მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 75 (დანართი 1). საქონელზე ყადაღის მოხსნა

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის გათვალისწინებით დადებული ყადაღა გაუქმდება, თუ: ა) პირის მიერ გადახდილია შესაბამისი ჯარიმა ან ეს ჯარიმა არ წარმოშობს საგადასახადო დავალიანებას და დაფარულია ამ საქონელზე ყადაღის დადებაზე, შეფასებაზე, შენახვაზე, ტრანსპორტირებაზე გაწეული ხარჯები; ბ) 73-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ყადაღადადებული საქონლის გაყიდვა და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად; გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.

2.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ყადაღის გაუქმების თაობაზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრ ის 2011 წლის 1 მარტის №117 ბრძანება - ვებგვერდი, 02.03.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №198 - ვებგვერდი, 02.07.2014წ. თავი XIX ( ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №255 - ვებგვერდი, 28.08.2019წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4491¹⁰165⁶24125225445 (დ…73 (დ…54 (დ…56² (…75¹⁷ …10275 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსმიმდინარე კონტროლის პრ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სისხლის სა…სააღსრულებო წარმოებათა…გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა