1.გადასახადის გადამხდელი, სმფ-ის ჩამოწერის მიზნით, სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულის მონაცემებზე დაყრდნობით, ავსებს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 და მე-10 სვეტებს.
2.დოკუმენტის გაფორმების მიზნით , გადასახადის გადამხდელი ვალდებულია ელექტრონული განცხადებით ( დანართი №23 ) მიმართოს საგადასახადო ორგანოს სმფ- ის ადგილმდებარეობის მიხედვით .
3.განცხადებას ელექტრონულად უნდა დაერთოს ამ მუხლის შესაბამისად შედგენილი დანართი №24 .
4.იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი ხილ-ბოსტნეულის განადგურება და აღნიშნული პროდუქციის გაუვარგისების გამო მისი ფაქტობრივი რაოდენობა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში არსებულზე ნაკლებია, მაშინ გადასახადის გადამხდელი , ,სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ ( დანართი № 24 ) მოცემული ცხრილის მე-4 სვეტში ავსებს ჩამოსაწერი ხილ-ბოსტნეულის ფაქტობრივ რაოდენობას, ხოლო მე-5 და მე-6 სვეტებში უთითებს ამ პროდუქციის გაუვარგისებამდე სააღრიცხვო მონაცემებში არსებულ ერთეულის ფასს და თავდაპირველი რაოდენობის მთლიან ღირებულებას.
5.სმფ- ის ჩამოწერის შესახებ განცხადება სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დადასტურების შესახებ (დანართი № 23) ივსება შემდეგი წესით : ა ) პირველ გრაფაში მიეთითება ჩამოსაწერი სმფ-ებ ის ღირებულება ციფრებით და სიტყვიერად; ბ ) მე - 2 გრაფაში მიეთითება ჩამოსაწერი სმფ- ის ფაქტობრივი განთავსების ადგილი; გ ) მე - 3 გრაფაში მიეთითება ამ წესის 32 - ე მუხლის მე - 4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასახელება; დ ) მე - 4 გრაფაში მიეთითება სმფ- ის განადგურების ადგილი ( მხოლოდ ამ წესის 32 - ე მუხლის მე - 4 პუნქტის ,, ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ), კერძოდ : დ . ა ) „ ნადგურდება სხვადასხვა სახის ნარჩენების განთავსების ან განადგურებისთვის სპეციალურად მოწყობილ ადგილებში ” , ან დ . ბ ) „ ნადგურდება გადასახადის გადამხდელის ტერიტორიაზე”; ე ) მე - 5 გრაფაში მიეთითება აღირიცხება თუ არა განადგურებისას სმფ-ები ს რაოდენობა; ვ ) მე - 6 გრაფაში მიეთითება შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე გადახდილი მომსახურების საფასურის ოდენობა; ზ) მე-7 გრაფაში მიეთითება მგვ ორგანიზაციის დასახელება/საიდენტიფიკაციო ნომერი; თ) მე-8 გრაფაში მიეთითება აქციზური მარკების სერიული ნომრები/სერიული ნომრების დიაპაზონი (გარდა ლუდისა); ი) მე-9 გრაფაში მიეთითება განმცხადებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი.
6.ამ წესის 32 - ე მუხლის მე - 4 პუნქტის ,, ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სმფ-ების ჩამოწერისას , გადასახადის გადამხდელი ვალდებულია განცხადების წარდგენამდე , შესაბამისი ექსპერტის ან სპეციალისტის დასკვნის საფუძველზე , უზრუნველყოს სმფ- ების პირველადი სახის შეცვლის შედეგად არსებული ნარჩენების რაოდენობისა და ღირებულების დადგენა , რომელიც თან უნდა დაერთოს განცხადებას .
7.გადასახადის გადამხდელი ვალდებულია „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დადასტურების შესახებ“ განცხადების წარდგენამდე, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი საქონელი გამოაცალკევოს ვარგისი საქონლისგან. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №498 - ვებგვერდი, 28.09.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №575 - ვებგვერდი, 16.11.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 24 თებერვლის ბრძანება №55 - ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 3 თებერვლის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 05.02.2026წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 24 ივნისის ბრძანება №199 - ვებგვერდი, 25.06.2026წ. დანართი №23 (თან ერთვის თანდართული ფაილის სახით) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №575 - ვებგვერდი, 16.11.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 11 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 12.01.2024წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 3 თებერვლის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 05.02.2026წ. დანართი №24 (თან ერთვის თანდართული ფაილის სახით) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 11 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 12.01.2024წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 3 თებერვლის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 05.02.2026წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 24 ივნისის ბრძანება №199 - ვებგვერდი, 25.06.2026წ.

