გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 78¹ (დანართი 1). არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება

რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება ხორციელდება მატერიალური და არამატერიალური ფორმით. სავალდებულო მარკირების მომსახურებას ახორციელებს შერჩეული პირი.

2.მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას ექვემდებარება „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ 2201 და 2202 სასაქონლო პოზიციებში კლასიფიცირებული წარმოებული/იმპორტირებული წყლები (მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყლები) და სასმელები (არაალკოჰოლური სასმელები), რომლებიც ჩამოსხმულია ნებისმიერი  მოცულობის ჭურჭელში, გარდა სატრანსპორტო საშუალებაზე სტაციონარულად დამაგრებული მრავალჯერადი გამოყენების გადასაზიდი ჭურჭლისა და იმპორტირებული (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში) 4 ლიტრამდე არაალკოჰოლური სასმელისა.

2¹.ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება  იმ არაალკოჰოლურ სასმელებზე, რომელთა საბოლოო მომხმარებლისთვის საცალო მიწოდება ხორციელდება შესაბამისი სასმელების წარმოების პროცესის დასრულებისთანავე, შეფუთვის გარეშე (ჩამოსასხმელი სახით).

3.(ამოღებულია – 26.02.2013, №53) .

4.არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ვალდებულება ეკისრება სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის მწარმოებელს/იმპორტიორს, ასევე, სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს არააქციზური საქონლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე შემოტანისას.

5.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის სავალდებულო მარკირება უნდა განხორციელდეს: ა) მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული საქონლის მიწოდების ან/და საწარმოს საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანის მომენტამდე; ბ) მწარმოებლის მიერ დამკვეთის ნედლეულით საქართველოში წარმოებული საქონლის დამკვეთისათვის გადაცემის მომენტამდე; გ) საქონლის იმპორტის განხორციელებამდე; დ) (ამოღებულია – 26.02.2013, № 53); ე) სპეციალური საწამოს სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის საცალო სარეალიზაციო ქსელში მიწოდების მომენტამდე.

6.სავალდებულო მარკირებისაგან თავისუფლდება: ა) უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის,  ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი იმპორტში მოქცეული საქონელი; ბ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების (ბაქო-თბილისი - ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენების მშენებლობაში) შესრულების უზრუნველსაყოფად დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი იმპორტში მოქცეული საქონელი; გ) ექსპორტისთვის განკუთვნილი ადგილობრივი წარმოების საქონელი; დ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მისაწოდებელი საქონელი; ე) საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად დაბრუნებული, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული საქონელი.

7.სავალდებულო მარკირება ხორციელდება ბოთლის, ქილის ან კასრის თავსახურზე ან ტარის ძირზე. მატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირება უნდა განხორციელდეს ისეთი სახით და იმგვარად, რომ მატერიალური ფორმის მარკის მოხსნამ ან/და საქონლის გამოყენებამ გამოიწვიოს მარკის დაზიანება.

8.იმ შემთხვევაში , თუ შერჩეული პირის მიერ დამონტაჟებული დანადგარების დაზიანების გამო , შერჩეული პირის შეტყობინებიდან 3 საათის განმავლობაში , შეუძლებელია სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირება, მწარმოებლისა და შერჩეული პირის წარმომადგენელს შორის გაფორმებული ოქმის საფუძველზე , საქონლის სავალდებულო მარკირება შესაძლოა განხორციელდეს მატერიალური ფორმით შერჩეული პირის მიერ დაზიანებული დანადგარის შეკეთებამდე .

9.ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება შესაძლებელია განხორციელდეს ამ მუხლის მე-7 პუნქტისაგან განსხვავებული წესით. საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24  აპრილის ბრძანება №129 – ვებგვერდი, 26.04.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 ივლისის ბრძანება №220 – ვებგვერდი, 06.07.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №406 – ვებგვერდი, 21.09.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 თებერვლის ბრძანება №53 – ვებგვერდი, 26.02.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №248 - ვებგვერდი, 07.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 21 მაისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 22.05.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 30 მაისის ბრძანება №183 - ვებგვერდი, 31.05.2023წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 მარტის ბრძანება №95 - ვებგვერდი, 27.03.2024წ. დანართი: №IV-02 (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 14 მარტის ბრძანება №80 – ვებგვერდი, 14.03.2012წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება ხორციელდება მატერიალური და არამატერიალური ფორმით. სავალდებულო მარკირების მომსახურებას ახორციელებს შერჩეული პირი. 2. მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას ექვემდებარება „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ 2201 და 2202 სასაქონლო პოზიციებში კლასიფიცირებული წარმოებული/იმპორტირებული წყლები (მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყლები) და სასმელები (არაალკოჰოლური სასმელები), რომლებიც ჩამოსხმულია ნებისმიერი  მოცულობის ჭურჭელში, გარდა სატრანსპორტო საშუალებაზე სტაციონარულად დამაგრებული მრავალჯერადი გამოყენების გადასაზიდი ჭურჭლისა და იმპორტირებული (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში) 4 ლიტრამდე არაალკოჰოლური სასმელისა. 2 1 . ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება  იმ არაალკოჰოლურ სასმელებზე, რომელთა საბოლოო მომხმარებლისთვის საცალო მიწოდება ხორციელდება შესაბამისი სასმელების წარმოების პროცესის დასრულებისთანავე, შეფუთვის გარეშე (ჩამოსასხმელი სახით). 3. (ამოღებულია – 26.02.2013, №53) . 4. არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ვალდებულება ეკისრება სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის მწარმოებელს/იმპორტიორს, ასევე, სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს არააქციზური საქონლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე შემოტანისას. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის სავალდებულო მარკირება უნდა განხორციელდეს: ა) მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული საქონლის მიწოდების ან/და საწარმოს საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანის მომენტამდე; ბ) მწარმოებლის მიერ დამკვეთის ნედლეულით საქართველოში წარმოებული საქონლის დამკვეთისათვის გადაცემის მომენტამდე; გ) საქონლის იმპორტის განხორციელებამდე; დ) (ამოღებულია – 26.02.2013, № 53); ე) სპეციალური საწამოს სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის საცალო სარეალიზაციო ქსელში მიწოდების მომენტამდე. 6. სავალდებულო მარკირებისაგან თავისუფლდება: ა) უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის,  ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი იმპორტში მოქცეული საქონელი; ბ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების (ბაქო-თბილისი - ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენების მშენებლობაში) შესრულების უზრუნველსაყოფად დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი იმპორტში მოქცეული საქონელი; გ) ექსპორტისთვის განკუთვნილი ადგილობრივი წარმოების საქონელი; დ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მისაწოდებელი საქონელი; ე) საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად დაბრუნებული, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული საქონელი. 7. სავალდებულო მარკირება ხორციელდება ბოთლის, ქილის ან კასრის თავსახურზე ან ტარის ძირზე. მატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირება უნდა განხორციელდეს ისეთი სახით და იმგვარად, რომ მატერიალური ფორმის მარკის მოხსნამ ან/და საქონლის გამოყენებამ გამოიწვიოს მარკის დაზიანება. 8. იმ შემთხვევაში , თუ შერჩეული პირის მიერ დამონტაჟებული დანადგარების დაზიანების გამო , შერჩეული პირის შეტყობინებიდან 3 საათის განმავლობაში , შეუძლებელია სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირება, მწარმოებლისა და შერჩეული პირის წარმომადგენელს შორის გაფორმებული ოქმის საფუძველზე , საქონლის სავალდებულო მარკირება შესაძლოა განხორციელდეს მატერიალური ფორმით შერჩეული პირის მიერ დაზიანებული დანადგარის შეკეთებამდე . 9. ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება შესაძლებელია განხორციელდეს ამ მუხლის მე-7 პუნქტისაგან განსხვავებული წესით. საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24  აპრილის ბრძანება №129 – ვებგვერდი, 26.04.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 ივლისის ბრძანება №220 – ვებგვერდი, 06.07.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №406 – ვებგვერდი, 21.09.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 თებერვლის ბრძანება №53 – ვებგვერდი, 26.02.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №248 - ვებგვერდი, 07.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 21 მაისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 22.05.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 30 მაისის ბრძანება №183 - ვებგვერდი, 31.05.2023წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 მარტის ბრძანება №95 - ვებგვერდი, 27.03.2024წ. დანართი: №IV-02 (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 14 მარტის ბრძანება №80 – ვებგვერდი, 14.03.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
200⁶200⁵20033²31155²192¹192288³78 (დ…81² (…80² (…78¹ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…ვაზისა და ღვინის შესახ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა