მუხლი 111¹⁵ (დანართი 1). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილით გათვალისწინებული გადასახადებისაგან/გადასახდელებისაგან გათავისუფლების წესი და პირობები
რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026
გამოქვეყნდა ახალი რედაქცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.
1.ამ კარის მიზნებისთვის, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად განიხილება „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №615 დადგენილებით დამტკიცებული ჩამონათვალით გათვალისწინებული ქვეყნები (მათ შორის, ქვეყნები, რომლებიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონედ განიხილებიან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად).
2.შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი თავისუფლდება იმპორტის გადასახდელისაგან, თუ ერთდროულად კმაყოფილდება შემდეგი პირობები:
ა) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს საკუთრებაში არსებული ყველა აქტივის/საქონლის საკუთრების უფლებით საქართველოს საწარმოსათვის გადაცემა და იმპორტი განხორციელებულია 2028 წლის 1 იანვრამდე;
ბ) ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებულ უცხოურ საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი ან ფიზიკურ პირთა ჯგუფი ფლობს;
გ) ფიზიკური პირი (ფიზიკურ პირთა ჯგუფი) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებულ უცხოურ საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ფლობს 2024 წლის 5 ივნისის მდგომარეობით;
დ) ფიზიკური პირი (ფიზიკურ პირთა ჯგუფი) საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ფლობს აქტივის/საქონლის საკუთრების უფლებით საქართველოს საწარმოსათვის გადაცემის და იმპორტის მომენტისთვის.
3.ამ მუხლით გათვალისწინებული აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანისას, იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლების მიზნით, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, საქართველოს საწარმოსთვის საკუთრების უფლებით გადაცემული აქტივის/საქონლის იმპორტის განმახორციელებელი პირი (საქართველოს საწარმო) იმპორტის თითოეულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მიმართავს განცხადებით (დანართი №VII7-01), რომელსაც უნდა ერთოდეს:
ა) უცხოურ საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) ყველა აქტივის/საქონლის (მათ შორის, წილის/აქციის) 2024 წლის 5 ივნისამდე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
გ) ყველა აქტივის/საქონლის (მათ შორის, წილის/აქციის) საკუთრების უფლებით საქართველოს საწარმოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის ან/და კაპიტალში შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4.საგადასახადო ორგანო, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. იმ შემთხვევაში, თუ განცხადება აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანო გამოსცემს ბრძანებას „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილის საფუძველზე აქტივის/საქონლის იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების თაობაზე“, რომელიც უნდა მოიცავდეს იმ აქტივის/საქონლის დასახელებასა და ღირებულებას, რომელზეც გავრცელდება შეღავათი.
5.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებაში ხარვეზის არსებობის ან/და დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოსადგენად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ხარვეზის აღმოფხვრისთვის განსაზღვრული ვადით.
6.თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განმცხადებელმა საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრა ხარვეზი ან არ წარმოადგინა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საგადასახადო ორგანო გამოსცემს ბრძანებას „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილის საფუძველზე აქტივის/საქონლის იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ“.
7.თუ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილით დადგენილი შეღავათის გამოყენების წინაპირობების დარღვევის ფაქტი, შეღავათის მიმღებ პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილის მიზნებისთვის:
ა) ფიზიკური პირის (ფიზიკურ პირთა ჯგუფის) მიერ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს წილის/აქციების ფლობად განიხილება ფიზიკური პირის (ფიზიკურ პირთა ჯგუფის) მიერ წილის/აქციების როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი (მათ შორის, მინდობილი საკუთრების ან ტრასტის ბენეფიციარის ფორმით) ფლობა;
ბ) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემად განიხილება:
ბ.ა) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს მიერ საქართველოს საწარმოსთვის ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების უსასყიდლოდ გადაცემა;
ბ.ბ) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს მიერ ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირზე გადაცემა (მათ შორის, უსასყიდლოდ, დივიდენდის განაწილების ან სხვა ფორმით) და ამავე პირის მიერ მიღებული ყველა აქტივის საქართველოს საწარმოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა ან/და საქართველოს საწარმოს კაპიტალში შეტანა;
გ) ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
გ.ა) საქართველოს საწარმოს კაპიტალში შენატანის განხორციელებისას კაპიტალის ოდენობა განისაზღვრება გადაცემული ყველა აქტივის იმ ღირებულებით, რა ღირებულებაც ამ აქტივებს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსთვის გააჩნდა მათი გადაცემის მომენტისთვის;
გ.ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიზნებისათვის საქართველოს საწარმოსთვის აქციის/წილის ან/და სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი მოთხოვნის საკუთრების უფლებით გადაცემა არ განიხილება საქართველოს საწარმოს მიერ აქციის/წილის შეძენად ან/და სესხის გაცემად;
დ) ყველა აქტივი გულისხმობს 2024 წლის 5 ივნისის მდგომარეობით შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს საკუთრებაში არსებულ იმ ყველა აქტივს/საქონელს, რომელიც მას საკუთრებაში გააჩნია გადაცემის მომენტისათვის.
9.საგადასახადო ორგანო ინფორმაციას პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციის განხორციელების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, უგზავნის სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, აღნიშნული ოპერაციის განხორციელების ფაქტის დაფიქსირებიდან/გამოვლენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება №329 - ვებგვერდი, 02.10.2024წ.
კარი VIII
გარდამავალი დებულებები
თავი XXVII
გარდამავალი დებულებები
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №57 – ვებგვერდი, 21.02.2012წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კარის მიზნებისთვის, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად განიხილება „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №615 დადგენილებით დამტკიცებული ჩამონათვალით გათვალისწინებული ქვეყნები (მათ შორის, ქვეყნები, რომლებიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონედ განიხილებიან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად).2. შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი თავისუფლდება იმპორტის გადასახდელისაგან, თუ ერთდროულად კმაყოფილდება შემდეგი პირობები:ა) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს საკუთრებაში არსებული ყველა აქტივის/საქონლის საკუთრების უფლებით საქართველოს საწარმოსათვის გადაცემა და იმპორტი განხორციელებულია 2028 წლის 1 იანვრამდე;ბ) ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებულ უცხოურ საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი ან ფიზიკურ პირთა ჯგუფი ფლობს;გ) ფიზიკური პირი (ფიზიკურ პირთა ჯგუფი) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებულ უცხოურ საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ფლობს 2024 წლის 5 ივნისის მდგომარეობით;დ) ფიზიკური პირი (ფიზიკურ პირთა ჯგუფი) საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ფლობს აქტივის/საქონლის საკუთრების უფლებით საქართველოს საწარმოსათვის გადაცემის და იმპორტის მომენტისთვის.3. ამ მუხლით გათვალისწინებული აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანისას, იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლების მიზნით, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, საქართველოს საწარმოსთვის საკუთრების უფლებით გადაცემული აქტივის/საქონლის იმპორტის განმახორციელებელი პირი (საქართველოს საწარმო) იმპორტის თითოეულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მიმართავს განცხადებით (დანართი №VII7-01), რომელსაც უნდა ერთოდეს:ა) უცხოურ საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები;ბ) ყველა აქტივის/საქონლის (მათ შორის, წილის/აქციის) 2024 წლის 5 ივნისამდე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;გ) ყველა აქტივის/საქონლის (მათ შორის, წილის/აქციის) საკუთრების უფლებით საქართველოს საწარმოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის ან/და კაპიტალში შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი.4. საგადასახადო ორგანო, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. იმ შემთხვევაში, თუ განცხადება აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანო გამოსცემს ბრძანებას „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილის საფუძველზე აქტივის/საქონლის იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების თაობაზე“, რომელიც უნდა მოიცავდეს იმ აქტივის/საქონლის დასახელებასა და ღირებულებას, რომელზეც გავრცელდება შეღავათი.5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებაში ხარვეზის არსებობის ან/და დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოსადგენად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ხარვეზის აღმოფხვრისთვის განსაზღვრული ვადით.6. თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განმცხადებელმა საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრა ხარვეზი ან არ წარმოადგინა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საგადასახადო ორგანო გამოსცემს ბრძანებას „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილის საფუძველზე აქტივის/საქონლის იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ“.7. თუ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილით დადგენილი შეღავათის გამოყენების წინაპირობების დარღვევის ფაქტი, შეღავათის მიმღებ პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.8. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილის მიზნებისთვის:ა) ფიზიკური პირის (ფიზიკურ პირთა ჯგუფის) მიერ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს წილის/აქციების ფლობად განიხილება ფიზიკური პირის (ფიზიკურ პირთა ჯგუფის) მიერ წილის/აქციების როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი (მათ შორის, მინდობილი საკუთრების ან ტრასტის ბენეფიციარის ფორმით) ფლობა;ბ) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემად განიხილება:ბ.ა) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს მიერ საქართველოს საწარმოსთვის ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების უსასყიდლოდ გადაცემა;ბ.ბ) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს მიერ ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირზე გადაცემა (მათ შორის, უსასყიდლოდ, დივიდენდის განაწილების ან სხვა ფორმით) და ამავე პირის მიერ მიღებული ყველა აქტივის საქართველოს საწარმოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა ან/და საქართველოს საწარმოს კაპიტალში შეტანა;გ) ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:გ.ა) საქართველოს საწარმოს კაპიტალში შენატანის განხორციელებისას კაპიტალის ოდენობა განისაზღვრება გადაცემული ყველა აქტივის იმ ღირებულებით, რა ღირებულებაც ამ აქტივებს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსთვის გააჩნდა მათი გადაცემის მომენტისთვის;გ.ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიზნებისათვის საქართველოს საწარმოსთვის აქციის/წილის ან/და სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი მოთხოვნის საკუთრების უფლებით გადაცემა არ განიხილება საქართველოს საწარმოს მიერ აქციის/წილის შეძენად ან/და სესხის გაცემად;დ) ყველა აქტივი გულისხმობს 2024 წლის 5 ივნისის მდგომარეობით შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს საკუთრებაში არსებულ იმ ყველა აქტივს/საქონელს, რომელიც მას საკუთრებაში გააჩნია გადაცემის მომენტისათვის.9. საგადასახადო ორგანო ინფორმაციას პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციის განხორციელების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, უგზავნის სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, აღნიშნული ოპერაციის განხორციელების ფაქტის დაფიქსირებიდან/გამოვლენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება №329 - ვებგვერდი, 02.10.2024წ.კარი VIIIგარდამავალი დებულებებითავი XXVIIგარდამავალი დებულებებისაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №57 – ვებგვერდი, 21.02.2012წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 ნოე. 2026 – ახლატექსტი უცნობია
3 იან. 2011 – 2 ოქტ. 2024მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.