Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 192

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 192. აქციზური მარკები

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:ალკოჰოლი და თამბაქოინტელექტუალური საკუთრების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11²2345678

1.ამ მუხლის 1 1 და 1 2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აქციზით დასაბეგრი ოპერაციის ან/და საქონლის იმპორტის განხორციელებამდე, აგრეთვე ამ კოდექსის 190 1 ​მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის შემძენი ან/და მიმღები პირისთვის გადაცემამდე აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას ექვემდებარება: ა) აქციზით დასაბეგრი ალკოჰოლიანი სასმელი; ბ) თამბაქოს ნაწარმი (მათ შორის, თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები); გ) სითხეები ნიკოტინის შემცველობით ან ნიკოტინის შემცველობის გარეშე, განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის. 1 ​ 1 . სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ალკოჰოლიანი სასმლის პრივატიზების შემთხვევაში აქციზური საქონლის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას ახორციელებს აქციზური საქონლის შემძენი ან/და მიმღები პირი ამ საქონლის შესაბამისი ორგანოდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირების დასრულებისთანავე.

1².საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში მითითებული საქონლის იმპორტის შემთხვევაში იმპორტიორის მიერ აქციზური საქონლის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

2.აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებისაგან, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი შემთხვევებისა , თავისუფლდება: ა) ექსპორტისთვის განკუთვნილი ადგილობრივი წარმოების საქონელი; ბ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მისაწოდებელი საქონელი; გ) უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი იმპორტში მოქცეული საქონელი; დ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების (ბაქო−თბილისი−ჯეიჰანის და ბაქო−თბილისი−ერზრუმის მილსადენების მშენებლობაში) შესრულების უზრუნველსაყოფად დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი იმპორტში მოქცეული საქონელი; ე) საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად დაბრუნებული, აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებისადმი დაქვემდებარებული საქონელი; ვ) 0,05 ლიტრის ან მასზე ნაკლები ტევადობის ჭურჭელში ან 10 ლიტრზე მეტი (გარდა ლუდისა) მოცულობის ჭურჭელში ჩასხმული ალკოჰოლიანი სასმელი; ზ) იმპორტირებული 4 ლიტრამდე ალკოჰოლიანი სასმელი – საფოსტო გზავნილის შემთხვევაში; ზ 1 ) მგზავრის მიერ იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელი – ამ კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ 2 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში; თ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 და 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლის იმპორტი; ი) იმპორტირებული (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში) 200 ღერი სიგარეტი ან 50 სიგარა ან 50 სიგარილა ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმი ან 10 ცალი კაფსულა და მსგავსი სახის პროდუქტი ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრები, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება.

3.აკრძალულია: ა) აქციზური მარკით ნიშანდების გარეშე მარკირებას დაქვემდებარებული საქონლით (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქონლისა) დასაბეგრი ოპერაციის ან/და იმპორტის განხორციელება, აგრეთვე ამ კოდექსის 190 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის შემძენი ან/და მიმღები პირისთვის გადაცემა; ბ) ჩამოსასხმელი ან/და 10 ლიტრზე მეტი მოცულობის ჭურჭელში ჩამოსხმული აქციზური ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა ლუდისა) საცალო ქსელში მიწოდება. 3​ 1 . აქციზური მარკა შესაძლებელია იყოს მატერიალური ან არამატერიალური ფორმის. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდების მომსახურებას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით შერჩეული პირი.

4.საქართველოს ტერიტორიაზე აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის მწარმოებლები და იმპორტიორები (დეკლარანტები), აგრეთვე ამ კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელები იხდიან აქციზური მარკის ნომინალურ ღირებულებას. ნომინალის ღირებულება, მისი გადახდისა და საქონლის ნიშანდების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

5.საგადასახადო/საბაჟო ორგანოები დადგენილი წესით ახორციელებენ აქციზური მარკის გარეშე, წესების დარღვევით შემოტანილი ან გასაყიდად მიღებული აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებისადმი დაქვემდებარებული საქონლის ჩამორთმევას. ჩამორთმევის მომენტიდან საქონელი სახელმწიფო საკუთრებად ითვლება და მისი პრივატიზება ან განადგურება ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

6.ამ კარის მიზნებისთვის აქციზური მარკების დანაკლისი ნებისმიერი ფორმით (დაკარგვა, განადგურება და სხვა შემთხვევები, ფორსმაჟორული შემთხვევების გარდა) ითვლება იმპორტიორის მიერ აქციზური მარკის შესაბამისი სახეობის საქონლის იმპორტად და მიწოდებად, ხოლო ადგილობრივი მწარმოებლის მხრიდან – მის მიერ აქციზური მარკის შესაბამისი სახეობის საქონლის მიწოდებად და იბეგრება პირის მიერ 1 ცალი/ლიტრი წარმოებული/იმპორტირებული აქციზური მარკის შესაბამისი სახეობის საქონლისათვის დადგენილი აქციზის უმაღლესი განაკვეთით.

7.პირის მიერ აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვეში საქონლის იმპორტის/აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განუხორციელებლობის შემთხვევაში აქციზური მარკები დაბრუნებას ექვემდებარება. 6-თვიანი პერიოდის გასვლის მომდევნო დღესვე აქციზური მარკების დაუბრუნებლობა ამ კარის მიზნებისთვის მიიჩნევა აქციზური მარკების სავალდებულო ნიშანდებისადმი დაქვემდებარებული საქონლის ქვეყნის შიგნით მიწოდებად და შესაბამისად დაიბეგრება აქციზით, ხოლო შემდგომ პერიოდში, დაუბრუნებელი აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლის იმპორტის/აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას, გადასახდელად დარიცხული აქციზი გადაანგარიშდება ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის/აქციზით დასაბეგრი ოპერაციის ოდენობის პროპორციულად. შენიშვნა: ამ ნაწილის მოქმედების წესი ამ მუხლის 1 2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

8.დაუშვებელია აქციზური მარკების სხვა პირისათვის გადაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის იმპორტიორი აქციზურ მარკებს საქონელზე დასატანად გადასცემს აქციზური საქონლის უცხოურ მწარმოებელს. საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4935 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5557 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2946 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4680 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №97 - ვებგვერდი, 23.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1935 – ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2019 წლის 16 ოქტომბრის კანონი №5129 – ვებგვერდი, 23.10.2019წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 17 დეკემბრის კანონი №1165 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2768 – ვებგვერდი, 18.04.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1024 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №239 · ძალაშია 2 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 მაი. 2023 – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

  2. 1 ივნ. 2019 – 1 იან. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 15

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 14 ნოე. 2025
  2. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2023
  3. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2023
  4. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2017

    192-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მარკირების ობიექტად დარჩა ყველა აქციზით დასაბეგრი ალკოჰოლიანი სასმელი, ხოლო „ზ“ ქვეპუნქტი შეიზღუდა საფოსტო გზავნილით და დაემატა მგზავრის მიერ იმპორტირებული სასმელის „ზ 1“ ქვეპუნქტი.

  5. 28 დეკ. 2021
  6. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 22 ივლ. 2020
  7. 1 სექ. 2020· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2019

    192-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტში დაბრუნებული მარკირებადი საქონლის განსაზღვრა ეყრდნობა საბაჟო კოდექსს და არა საგადასახადო კოდექსის 223-ე მუხლს.

  8. 23 ოქტ. 2019
  9. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2017

    192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტში სიგარეტის ზღვრული ოდენობა 400-დან 200 ღერამდე შემცირდა, დაემატა ორი კოდით განსაზღვრული ახალი ნაწარმის ზღვრები და ნაკრების წესი პროცენტული მაჩვენებლების ჯამით.

  10. 2 იან. 2017· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2016
  11. 1 იან. 2015· გამოქვეყნდა 24 დეკ. 2014
  12. 15 ივლ. 2012· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2012
  13. 28 დეკ. 2011
  14. 14 ივლ. 2011· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2011

    192-ე მუხლის მე-6 ნაწილში აქციზური მარკების დანაკლისი დაკავშირებულია მარკის შესაბამისი სახეობის საქონელთან და იბეგრება ამ სახეობისთვის დადგენილი აქციზის უმაღლესი განაკვეთით.

  15. 28 ივნ. 2011

    192-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებიდან ამოღებულია ფიზიკური პირის მითითება, დაემატა საფოსტო გზავნილი და სიგარეტის ოდენობა 400 ღერია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 191შემდეგი მუხლი 192¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სავაჭრო ნიშნის (ტრეიდმარკის) ღირებულების განსაზღვრა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ალკოჰოლის ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • ალკოჰოლური სასმელების სამართალისერვისის გვერდი
  • თამბაქოს რეგულაციასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 15 ცვლილება · ბოლო 14 ნოე. 2025
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 28 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 182მუხლი 190¹მუხლი 194

მიუთითებენ მასზე

მუხლი 191

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 185დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხის განსაზღვრა
  • 192¹არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება
  • 194აქციზისაგან გათავისუფლების მარეგულირებელი წესები

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 78 (დანართი 1)აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდება
  • 78¹ (დანართი 1)არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება
  • 79 (დანართი 1)აქციზური მარკის/არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 155²მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია და გადაზიდვა

ვაზისა და ღვინის შესახებ

  • 31ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტირების წესი
  • 33ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე სავალდებულო ინფორმაციის მითითების წესი
  • 32ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე მისათითებლად ნებადართული ინფორმაცია

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 200²აქციზური მარკების მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და მათი სხვა პირისათვის გადაცემა
  • 200მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
200²200313332155²194182190¹191185192¹78 (დ…78¹ (…79 (დ…192
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს ადმინისტრა…ვაზისა და ღვინის შესახ…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026