1.გადაწყვეტილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ უქმდება, თუ: ა) პირმა დაარღვია აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულებით ან/და მისი დანართით (გრაფიკით) გათვალისწინებული პირობები; ბ) პირმა სრულად გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა; გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე სრულად არის გადახდილი გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანება (მას არ ერიცხება საგადასახადო დავალიანება პირადი აღრიცხვის ბარათზე).
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობა არის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში, პირის მიერ გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
4.ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ, თუ პირი განმეორებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს იმავე აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების ხელშეკრულების (გრაფიკის) გაფორმების შესახებ, ახალი ხელშეკრულება (გრაფიკი) გაფორმდება წინა ხელშეკრულებით (გრაფიკით) გათვალისწინებული თანხიდან დარჩენილი დავალიანების ფარგლებში.
5.ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირს ეგზავნება შეტყობინება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 23 აპრილის ბრძანება №94 - ვებგვერდი, 26.04.2021წ. თავი XVI საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა

