დღგ-ის თანხა არ ბრუნდება, თუ: ა) განცხადებაში აღნიშნული ოპერაციის მსგავსი ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში, საქართველოში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, უფლებამოსილი არ იქნებოდა, ჩაეთვალა გადახდილი დღგ; ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოში განხორციელებული საქმიანობა, რომელთან დაკავშირებითაც განხორციელდა საქონლის/მომსახურების შეძენა ან/და საქონლის იმპორტი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე; გ) ამ ინსტრუქციის 75 18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დადგენილ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ან/და არ იქნა აღმოფხვრილი წარმოდგენილ განცხადებაში/დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზი; დ) სახეზეა ამ ინსტრუქციის 75 11 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა; ე) უფლებამოსილი წარმომადგენელი ვერ აკმაყოფილებს ამ ბრძანებით დამტკიცებულ სავალდებულო კრიტერიუმებს; ვ) განცხადება არ შეესაბამება ამ ბრძანების და საქართველოს კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №322 - ვებგვერდი, 29.08.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 11 მარტის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 12.03.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
გადასახადების ადმინისტრირების შესახებ
მუხლი 75¹⁷ (დანართი 1). დღგ - ის თანხის დაბრუნებაზე უარი
გამოქვეყნდა ახალი რედაქცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია
3 იან. 2011 – 29 აგვ. 2018 მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

