამდე. საგადასახადო დოკუმენტი გამოიწერება აგრეთვე საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში. დღგ-ის გადამხდელის მიერ საგადასახადო დოკუმენტი გამოიწერება მიწოდების – პირველადი და კორექტირების ოპერაციებზე ცალ-ცალკე.

2.საგადასახადო დოკუმენტი ივსება შემდეგი წესით: ა) პირველ სტრიქონში იწერება საგადასახადო დოკუმენტის სერია და სარეგისტრაციო ნომერი; ბ) მე-2 სტრიქონი ივსება მხოლოდ საგადასახადო დოკუმენტის კორექტირებისას; გ) მე-3 სტრიქონში იწერება ოპერაციის შინაარსი, კერძოდ, მიეთითება: გ.ა) ამ ინსტრუქციის №III-08 დანართში ასახული ნავთობპროდუქტების მიწოდება ან/და ტრანსპორტირება; გ.ბ) (ამოღებულია - 20.07.2023, №280) ; გ.გ) სხვა საქონლის მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე/მიწოდება ტრანსპორტირებით ან/და მომსახურების გაწევა; გ.დ) დღგ-ის გადამხდელის მიერ საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე მისაწოდებელ საქონელზე/გასაწევ მომსახურებაზე გადახდილი საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის დაბეგვრა (ავანსი); გ.ე) კორექტირება, როდესაც ადგილი აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების გარემოებიდან ერთ-ერთს: გ.ე.ა) გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე; გ.ე.ბ) შეცვლილია დასაბეგრი ოპერაციის სახე; გ.ე.გ) ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა; გ.ე.დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს. შენიშვნა: კორექტირების „გ.ე.ა“ ან „გ.ე.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოების არჩევისას არ ხორციელდება ნავთობპროდუქტების მიწოდების საგადასახადო დოკუმენტის კორექტირება. დ) მე-4 სტრიქონი ივსება მე–3 სტრიქონის (ოპერაციის შინაარსის) შევსების შემდეგ და მიეთითება ოპერაციის ტიპი, კერძოდ: დ.ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის არჩევისას ამ სტრიქონში მიეთითება ერთ-ერთი შემდეგი: დ.ა.ა) საბითუმო მიწოდება; დ.ა.ბ) საცალო მიწოდება; დ.ა.გ) შიდა გადაზიდვა – პირის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის შიდა გადაზიდვა ან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საქონლის განკარგვისას (რეალიზაცია, პრივატიზება) შემძენის მიერ შესაბამისი ორგანოდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირება; დ.ა.დ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირება; დ.ა.ე) ექსპორტის პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის დასაწყობების ადგილიდან საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილამდე ტრანსპორტირება; დ.ბ) (ამოღებულია - 20.07.2023, №280) ; დ.გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის არჩევისას, მიეთითება ერთ-ერთი შემდეგი: დ.გ.ა) მიწოდება ტრანსპორტირებით (საქონლის მიწოდება, რომელსაც თან ახლავს გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის ტრანსპორტირება); დ.გ.ბ) მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე (საქონლის მიწოდება, როდესაც საქონლის მდებარეობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ იცვლება); დ.გ.გ) დისტრიბუცია (საქონლის მიწოდება გამყიდველის/გამგზავნის თანამშრომლების (დისტრიბუტორების) მიერ. აგრეთვე, მომსახურების გაწევის ხელშეკრულების ფარგლებში ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის მიერ); დ.გ.დ) შიდა გადაზიდვა (საქონლის ტრანსპორტირება, როდესაც არ ხდება საქონლის მიწოდება): დ.გ.დ.ა) შიდა გადაზიდვა – საქონლის გადაადგილება ერთი ადგილიდან/ობიექტიდან მეორეზე; დ.გ.დ.ბ) შიდა გადაზიდვა საკურიერო – საკურიერო მომსახურებისას საქონლის გადაადგილება; დ.გ.ე) უკან დაბრუნება (მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის გამყიდველისათვის/გამგზავნისათვის დაბრუნება); დ.დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის არჩევისას მე-4 სტრიქონი არ ივსება; დ.ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის არჩევისას „ოპერაციის ტიპი“ ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს საქონლის უკან დაბრუნებას და გამოწერილია უკან დაბრუნების საგადასახადო დოკუმენტი და მიეთითება „უკან დაბრუნება დოკუმენტით“; ე) მე-5 სტრიქონში მიეთითება ოპერაციის განხორციელების თარიღი (რიცხვი, თვე (სიტყვიერად) წელი). ამასთან, მომსახურების კალენდარული თვის მანძილზე უწყვეტად, რეგულარულად გაწევისას ან/და თვის განმავლობაში გაწეული მომსახურებების ჯამური მაჩვენებლის არსებობისას – მიეთითება თვის ბოლო რიცხვი; ვ) მე-6 სტრიქონში მიეთითება საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/შექმნის თარიღი (რიცხვი, თვე (სიტყვიერად), წელი); ზ) მე-7 სტრიქონში მიეთითება ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი სერტიფიკატის ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; თ) მე-8 და მე-9 სტრიქონებში იწერება გამყიდველის და მყიდველის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი/პირადი ნომერი. ამასთან, თუ ადგილი აქვს საქონლის შიდა გადაზიდვას, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც გადამზიდავი ახდენს ფლობა/განკარგვის უფლებით გადაცემული საქონლის ტრანპორტირებას, ამავე გრაფაში მიეთითება გამგზავნის და მიმღების დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაიო ნომერი/პირადი ნომერი; ი) მე-10 და მე-11 სტრიქონებში იწერება ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილი (მისამართი); შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ნავთობპროდუქტის გადაცემა ხორციელდება ერთი სატრანსპორტო საშუალებით რამდენიმე საბოლოო მომხმარებელზე და შეუძლებელია ტრანსპორტირების ზუსტი მარშრუტის დადგენა, ამ შემთხვევაში გამოიწერება ერთი საგადასახადო დოკუმენტი, რომლის მე-11 სტრიქონი არ ივსება. კ) მე-12 სტრიქონი ივსება მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის არჩევისას და მიეთითება ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების დაწყების ადგილის (ნავთობის გადამუშავების, ნავთობბაზის, ავტოგასამართი სადგურის და საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული ნავთობის დისტილატების სხვა სტაციონარული ობიექტის) ან ბუნკირების გემის სარეგისტრაციო ნომერი; ლ) მე-13 სტრიქონი ივსება მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის არჩევისას და მიეთითება ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების დამთავრების ადგილის (ნავთობის გადამუშავების, ნავთობბაზის, ავტოგასამართი სადგურის და საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული ნავთობის დისტილატების სხვა სტაციონარული ობიექტის) ან ბუნკირების გემის სარეგისტრაციო ნომერი. ამ ინსტრუქციის №III-08 დანართის მე-2 სტრიქონზე დასახელებული საქონლის (ნავთობის ბიტუმი) რეალიზაციისას (გადაზიდვისას) ან ნავთობპროდუქტის გადაადგილებისას ისეთ ადგილებში, რომლებიც არ არის რეგისტრირებული საგადასახადო ორგანოში, როგორც ნავთობის დისტილატების სტაციონარული ობიექტი, აღნიშნული გრაფა არ ივსება; მ) საგადასახადო დოკუმენტის ცხრილი ივსება შემდეგი წესით: მ.ა) პირველ სვეტში მიეთითება საქონლის/მომსახურების დასახელება, ამასთან, საქონლის და მომსახურების ერთდროულად მიწოდებისას, ცხრილში მონაცემები მიეთითება ცალ-ცალკე. აღნიშნული სვეტის შევსება სავალდებულო არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის არჩევისას; მ.ბ) მე-2 სვეტში მიეთითება საქონლის კოდი (გადასახადის გადამხდელის მიერ ნებისმიერი კომბინაციით შექმნილი ან საბუღალტრო პროგრამაში არსებული ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით განსაზღვრული კოდი), გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის არჩევის შემთხვევისა, რომლის დროსაც მიეთითება ამ ინსტრუქციის №III-08 დანართში ასახული ნავთობპროდუქტის სეს ესნ კოდი. ამასთან, აღნიშნული სვეტის შევსება სავალდებულო არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის არჩევისას; მ.გ) მე-3 სვეტში მიეთითება ზომის ერთეული. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის არჩევის შემთხვევაში, პირველ სტრიქონზე აისახება ზომის ერთეული ლიტრებში, ხოლო მე-2 სტრიქონზე - ზომის ერთეული კგ-ში. ამასთან, აღნიშნული სვეტის შევსება სავალდებულო არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის არჩევისას ან/და მომსახურების გაწევისას; მ.დ) მე-4 სვეტში მიეთითება საქონლის რაოდენობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის არჩევის შემთხვევაში, სვეტის პირველ სტრიქონზე მიეთითება მიწოდებული საქონლის რაოდენობა ლიტრებში, ხოლო ამავე სვეტის მე-2 სტრიქონზე – მიწოდებული საქონლის რაოდენობა კგ-ში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მე-4 სვეტის პირველ სტრიქონზე მითითებულია საქონლის რაოდენობა ლიტრებში. ამასთან, აღნიშნული სვეტის შევსება სავალდებულო არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის არჩევისას ან/და მომსახურების გაწევისას; მ.ე) მე-5 სვეტში მიეთითება საქონლის ერთეულის ფასი (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე დღგ-ის და აქციზის ჩათვლით). ამასთან, აღნიშნული სვეტის შევსება სავალდებულო არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.დ“, „დ.ა.გ“ „დ.ა.დ“, „დ.ა.ე“ და „დ.გ.დ“ ქვეპუნქტების არჩევისას ან/და მომსახურების გაწევისას; მ.ვ) მე-6 სვეტში მიეთითება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საკომპენსაციო თანხა (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის, აქციზურ საქონელზე დღგ-ის და აქციზის ჩათვლით) ან მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხა/თანხის ნაწილი (ავანსი), თუ თანხის გადახდა დღგ-ის გადამხდელისთვის ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე. ამასთან, აღნიშნული სვეტის შევსება სავალდებულო არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ.ა.გ“ „დ.ა.დ“, „დ.ა.ე“ და „დ.გ.დ“ ქვეპუნქტების არჩევისას; მ.ზ) მე-7 სვეტიდან აირჩევა დღგ-ით დაბეგვრის ერთ-ერთი პირობა: მ.ზ.ა) დასაბეგრი; მ.ზ.ბ) დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული; მ.ზ.გ) დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული; მ.თ) მე-8 სვეტში დღგ-ის გადამხდელის მიერ მიეთითება დღგ-ის თანხა, მე-7 სვეტში „დასაბეგრი“ ოპერაციის არჩევისას. „დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული“ ოპერაციის არჩევისას – „0“, ხოლო „ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული“ ოპერაციის არჩევის შემთხვევაში დღგ-ის გრაფა არ ივსება. აღნიშნული სვეტი არ ივსება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ.ა.გ“ „დ.ა.დ“, „დ.ა.ე“ და „დ.გ.დ“ ქვეპუნქტების არჩევისას; მ.ი) მე-9 სვეტში, აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში, მიეთითება აქციზის თანხა, სხვა შემთხვევაში – აღნიშნული სვეტი არ ივსება; მ.კ) (ამოღებულია - 20.07.2023, №280) ; ნ) მე-14 სტრიქონში მიეთითება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (ავანსი) გადახდის შემთხვევაში გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტის (მათ შორის, კორექტირების) სერია/ნომერი, გამოწერის თარიღი და დღგ-ის თანხა; შენიშვნა: მე-14 სტრიქონში ავანსზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტის დღგ-ის თანხის გრაფაში მიეთითება ის თანხა, რომელსაც იყენებს პირი საანგარიშო პერიოდში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების მიხედვით დასარიცხი დღგ-ის თანხის გასანაშთად/ შესამცირებლად. ამასთან, ეს თანხა (ჯამურად) არ უნდა აღემატებოდეს ავანსზე გამოწერილ საგადასახადო დოკუმენტში დაფიქსირებულ დღგ-ის თანხას. ო) მე-15 სტრიქონში მიეთითება საქონლის უკან დაბრუნების საგადასახადო დოკუმენტის სერია/ნომერი, გამოწერის თარიღი; პ) მე-16 სტრიქონში საქონლის ტრანპორტირების შემთხვევაში მიეთითება ტრანსპორტირების დაწყების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და დრო (საათი, წუთი); ჟ) მე-17 სტრიქონში იწერება ტრანსპორტირების სახე: ჟ.ა) საავტომობილო; ჟ.ბ) სარკინიგზო; ჟ.გ) საავიაციო; ჟ.დ) საზღვაო; ჟ.ე) მილსადენი; ჟ.ვ) გადამზიდავი საავტომობილო; ჟ.ზ) სხვა; რ) მე-18 სტრიქონში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ.ა“ და „ჟ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იწერება გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ გაწეული ტრანსპორტირების ხარჯი ლარებში. თუ ტრანსპორტირება ხორციელდება მყიდველის/მიმღების ან გამყიდველის/გამგზავნის საკუთრებაში ან სარგებლობაში (იჯარა) არსებული სატრანსპორტო საშუალებით, აღნიშნული სტრიქონი არ ივსება; ს) მე-19 სტრიქონში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ.ა“ და „ჟ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხევებში, იწერება იმ სატრანსპორტო საშუალების ნომერი, რომლითაც ხდება საქონლის გადაზიდვა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარკინიგზო გადაზიდვისას მიეთითება ვაგონის ნომერი. სხვა შემთხვევაში აღნიშნული სტრიქონი არ ივსება; ტ) მე-20 სტრიქონში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ.ა“ და „ჟ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იწერება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის სახელი და გვარი. სხვა შემთხვევაში აღნიშნული სტრიქონი არ ივსება; უ) 21-ე სტრიქონში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ.ა“ და „ჟ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იწერება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პირადი ნომერი. სხვა შემთხვევაში აღნიშნული სტრიქონი არ ივსება; ფ) 22-ე სტრიქონში მიეთითება გადამზიდავის სახელწოდება ან სახელი და გვარი. აღნიშნული სტრიქონი ივსება იმ შემთხვევაში, თუ შევსებულია 21-ე სტრიქონი; ქ) 23-ე სტრიქონში მიეთითება გადამზიდავის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი. აღნიშნული სტრიქონი ივსება იმ შემთხვევაში, თუ შევსებულია 21-ე სტრიქონი; ღ) (ამოღებულია - 20.07.2023, №280) ; ყ) 25-ე სტრიქონი ივსება მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კერძოდ: ყ.ა) იმპორტის შემთხვევაში მიეთითება საქონლის საბაჟო დეკლარაციის ნომერი და რეგისტრაციის თარიღი, ხოლო სხვა შემთხვევაში აღნიშნული სტრიქონი არ ივსება; ყ.ბ) ნავთობპროდუქტის შეძენისას გამოწერილი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნსაფ-ის ან ამ ინსტრუქციის დანართი №III-07 1 ფორმის საგადასახადო დოკუმენტი (სერია, ნომერი და გამოწერის თარიღი); ყ.გ) სხვა შემთხვევებში (მოპოვება, წარმოება, შეძენა ნსაფ-ის ან ამ ინსტრუქციის დანართი №III-07 1 ფორმის საგადასახადო დოკუმენტის გარეშე, შეძენა აუქციონზე, მიღება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე) – შესაბამისი დოკუმენტის დასახელება და რეკვიზიტები. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი მიღებულია ნავთობპროდუქტების გადამუშავებით, ამ სტრიქონში მიეთითება ძირითადი ნედლეულის (რომლის რაოდენობაც აჭარბებს დანარჩენი ნედლეულის რაოდენობას) შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი; შენიშვნა: აღნიშნული სტრიქონის შევსება სავალდებულო არ არის ნავთობპროდუქტის საცალო მიწოდების შემთხვევაში. შ) მყიდველის მიერ 26-ე სტრიქონზე მიეთითება მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის/მომსახურების მიღების დადასტურების თარიღი, სხვა შემთხვევაში (მ.შ. კორექტირებისას) ოპერაციის დადასტურებისას – დასტურის თარიღი; შენიშვნა: 26-ე სტრიქონი არ ივსება დისტრიბუციისა და შიდა გადაზიდვის შემთხვევებში. ჩ) 27-ე და 28-ე სტრიქონებში შესაბამისად მიეთითება გამყიდველის/გამგზავნის და მყიდველის/მიმღების ხელმოწერა.

3.საგადასახადო დოკუმენტი გამოწერილად ითვლება შემდეგ შემთხვევებში: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის მიწოდებისას: ა.ა) თუ მიწოდება ხდება ტრანსპორტირებით, გამომწერის მიერ ინსტრუქციით დადგენილი წესის მიხედვით საგადასახადო დოკუმენტის მონაცემების შევსების შემდეგ, აღნიშნული გადაეგზავნება მყიდველს ოპერაციაზე დასტურის მიზნით. მყიდველის მიერ 26-ე სტრიქონის (ოპერაციაზე დასტურის თარიღის) შევსების შემდეგ, გამომწერი ავსებს მე-16 სტრიქონს (ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს). საგადასახადო დოკუმენტი გამოწერილად ითვლება ტრანსპორტირების დაწყების თარიღის მითითებიდან; ა.ბ) თუ მიწოდება ხდება ტრანსპორტირების გარეშე, გამომწერის მიერ ინსტრუქციით დადგენილი წესის მიხედვით საგადასახადო დოკუმენტის მონაცემების შევსების შემდეგ, აღნიშნული გადაეგზავნება მყიდველს ოპერაციაზე დასტურის მიზნით. საგადასახადო დოკუმენტი გამოწერილად ითვლება მყიდველის მიერ 26-ე სტრიქონის (ოპერაციაზე დასტურის თარიღის) შევსების შემდეგ; შენიშვნა: ფიზიკური პირის მიერ, გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ან/და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, საცალო მიწოდებაზე საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერისას საგადასახადო დოკუმენტი არ საჭიროებს მყიდველის მხრიდან დადასტურებას. ბ) (ამოღებულია - 20.07.2023, №280) ; გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის მიწოდებისას: გ.ა) თუ ადგილი აქვს საქონლის მიწოდებას ტრანსპორტირებით, გამომწერის მიერ საგადასახადო დოკუმენტის მონაცემების შევსების შემდეგ, ხდება მე-16 სტრიქონში ტრანსპორტირების დაწყების თარიღის მითითება, რისი შევსების შემდეგაც აღნიშნული დოკუმენტი დასრულებულია ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და საქონლის ნაშთის განსაზღვრის მიზნებისათვის. საგადასახადო დოკუმენტი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტად განიხილება 26-ე სტრიქონის (საქონლის მიღებაზე დასტურის თარიღის) შევსების შემთხვევაში; გ.ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის ტრანსპორტირების გარეშე მიწოდებისას ან/და მომსახურების გაწევისას, გამომწერის მიერ საგადასახადო დოკუმენტის მონაცემების სრულად შევსების შემდეგ, დოკუმენტზე ნომრის მინიჭება ითვლება დოკუმენტის დასრულებად რეალიზაციისა და საქონლის ნაშთის განსაზღვრის მიზნებისათვის. საგადასახადო დოკუმენტი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტად განიხილება მყიდველის მიერ 26-ე სტრიქონის (მომსახურების მიღებაზე/ოპერაციაზე დასტურის თარიღის) შევსების შემთხვევაში; დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე მისაწოდებელ საქონელზე/გასაწევ მომსახურებაზე გადახდილ საკომპენსაციო თანხაზე/თანხის ნაწილზე საგადასახადო დოკუმენტის გამოწერისას გამომწერის მიერ ინსტრუქციით დადგენილი წესის მიხედვით საგადასახადო დოკუმენტის მონაცემების სრულად შევსების შემდეგ, დოკუმენტზე ნომრის მინიჭება ითვლება დოკუმენტის დასრულებად. საგადასახადო დოკუმენტი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტად განიხილება მყიდველის მიერ 26-ე სტრიქონის (ოპერაციაზე დასტურის თარიღი) შევსების შემთხვევაში; ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კორექტირების პირობის დადგომისას საგადასახადო დოკუმენტის გამოწერისას, საგადასახადო დოკუმენტის ცხრილში აისახება კორექტირების შედეგად მიღებული საბოლოო მონაცემები. საგადასახადო დოკუმენტის მონაცემების შევსების შემდეგ, აღნიშნული გადაეგზავნება მყიდველს, ოპერაციაზე დასტურის მიზნით. საგადასახადო დოკუმენტი გამოწერილად ითვლება მყიდველის მიერ საგადასახადო დოკუმენტის 26-ე სტრიქონის (ოპერაციაზე დასტურის თარიღი) შევსებისთანავე; შენიშვნა: კორექტირების პირობა აირჩევა აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მყიდველის მიერ საქონლის მიღებაზე/ოპერაციაზე დასტურის თარიღის შევსების გარეშე გამყიდველის მიერ საგადასახადო დოკუმენტი წარდგენილია დღგ-ის დეკლარაციით. ვ) მიუხედავად ამ პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დებულებებისა, ფიზიკურ პირებზე, გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შემთხვევისა, დოკუმენტი გამოწერილად ითვლება გამომწერის მიერ საგადასახადო დოკუმენტის მონაცემების სრულად შევსების შემდეგ დოკუმენტზე ნომრის მინიჭებისთანავე, ხოლო საქონლის ტრანსპორტირებით მიწოდებისას –მე-16 სტრიქონში ტრანსპორტირების დაწყების თარიღის მითითებისთანავე. აღნიშნულზე მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის მიღებაზე/ოპერაციის შესრულებაზე დასტური საჭირო არ არის.

4.საგადასახადო დოკუმენტში შეტანილი რეკვიზიტების ცვლილება ხორციელდება შემდეგი წესით: ა) პირის მიერ საგადასახადო დოკუმენტის გამოწერისას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის მიწოდებისა, გამომწერს უფლება აქვს განახორციელოს საგადასახადო დოკუმენტში შეტანილი რეკვიზიტების ცვლილება, გარდა გამოწერის თარიღის, ნომრის, ოპერაციის შინაარსის და ტიპისა; ბ) (ამოღებულია - 05.02.2019, №31). გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის მიწოდებისას, გამოწერილ საგადასახადო დოკუმენტში არასწორად (შეცდომით) შეტანილი რეკვიზიტების გასწორება (გარდა გამოწერის თარიღის, ტიპის და ოპერაციის შინაარსისა) შესაძლებელია მხოლოდ მყიდველის მიერ საგადასახადო დოკუმენტის 26-ე სტრიქონის (ოპერაციაზე დასტურის თარიღი) შევსებამდე.

5.საქონლის ტრანსპორტირებით მიწოდებისას, ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია საგადასახადო დოკუმენტის მე-19, მე-20 და 21-ე სტრიქონებში გაკეთდეს ახალი ჩანაწერი საქონლის ტრანსპორტირების დასრულებამდე.

6.იმ შემთხვევაში, თუ პირს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და ვალდებულების წარმოშობის პერიოდის შემდგომ გამოწერილ საგადასახადო დოკუმენტში დღგ-ის თანხა არ არის მითითებული, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდეგ, საგადასახადო ორგანოსათვის მიმართვის საფუძველზე, იგი უფლებამოსილია აღნიშნული საგადასახადო დოკუმენტის ცხრილის მე-8 სვეტში მიუთითოს დღგ-ის თანხა.

7.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის არჩევისას: ა) საგადასახადო დოკუმენტი გამოიწერება მხოლოდ ერთი დასახელების ნავთობპროდუქტზე და მხოლოდ ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე (სარკინიგზო გადაზიდვებისას – თითოეულ ვაგონზე); ბ) ნავთობპროდუქტების ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახის მიწოდებაზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტის მე-11, მე-13, მე-16, მე-19-23-ე და 25-ე სტრიქონები არ ივსება, მე-10 სტრიქონში იწერება „საცალო“, მე-12 სტრიქონში კი – საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული შვიდნიშნა კოდი; გ) ნავთობპროდუქტების ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახით მიწოდებისას პირის მიერ საგადასახადო დოკუმენტი შეივსება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული წესის შესაბამისად, ხოლო ასეთი წესით რეალიზაციისათვის განკუთვნილი ნავთობპროდუქტის შეძენისას, გამყიდველი საგადასახადო დოკუმენტის მე-13 სტრიქონზე უთითებს პირისათვის ზემოაღნიშნული სახით რეალიზაციისათვის მინიჭებულ შვიდნიშნა კოდს; დ) ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახით შეძენილი ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირებისას პირის მიერ შეივსება საგადასახადო დოკუმენტი, რომლის ოპერაციის ტიპში (მე-4 სტრიქონი) მიეთითება „შიდა გადაზიდვა“. ამასთან, საგადასახადო დოკუმენტის მე-10, მე-11 და მე-13 სტრიქონები არ ივსება, ხოლო 25-ე სტრიქონში ჩაიწერება შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც მიღებული აქვს ამ პუნქტის „ბ“ ან/და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად და მე-12 სტრიქონზე ჩაიწერება ნავთობპროდუქტის მესაკუთრის შვიდნიშნა კოდი, რომელიც არ არის სტაციონარული ობიექტის მაიდენტიფიცირებელი.

8.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის არჩევისას საგადასახადო დოკუმენტის მე-10-მე-13 და მე-14-25-ე სტრიქონები არ ივსება.

9.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ.ა.გ“ და „დ.გ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევის (შიდა გადაზიდვა) არჩევისას საგადასახადო დოკუმენტის მე-9 სტრიქონში იწერება მე-8 სტრიქონის მონაცემები. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო დოკუმენტის ცხრილის მე-5-მე-9 სვეტების შევსება სავალდებულო არ არის.

10.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ.გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე) საგადასახადო დოკუმენტის მე-10 და მე-11 სტრიქონებში იწერება საქონლის მდებარეობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო დოკუმენტის მე-16-23-ე სტრიქონები არ ივსება.

11.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ.გ.გ“ ქვეპუნქტის არჩევისას: ა) დისტრიბუციის მიზნით დისტრიბუტორისათვის საქონლის სარეალიზაციოდ გადაცემისას, აგრეთვე საკუთარ რამდენიმე ობიექტზე ერთი სატრანსპორტო საშუალებით საქონლის გადატანა/გადაადგილებისას (შიდა გადაზიდვისას), საქონლის გამყიდველი/გამგზავნი ან საქონლის ჩამბარებელი საქონლის მთელ მოცულობაზე გამოწერს ერთიან საგადასახადო დოკუმენტს, რომელშიც არ ივსება საგადასახადო დოკუმენტის მხოლოდ მე-9 და მე-11 სტრიქონები, ხოლო საგადასახადო დოკუმენტის ცხრილის მე-5-მე-9 სვეტების შევსება სავალდებულო არ არის; ბ) დისტრიბუციის წესით გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტით ტრანსპორტირებული საქონლის მყიდველზე/მიმღებზე ჩაბარებისას, დისტრიბუტორი ავსებს საგადასახადო დოკუმენტს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რომლის ცხრილში შეიტანება მყიდველისთვის/მიმღებისათვის მისაწოდებელი/მისაღები საქონლის მონაცემებს.

12.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ.გ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის უკან დაბრუნებისას, საგადასახადო დოკუმენტი გამოიწერება გამყიდველის (საქონლის თავდაპირველად მიმწოდებლის, ვინც იბრუნებს აღნიშნულ საქონელს) მიერ. საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ მე-10 სტრიქონში იწერება უკან დასაბრუნებელი საქონლის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, მე-11 სტრიქონში კი – უკან დასაბრუნებელი საქონლის საბოლოო დასაწყობების ადგილი, საგადასახადო დოკუმენტის ცხრილის მე-4 სვეტში კი უკან დასაბრუნებელი/დაბრუნებული საქონლის ოდენობა. უკან დასაბრუნებელი საქონლის ტრანსპორტირების მიზნებისათვის საგადასახადო დოკუმენტის ცხრილის მე-5-მე-9 სვეტების შევსება სავალდებულო არ არის. ტვირთის ტრანსპორტირების მიზნებისათვის, საგადასახადო დოკუმენტი გამოწერილად ჩაითვლება გამომწერის მიერ ტრანსპორტირების დაწყების თარიღის მითითებიდან. ამასთან: ა) საქონლის უკან დაბრუნებისას საგადასახადო დოკუმენტში ტრანსპორტირების დაწყების თარიღის მითითების შემდეგ გამომწერს (რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი) ან დღგ-ის გადამხდელს, რომლის მიერ საქონლის მიწოდებისას (რომლის უკან დაბრუნებაც წარმოებს) არ გამოწერილა მიწოდების საგადასახადო დოკუმენტი/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, უფლება აქვს დაარედაქტიროს/დაასრულოს აღნიშნული საგადასახადო დოკუმენტი ცხრილის რეკვიზიტების (ერთეულის ფასი, საქონლის/მომსახურების ღირებულება, დღგ-ისა და აქციზის თანხები ერთეულის ფასი, საქონლის/მომსახურების ღირებულების, დღგ-ისა და აქციზის თანხები) სრულად მითითების მიზნით. აღნიშნულ შემთხვევაში, საგადასახადო დოკუმენტი დასრულებულად ითვლება, მყიდველის მიერ ოპერაციაზე დასტურის შემდეგ. მყიდველს ოპერაციაზე დასტურის მიცემა შეუძლია მხოლოდ საგადასახადო დოკუმენტში მონაცემების (საგადასახადო დოკუმენტის ცხრილის მე-5–მე-9 სვეტების) შევსების დასრულების შემდეგ; ბ) დღგ-ის გადამხდელი პირის მიერ საქონლის უკან დაბრუნების საფუძვლის არსებობისას, როდესაც საქონლის მიწოდებაზე გამოწერილია საგადასახადო დოკუმენტი/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, შესაბამისი პერიოდის მიხედვით საქონლის მიწოდებისას გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტი ექვემდებარება კორექტირებას, რომლის დროსაც, თუ უკან დაბრუნებისას ტრანსპორტირების მიზნებისთვის გამოწერილია უკან დაბრუნების საგადასახადო დოკუმენტი, კორექტირების საგადასახადო დოკუმენტის მე-15 სტრიქონზე მიეთითება „უკან დაბრუნების დოკუმენტის“ ნომერი. შენიშვნა:

1)დღგ-ის გადამხდელ პირს არ წარმოეშობა ტრანსპორტირების მიზნით გამოწერილი უკან დაბრუნების საგადასახადო დოკუმენტის დეკლარირების ვალდებულება;

2)თუ ადგილი აქვს მყიდველის მიერ საქონლის გამყიდველთან უკან მიბრუნებას, გამყიდველის მიერ უკან დაბრუნების დოკუმენტის გამოწერის გარეშე, მყიდველი უფლებამოსილია უკან მისაბრუნებელი საქონლის ტრანსპორტირების მიზნებისთვის გამოწეროს საგადასახადო დოკუმენტი, რომლის მე-4 სტრიქონში მიეთითება „შიდა გადაზიდვა“, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ.გ.დ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

13.საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა სავალდებულო არ არის შემდეგ შემთხვევებში: ა) ამ ინსტრუქციის №III-08 დანართში აღნიშნული ნავთობპროდუქტების საცალო მიწოდებისას. ამ დროს გამოიყენება საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მყიდველი ითხოვს საგადასახადო დოკუმენტის გამოწერას; ბ) ამ ინსტრუქციის №III-08 დანართში აღნიშნულ (ექსპორტში მოქცეული) ნავთობპროდუქტებზე საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთამდე ტრანსპორტირებისას. ამ შემთხვევაში, ტრანსპორტირების დოკუმენტად ითვლება საბაჟო დეკლარაცია; გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ინსტრუქციის №III-08 დანართში აღნიშნული საქონლის კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწოდების (მათ შორის, რეალიზაცია, პრივატიზება), ტრანსპორტირების და შენახვის შემთხვევაში; დ) (ამოღებულია - 20.07.2023, №280) ; ე) (ამოღებულია - 20.07.2023, №280) ; ვ) (ამოღებულია - 20.07.2023, №280) ; ზ) (ამოღებულია - 20.07.2023, №280) ; თ) (ამოღებულია - 20.07.2023, №280) ; ი) შესაბამისი პირისათვის მომსახურების გასაწევად განკუთვნილი იმ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობის ტრანსპორტირებისას, რომელიც რჩება მომსახურების გამწევის საკუთრებაში; კ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების ტრანსპორტირების შემთხვევაში; ლ) სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის შემაფერხებელი ავარიული დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი საქონლის ტრანსპორტირებისას; მ) იმ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის/მატერიალური საგნის (მიუხედავად მისი ფორმისა ან ბუნებისა) ტრანსპორტირებისას, რომლის გადაადგილება   „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხის“ შესაბამისად, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას.

14.მომსახურების მყიდველის (მიმღების) მოთხოვნის შემთხვევაში, ერთ თვეში გაწეულ მომსახურებებზე, შესაძლებელია გამოიწეროს და გაიცეს მიწოდებების ჯამური მონაცემების ამსახველი ამ ინსტრუქციის დანართი №III-07 1 ფორმის ერთი საგადასახადო დოკუმენტი.

15.დღგ-ის გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის კორექტირებისას საგადასახადო დოკუმენტი გამოიწერება იმ შემთხვევაში, თუ ამ ოპერაციაზე (მიწოდებისას) გამოწერილი იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/საგადასახადო დოკუმენტი. კორექტირების შემთხვევაში საგადასახადო დოკუმენტი ივსება ამ მუხლით დადგენილი წესით. ამასთან, კორექტირების მიზნით გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტის ცხრილის შესაბამის სვეტებში მიეთითება კორექტირების შემდეგ არსებული მონაცემები.

16.საგადასახადო დოკუმენტი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტად განიხილება მყიდველის/მიმღების მიერ „საქონლის მიღებაზე/ოპერაციაზე დასტურზე“ თანხმობის შემთხვევაში, ხოლო კორექტირების შემთხვევაზე – მყიდველის მიერ ოპერაციაზე დასტურის შემთხვევაში.

17.საგადასახადო დოკუმენტი წარმოადგენს პირველად საგადასახადო დოკუმენტს. აღნიშნულის ელექტრონულად შევსების მიზნით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია განახორციელოს რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე.

18.საქონლის ტრანსპორტირებისას ელექტრონული პროგრამიდან ამობეჭდილი საგადასახადო დოკუმენტის გამოყენება სავალდებულო არ არის. აღნიშნული შემთხვევა არ წარმოადგენს სამართალდარღვევას და პირს არ დაეკისრება დოკუმენტის გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

19.ამ მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დოკუმენტის მიმართ შესაბამისად გამოიყენება ამ ინსტრუქციის 51-ე მუხლის მე-4 - მე-6 პუნქტები. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 16 ივლისის ბრძანება №221 - ვებგვერდი, 17.07.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №209 - ვებგვერდი, 31.08.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №313 - ვებგვერდი, 19.09.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №314 - ვებგვერდი, 19.09.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 20 ივლისის ბრძანება №280 - ვებგვერდი, 21.07.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №310 · ძალაშია 21 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 56 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 56² (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 11 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 56² (დანართი 1)საგადასახადო დოკუმენტის წარდგენა
  • 51 (დანართი 1)დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების აღრიცხვის დოკუმენტები
  • 55 (დანართი 1)საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა კორექტირების შემთხვევაში

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 72¹საგადასახადო დოკუმენტი
  • 64საგადასახადო მოთხოვნა
  • 53საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 65იმპორტის გადასახადის გადახდის ვადა
  • 161რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა
  • 159ექსპორტის პროცედურის დასრულების პირობები

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 18²საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულების სხვა პირის მიერ შესრულება

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 1² (დანართი 1)პროცედურები სამშენებლო პროდუქტების იმპორტისას

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 24საგადახდო დავალების მიღება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18²72¹645356² (…51 (დ…55 (დ…241² (დ…6516115956¹ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბიუჯეტო …სამშენებლო პროდუქტების…საგადახდო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026