გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 86 (დანართი 1). საქართველოს საქონლის თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციისათვის მიწოდების აქციზისაგან გათავისუფლება

რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აქციზის გადამხდელის აქციზისაგან გათავისუფლების საფუძველია „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართი №3 (თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მოთავსებული საქონლის აღრიცხვის ფორმა).

2.საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გამსვლელი ფიზიკური პირების მიერ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში ნაყიდი საქონლის უკან შემოტანის შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი იბეგრება აქციზით.

3.თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მოთავსებული აქციზური საქონლის იმ პირებზე გაყიდვისას, რომელთაც არ გააჩნიათ მათი შეძენის უფლება, აგრეთვე მათი დანაკლისის შემთხვევაში, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს აქციზი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონელი დაუძლეველი ძალის შედეგად აღმოჩნდა მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურებული, დაკარგული ან გაფუჭებული და შეუძლებელია მისი შემდგომი გამოყენება.

4.თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მოთავსებული საქონლის სასაქონლო სახის დაკარგვისას, გარდა დაუძლეველი ძალის შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია ამ საქონლის იდენტიფიცირება სეს ესნ-ის შესაბამისი კოდების მიხედვით, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს აქციზი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 24 მარტის ბრძანება N87 – ვებგვერდი, 25.03.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 11 თებერვლის ბრძანება №39 – ვებგვერდი, 13.02.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. აქციზის გადამხდელის აქციზისაგან გათავისუფლების საფუძველია „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართი №3 (თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მოთავსებული საქონლის აღრიცხვის ფორმა). 2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გამსვლელი ფიზიკური პირების მიერ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში ნაყიდი საქონლის უკან შემოტანის შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი იბეგრება აქციზით. 3. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მოთავსებული აქციზური საქონლის იმ პირებზე გაყიდვისას, რომელთაც არ გააჩნიათ მათი შეძენის უფლება, აგრეთვე მათი დანაკლისის შემთხვევაში, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს აქციზი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონელი დაუძლეველი ძალის შედეგად აღმოჩნდა მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურებული, დაკარგული ან გაფუჭებული და შეუძლებელია მისი შემდგომი გამოყენება. 4. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მოთავსებული საქონლის სასაქონლო სახის დაკარგვისას, გარდა დაუძლეველი ძალის შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია ამ საქონლის იდენტიფიცირება სეს ესნ-ის შესაბამისი კოდების მიხედვით, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს აქციზი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 24 მარტის ბრძანება N87 – ვებგვერდი, 25.03.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 11 თებერვლის ბრძანება №39 – ვებგვერდი, 13.02.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10914³194182190²86¹ (…85 (დ…111¹⁵…10913410586 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…საავტომობილო გზების შე…თავისუფალი ინდუსტრიული…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა