Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 194

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 194. აქციზისაგან გათავისუფლების მარეგულირებელი წესები

რედაქცია №245 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ალკოჰოლი და თამბაქოსაბაჟო და აქციზი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აქციზისაგან გათავისუფლება არსებობს ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე.

2.ოპერაციის გათავისუფლება ჩათვლის უფლებით ნიშნავს, რომ ოპერაცია არ ექვემდებარება აქციზის დარიცხვას (არ იბეგრება) და გამოიყენება ჩათვლის უფლება.

3.ოპერაციის გათავისუფლება ჩათვლის უფლების გარეშე ნიშნავს, რომ ოპერაცია არ ექვემდებარება აქციზის დარიცხვას (არ იბეგრება) და არ გამოიყენება ჩათვლის უფლება.

4.აქციზისაგან გათავისუფლების გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

5.ჩათვლის უფლების გარეშე აქციზისაგან გათავისუფლებულია: ა) ფიზიკური პირის მიერ საკუთარი მოხმარებისათვის წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელები; ბ) მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00  და 2404 19 900 00 კოდებით გათვალისწინებული ჯამურად 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი არ არის; ბ​ 1 ) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებით გათვალისწინებული ჯამურად 50 მლ საქონლის იმპორტი, აგრეთვე 4 ლიტრი ალკოჰოლიანი სასმლის იმპორტი; ბ 2 ) მგზავრის მიერ ჯამურად 1 ლიტრი 22% და 22%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლიანი სასმელის ან 80% და 80%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის არადენატურირებული ეთილის სპირტის ან 2 ლიტრი 22%-ზე ნაკლები ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა ლუდისა და ღვინისა) სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა ლუდისა და ღვინისა) წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, აგრეთვე 16 ლიტრი ლუდის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი; გ) საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავი, რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული; დ) ამ კოდექსის 173-ე მუხლის „ძ“ და „წ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად საქონლის იმპორტი; ე) საერთაშორისო საავიაციო რეისებისა და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი ან/და მიწოდება, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისებისა და სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტი ან/და მიწოდება; ვ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად ნავთობპროდუქტების იმპორტი ან/და მიწოდება; ზ) ამ კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-10 გრაფით გათვალისწინებული საქონლისა და იმავე ცხრილის მე-13 გრაფით გათვალისწინებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2912 11 000 00 კოდში მითითებული საქონლის იმპორტი, თუ ეს საქონელი არააქციზური საქონლის საწარმოებლად გამოიყენება. შენიშვნა: აღნიშნული საქონლის იმპორტისას გადაიხდევინება აქციზი, ხოლო აქციზის დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია დაიბრუნოს ან/და მომავალი გადასახადების ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს აქციზის გადახდილი თანხა; თ) მსუბუქი ავტომობილის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად; ი) საქართველოს საბაჟო კოდექსის: ი.ა) 107-ე მუხლით გათვალისწინებული დაბრუნებული საქონლის იმპორტი, თუ აღნიშნული საქონელი აკმაყოფილებს იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებისთვის იმავე მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მიუხედავად იმისა, იბეგრება თუ არა ეს საქონელი იმპორტის გადასახადით; ი.ბ) 152-ე მუხლის შესაბამისად გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული აქციზური საქონლის გადამუშავებით მიღებული აქციზური საქონლის იმპორტი, თუ აღნიშნული საქონელი აკმაყოფილებს იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებისთვის იმავე მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მიუხედავად იმისა, იბეგრება თუ არა ეს საქონელი იმპორტის გადასახადით; კ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ქონების იმპორტი; ლ ) საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მარცხენასაჭიანი ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები და 8711 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები ; ლ 1 ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ქარხნულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ გამოყენებისათვის, თუ სატრანსპორტო საშუალების იმპორტის განმახორციელებელი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც სავარძელ-ეტლით გადაადგილებას საჭიროებს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი შესაბამისმა პირმა შეიძლება გამოიყენოს 3 წელიწადში ერთხელ; მ) ფარმაცევტული პროდუქციის საწარმოებლად გამოყენებული ალკოჰოლიანი სასმელი (სითხე); ნ) ალკოჰოლიანი სასმელი, გამოყენებული სასმელის დასამზადებლად, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 1.2%-ს არ აღემატება; ო) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტი. შენიშვნა:

1.თუ ალკოჰოლიანი სასმლის ან/და თამბაქოს ნაწარმის ან/და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის ოდენობა აღემატება ამ ნაწილის „ბ“, „ბ 1 “ ან „ბ 2 “ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობას, ამ მუხლით გათვალისწინებული აქციზისგან გათავისუფლება გამოიყენება საქონლის ზემოაღნიშნული ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

2.ამ ნაწილის „ბ“−„ბ 2 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის უფლება ფიზიკურ პირს 18 წლის ასაკიდან წარმოეშობა.

3.ამ ნაწილის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტირებისას/წარმოებისას გადაიხდევინება აქციზი, ხოლო აქციზის დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში ამ საქონლის იმპორტიორისაგან/მწარმოებლისაგან შემძენი პირი უფლებამოსილია დაიბრუნოს ან/და მომავალი გადასახადების ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს აქციზის გადახდილი თანხა.

4.ამ ნაწილის „ბ“ და „ბ 2 “ ქვეპუნქტების მიზნებისთვის ჩაითვლება, რომ საქონელი ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი, თუ მისი იმპორტი ერთჯერადია და იგი განკუთვნილია მგზავრის პირადი ან მისი ოჯახის წევრების მიერ მოხმარებისთვის ან/და ჩუქებისთვის. ამასთანავე, საქონლის იმპორტი ერთჯერადია, თუ ადგილი აქვს საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში 1 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო სხვა შემთხვევაში − 30 კალენდარული დღის განმავლობაში ამ საქონლის იმპორტის არაუმეტეს 1 შემთხვევას.

6.ჩათვლის უფლებით აქციზისაგან გათავისუფლებულია: ა) აქციზური საქონლის ექსპორტი მხოლოდ იმ საანგარიშო პერიოდისათვის, რომლისთვისაც გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს: ა.ა) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში აღნიშნული აქციზის თანხის მომწოდებლისათვის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტირებული აქციზური საქონლის წარმოებისათვის გამოყენებულ იქნა სხვა პირის მიერ წარმოებული სხვა აქციზური საქონელი (ნედლეული)); ა.ბ) საბაჟო დეკლარაციას საქონლის ექსპორტში გაშვების შესახებ; ბ) საქართველოს საქონლის მიწოდება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციისათვის; გ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინების, მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში პირის ქონების (აქციზური საქონლის) სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემა, აგრეთვე სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციების გადახდევინების მიზნით პირის ქონების (აქციზური საქონლის) რეალიზაცია/გადაცემა; დ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2208 20 სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული ყურძნის ღვინის დისტილაციით მიღებული სპირტის მიწოდება მწარმოებლის მიერ ამავე სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული საქონლის მწარმოებლისათვის, საქონლის საწარმოებლად; ე) მწარმოებლის მიერ დამკვეთის ნედლეულით საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2208 20 სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული ყურძნის ღვინის დისტილაციით მიღებული სპირტის წარმოება და დამკვეთისათვის გადაცემა, თუ დამკვეთი ამ საქონელს იმავე სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული საქონლის საწარმოებლად იყენებს. შენიშვნა: ამ ნაწილის „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, თუ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2208 20 სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული ყურძნის ღვინის დისტილაციით მიღებული სპირტის შემძენი/დამკვეთი ამ საქონელს იმავე სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული საქონლის საწარმოებლად არ იყენებს, შეძენილ/გადმოცემულ საქონელთან მიმართებით აქციზის გადამხდელად განიხილება საქონლის შემძენი/დამკვეთი. ამ შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ განიხილება შემძენის/დამკვეთის მიერ საქონლის სხვა საქმიანობაში გამოყენების დაწყების მომენტი.

7.ჩათვლის უფლებით აქციზისაგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ან/და საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, თუ აღნიშნული ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში და ამ ხელშეკრულებების შესაბამისად ასეთი საქონლის იმპორტი ან/და საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა გათავისუფლებულია აქციზისაგან. საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4470- ვებგვერდი, 01.04.2011წ. საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4547 - ვებგვერდი, 05.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 31 მაისის კანონი №4720 - ვებგვერდი, 10.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 201 2 წლის 27 მარტის კანონი №5942 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22 .0 6 .2012წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6 5 47 – ვებგვერდი, 0 4.0 7 .2012წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ. საქართველოს 2017 წლის 15 ნოემბრის კანონი №1378 - ვებგვერდი, 17.11.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1935 – ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2391 – ვებგვერდი, 12.06.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4616 – ვებგვერდი, 30.05.2019წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6942 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 17 დეკემბრის კანონი №1165 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2768 – ვებგვერდი, 18.04.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3272 – ვებგვერდი, 04.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ. საქართველოს 2026 წლის 9 ივნისის კანონი №1649 – ვებგვერდი, 10.06.2026წ. კარი VIII იმპორტის გადასახადი თავი XXVIII იმპორტის გადასახადი

რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 10 ივნ. 2026
წინა მუხლი 193შემდეგი მუხლი 195

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ალკოჰოლის ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • თავისუფალი ვაჭრობის ზონის კონსულტაციასერვისის გვერდი
  • თამბაქოს რეგულაციასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №245

3
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2026-06-10
2
რედაქცია
7
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს საბაჟო… 107მუხლი 107მუხლი 152მუხლი 173მუხლი 188მუხლი 199საქართველოს საბაჟო… 107

მიუთითებენ მასზე

მუხლი 192მუხლი 191გადასახადების ადმი… 85

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 185დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხის განსაზღვრა
  • 199გადასახადისაგან გათავისუფლება
  • 189აქციზის ჩათვლა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 109თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი
  • 134თავისუფალი ზონიდან საქონლის გატანის პირობები და თავისუფალი ზონიდან გატანილი საქონლის საბაჟო სტატუსი
  • 158ექსპორტის პროცედურის გამოყენება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 155²მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია და გადაზიდვა
  • 155⁶თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის გარეშე რეალიზაცია, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილებების როტაციის წესის დარღვევა
  • 155⁹თამბაქოს ნაწარმის საქართველოში სარეალიზაციოდ გატანა/იმპორტი ისეთი შეფუთვით ან/და ეტიკეტით, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 200მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა
  • 200²აქციზური მარკების მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და მათი სხვა პირისათვის გადაცემა

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 62ექსპორტისა და იმპორტის ავტორიზაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
107155²19910715217318819219118518985107109134194
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026