საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 65. იმპორტის გადასახადის გადახდის ვადა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საბაჟო დეკლარაციის წარდგენა, იმპორტის გადასახადი გადახდილი უნდა იქნეს შესაბამისი საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს არაუმეტეს 45 დღემდე.

3.იმპორტის გადასახადის გადახდის გარეშე საქონლის გაშვებისთვის აუცილებელი გარანტიის წარდგენის შემთხვევები და წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

4.დროებით შემოტანის პროცედურაში იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებით მოქცეულ საქონელზე კუთვნილი იმპორტის გადასახადი გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს ყოველი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა უნდა განხორციელდეს დროებით შემოტანის პროცედურის დასრულების დღეს. დეკლარანტს უფლება აქვს, მთელი გადასახდელი თანხა ერთდროულად გადაიხადოს. წიგნი IV საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა თავი X. საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საბაჟო დეკლარაციის წარდგენა, იმპორტის გადასახადი გადახდილი უნდა იქნეს შესაბამისი საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს არაუმეტეს 45 დღემდე. 3. იმპორტის გადასახადის გადახდის გარეშე საქონლის გაშვებისთვის აუცილებელი გარანტიის წარდგენის შემთხვევები და წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. 4. დროებით შემოტანის პროცედურაში იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებით მოქცეულ საქონელზე კუთვნილი იმპორტის გადასახადი გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს ყოველი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა უნდა განხორციელდეს დროებით შემოტანის პროცედურის დასრულების დღეს. დეკლარანტს უფლება აქვს, მთელი გადასახდელი თანხა ერთდროულად გადაიხადოს. წიგნი IV საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა თავი X. საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6219816856¹ (…37 (დ…17 (დ…1² (დ…140635365
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…სამშენებლო პროდუქტების…გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა