1.აქციზური მარკა შესაძლებელია იყოს მატერიალური და არამატერიალური ფორმის. შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეულ პირს (შემდგომში – შერჩეული პირი) შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდების მომსახურებას ახორციელებს შერჩეული პირი.
2.მატერიალური ფორმის აქციზური მარკის დაკვრისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი სახის წებო, რომელიც საქონლიდან აქციზური მარკის დაზიანების გარეშე აძრობის საშუალებას არ იძლევა.
3.აქციზურ საქონელზე მატერიალური ფორმის აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდება განხორციელებულ უნდა იქნეს ისეთი სახით და იმდაგვარად, რომ მატერიალური ფორმის აქციზური მარკის მოხსნამ ან/და საქონლის გამოყენებამ გამოიწვიოს აქციზური მარკის დაზიანება.
4.მატერიალური ფორმით სავალდებულო ნიშანდება უნდა განხორციელდეს ისეთი ფორმით, რომ აქციზურ მარკაზე ადვილად იდენტიფიცირებადი იყოს მასზე დატანილი საიდენტიფიკაციო აღმნიშვნელები.
5.შერჩეული პირის მიერ ალკოჰოლიანი სასმელის სავალდებულო ნიშანდებისთვის გაცემული მატერიალური ფორმის აქციზური მარკა დატანილი უნდა იყოს ისეთი ფორმით, რომ მარკაზე აღნიშნული ბორჯღალოს აღმნიშვნელი სიმბოლო მთლიანად განთავსდეს ტარის თავსახურზე ან ყელზე. ალკოჰოლიან სასმელზე არამატერიალური ფორმის აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდება ხდება ბოთლის, ქილის თავსახურზე ან არსებული ტარის ძირზე.
6.თამბაქოს ნაწარმის მატერიალური ფორმის აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდება ხორციელდება არსებულ შეფუთვაზე, პოლიეთილენის საფარველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შიგნიდან. საქართველოს საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე სიგარას, სიგარილას და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 100 00 აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდების შემთხვევაში, მატერიალური ფორმის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდება შესაძლებელია განხორციელდეს არსებულ შეფუთვაზე, პოლიეთილენის ან/და სხვა საფარველის არსებობის შემთხვევაში, საფარველის გარედან. 6 1 . საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში მითითებული საქონლის იმპორტის შემთხვევაში, აქციზური საქონლის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას ახორციელებს საქონლის იმპორტიორი, ამ საქონლის შესაბამისი საბაჟო კონტროლის ზონიდან ტრანსპორტირების დასრულების ადგილზე მიტანის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ამ ადგილიდან გატანისა. შენიშვნა:
1.აკრძალულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში მითითებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის შემდეგ ქვეყნის შიგნით აქციზური მარკით ნიშანდების გარეშე მიწოდება.
2.იმპორტიორს, რომელმაც აქციზური მარკა მიიღო საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში მითითებული საქონლის ნიშანდების მიზნით, უფლება აქვს აქციზური მარკით ნიშანდება განახორციელოს საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდეც, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის განხორციელებამდე.
7.ლუდზე, რომელიც ჩამოსხმულია ბოთლებში, ქილაში და კასრში, მატერიალური ფორმის აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდება ხორციელდება თავსახურზე. კასრის თავსახურზე ნიშანდება ხორციელდება კასრის სარქველის ერთჯერადი გამოყენების დამცავ საცობზე. ლუდის ნაწარმზე არამატერიალური ფორმის აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდება ხდება ბოთლის, ქილის თავსახურზე ან არსებული ტარის ძირზე. 7 1 . ცალკეულ შემთხვევებში შემოსავლების სამსახურთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, 5 ლიტრი და მეტი ტევადობის ლუდის ნაწარმზე, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19, 2403 91 000 00, 2403 99 100 00, 2404 11 000 00, 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში მითითებულ საქონელზე სავალდებულო ნიშანდება შესაძლებელია განხორციელდეს ამ მუხლისგან განსხვავებული წესით.
7².სატრანსპორტო საშუალებაზე სტაციონარულად დამაგრებული მრავალჯერადი გამოყენების ლუდის გადასაზიდ ჭურჭელზე ან/და წარმოების ადგილზე სტაციონარულად დამაგრებული მრავალჯერადი გამოყენების ლუდის იმ ჭურჭელზე, საიდანაც ხორციელდება ჩამოსასხმელი ლუდის მხოლოდ საცალო მიწოდება, სავალდებულო ნიშანდება უნდა მოხდეს შერჩეული პირის მიერ გაცემული მატერიალური ფორმის აქციზური მარკით, რომელიც, შესაბამისი ჭურჭლის ყოველი შევსებისთანავე, დაიტანება ამავე ჭურჭლის თვალსაჩინო ადგილზე.
8.(ამოღებულია – 26.02.2013, №53).
9.იმ შემთხვევაში, თუ შერჩეული პირის მიერ დამონტაჟებული დანადგარების დაზიანების გამო, შერჩეული პირის შეტყობინებიდან 3 საათის განმავლობაში, შეუძლებელია სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის არამატერიალური ფორმით ნიშანდება, მწარმოებლისა და შერჩეული პირის წარმომადგენელს შორის გაფორმებული ოქმის საფუძველზე, საქონლის სავალდებულო ნიშანდება შესაძლოა განხორციელდეს მატერიალური ფორმით შერჩეული პირის მიერ დაზიანებული დანადგარის შეკეთებამდე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 14 მარტის ბრძანება №80 – ვებგვერდი, 14.03.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №129 – ვებგვერდი, 26.04.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №209 – ვებგვერდი, 20.06.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 ივლისის ბრძანება №220 – ვებგვერდი, 06.07.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №406 – ვებგვერდი, 21.09.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 თებერვლის ბრძანება №53 – ვებგვერდი, 26.02.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 15 აპრილის ბრძანება №106 - ვებგვერდი, 16.04.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 8 სექტემბრის ბრძანება №217 - ვებგვერდი, 09.09.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №300 - ვებგვერდი, 04.09.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 10 იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №346 - ვებგვერდი, 19.11.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 13 მარტის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 16.03.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №267 - ვებგვერდი, 05.11.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №278 - ვებგვერდი, 24.11.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 ივნისის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 07.06.2021წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 7 მარტის ბრძანება №67 - ვებგვერდი, 09.03.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 10 მაისის ბრძანება №141 - ვებგვერდი, 11.05.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 29.01.2024წ.

