გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 75¹⁸ (დანართი 1). დღგ - ის თანხის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება

რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დასაბეგრი პირის განცხადებით მოთხოვნილი დღგ-ის თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი/უფლებამოსილი პირი. გადაწყვეტილება მიიღება შემოსავლების სამსახურში განცხადების რეგისტრაციის დღიდან ექვსი თვის ვადაში, რის შემდეგაც გადაწყვეტილება ეგზავნება დასაბეგრ პირს, მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.

2.ამ ინსტრუქციის 75 13 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის ან წარმოდგენილ განცხადებაში/დოკუმენტაციაში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური დასაბეგრი პირის წარმომადგენელს ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოსადგენად ან/და ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს 1-თვიან ვადას, რა დროსაც ჩერდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა.

3.თუ შემოსავლების სამსახურის უფროსის/უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით განცხადება არ კმაყოფილდება ან კმაყოფილდება ნაწილობრივ, გადაწყვეტილებაში მიეთითება დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

4.დღგ-ის თანხის დაბრუნება ხდება უფლებამოსილი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშზე მოთხოვნილი დღგ-ის თანხის ჩარიცხვით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

5.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის დადგენის ან/და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენს მხოლოდ ის გარემოება, რომ შესაბამისი დასაბეგრი ოპერაციის ფარგლებში საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების ანაზღაურების თანხის/ თანხის ნაწილის გადახდისას, საქონლის მიმწოდებლის/ მომსახურების გამწევის მიერ მატერიალური ფორმის ანგარიშ-ფაქტურა არ არის გამოწერილი ამ ინსტრუქციის №III-05 1 დანართით დადგენილი ფორმით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №322 - ვებგვერდი, 29.08.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 11 მარტის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 12.03.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დასაბეგრი პირის განცხადებით მოთხოვნილი დღგ-ის თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი/უფლებამოსილი პირი. გადაწყვეტილება მიიღება შემოსავლების სამსახურში განცხადების რეგისტრაციის დღიდან ექვსი თვის ვადაში, რის შემდეგაც გადაწყვეტილება ეგზავნება დასაბეგრ პირს, მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. 2. ამ ინსტრუქციის 75 13 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის ან წარმოდგენილ განცხადებაში/დოკუმენტაციაში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური დასაბეგრი პირის წარმომადგენელს ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოსადგენად ან/და ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს 1-თვიან ვადას, რა დროსაც ჩერდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა. 3. თუ შემოსავლების სამსახურის უფროსის/უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით განცხადება არ კმაყოფილდება ან კმაყოფილდება ნაწილობრივ, გადაწყვეტილებაში მიეთითება დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. 4. დღგ-ის თანხის დაბრუნება ხდება უფლებამოსილი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშზე მოთხოვნილი დღგ-ის თანხის ჩარიცხვით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის დადგენის ან/და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენს მხოლოდ ის გარემოება, რომ შესაბამისი დასაბეგრი ოპერაციის ფარგლებში საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების ანაზღაურების თანხის/ თანხის ნაწილის გადახდისას, საქონლის მიმწოდებლის/ მომსახურების გამწევის მიერ მატერიალური ფორმის ანგარიშ-ფაქტურა არ არის გამოწერილი ამ ინსტრუქციის №III-05 1 დანართით დადგენილი ფორმით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №322 - ვებგვერდი, 29.08.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 11 მარტის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 12.03.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

  2. 3 იან. 2011 – 29 აგვ. 2018 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
39¹91⁶1311⁶8²181181¹16575¹² …75¹⁷ …75¹³ …1275¹⁸ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საჯარო სამართლის იურიდ…მკაცრი აღრიცხვის ფორმე…სააღსრულებო წარმოებათა…კომერციული ბანკების სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა