1.საქართველოს ტერიტორიაზე აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის მწარმოებლები და იმპორტიორები (დეკლარანტები) იხდიან აქციზური მარკის ნომინალურ ღირებულებას, ხოლო არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის მწარმოებლები და იმპორტიორები (დეკლარანტები) იხდიან სავალდებულო მარკირების ნომინალურ ღირებულებას.
2.აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების გაანგარიშება უნდა მოხდეს ეროვნულ ვალუტაში ან ანგარიშსწორების მომენტისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად ლარებში.
3.შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებული აქციზური მარკის ნომინალური ღირებულება განისაზღვრება: ა) პროდუქტის წარმომავლობის მიხედვით განსაზღვრული ალკოჰოლური სასმელისათვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 6.595 ევროს ეკვივალენტი ლარებში; ბ) იმპორტული ფილტრიანი თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 4.85 ლარის ოდენობით; გ) ლუდის ნაწარმისათვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 4.03 ევროს ეკვივალენტი ლარებში.
4.შერჩეული პირის მიერ მიწოდებული აქციზური მარკის ნომინალური ღირებულება განისაზღვრება: ა) იმპორტული ფილტრიანი და უფილტრო (მათ შორის: სიგარა, სიგარილა) თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 18 დოლარის ეკვივალენტი ლარებში; ბ) ადგილობრივი ფილტრიანი და უფილტრო (მათ შორის: სიგარა, სიგარილა) თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე (მშრალი/ თვითწებადი) – 12 დოლარის ეკვივალენტი ლარებში; გ) ადგილობრივი და იმპორტული ალკოჰოლიანი სასმელისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 10 დოლარის ეკვივალენტი ლარებში; დ) ადგილობრივი და იმპორტული ლუდის ნაწარმისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 8 დოლარის ეკვივალენტი ლარებში; ე) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 და 2403 91 000 00 კოდებში მითითებული თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 12 დოლარის ეკვივალენტი ლარებში; ვ) ადგილობრივი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში მითითებული საქონლისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 12 დოლარის ეკვივალენტი ლარებში; ზ) იმპორტირებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში მითითებული საქონლისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 18 დოლარის ეკვივალენტი ლარებში.
5.შერჩეული პირის მიერ არააქციზური საქონლის – არაალკოჰოლური სასმელისთვის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება განისაზღვრება 1 000 ცალ ერთეულზე – 0,10 ლარით.
6.საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 კოდში მითითებული იმპორტული წარმოების საქონლისთვის განკუთვნილი აქციზური მარკის ნომინალური ღირებულება განისაზღვრება იმპორტული ფილტრიანი თამბაქოს ნაწარმისთვის გათვალისწინებული აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების შესაბამისად.
7.საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 100 00 კოდში მითითებული იმპორტული წარმოების საქონლისთვის განკუთვნილი აქციზური მარკის ნომინალური ღირებულება განისაზღვრება იმპორტული უფილტრო თამბაქოს ნაწარმისთვის გათვალისწინებული აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 აპრილის ბრძანება №205 – ვებგვერდი, 08.04.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 აპრილის ბრძანება №209 – ვებგვერდი, 12.04.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 ივლისის ბრძანება №416 – ვებგვერდი, 28.07.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 14 მარტის ბრძანება №80 – ვებგვერდი, 14.03.2012 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №129 – ვებგვერდი, 26.04.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 15 აპრილის ბრძანება N106 - ვებგვერდი, 16.04.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 28 დეკემბრის ბრძნება №336 - ვებგვერდი, 30.12.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №300 - ვებგვერდი, 04.09.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 10 იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 18 იანვრის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 18.01.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №346 - ვებგვერდი, 19.11.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №278 - ვებგვერდი, 24.11.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 7 მარტის ბრძანება №67 - ვებგვერდი, 09.03.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №377 - ვებგვერდი, 17.11.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 29.01.2024წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №418 - ვებგვერდი, 25.12.2024წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №345 - ვებგვერდი, 30.12.2025წ.

