Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 182

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 182. აქციზის გადამხდელი

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:ალკოჰოლი და თამბაქო

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც: ა) აწარმოებს აქციზურ საქონელს საქართველოში; ბ) ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს საქართველოში; გ) ახორციელებს აქციზური საქონლის ექსპორტს; დ) ახორციელებს ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდებას; დ 1 (ამოღებულია - 12.06.2020, №6343) ; ე) (ამოღებულია - 22.06.2016, №5445); ვ) ახორციელებს მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში არარეზიდენტი ან რეზიდენტი პირისაგან მიღებული საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებას; ზ) ახორციელებს თავის მიერ იმპორტირებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 და 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლის მიწოდებას.

2.დამკვეთის ნედლეულით საქართველოში წარმოებულ საქონელზე აქციზის გადამხდელად ითვლება საქონლის მწარმოებელი.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირი აქციზის გადამხდელად ითვლება მხოლოდ აღნიშნულ ოპერაციებზე.

4.საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით აქციზური საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციისას, აგრეთვე სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (აქციზური საქონლის) კრედიტორისათვის საკუთრებაში გადაცემისას ამ ოპერაციაზე აქციზის გადამხდელად ითვლება აქციზური საქონლის შემძენი ან/და მიმღები პირი, თუ აღნიშნული ოპერაცია ექვემდებარება აქციზით დაბეგვრას ამ კოდექსის 190 1 მუხლის შესაბამისად.

5.სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული აქციზური საქონლის პრივატიზებისას ამ ოპერაციაზე აქციზის გადამხდელად ითვლება აქციზური საქონლის შემძენი პირი. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2874 - ვებგვერდი, 23.12.2014წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5445 - ვებგვერდი, 29.06.2016წ . საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ. საქართველოს 2019 წლის 16 ოქტომბრის კანონი №5129 – ვებგვერდი, 23.10.2019წ. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6343 – ვებგვერდი, 19.06.2020წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1024 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №239 · ძალაშია 2 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 მაი. 2023 – 1 ივლ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 14 ნოე. 2025
  2. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2023
  3. 3 ივლ. 2020· გამოქვეყნდა 19 ივნ. 2020
  4. 23 ოქტ. 2019
  5. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2017

    182-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატა „დ 1“ ქვეპუნქტი ნავთობპროდუქტების აირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდების შესახებ; მე-3 ნაწილის მითითება გაფართოვდა „დ 1“ ქვეპუნქტზე და გამოთქმა „განსაზღვრულ“ შეიცვალა „გათვალისწინებულით“.

  6. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2016
  7. 1 იან. 2017· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2013

    182-ე მუხლს დაემატა მე-5 ნაწილი, რომლის მიხედვით სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული აქციზური საქონლის რეალიზაციისას აქციზის გადამხდელია შემძენი.

  8. 1 იან. 2015· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2014

    182-ე მუხლის 1-ლ პუნქტში „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც აქციზის გადამხდელია საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების განმახორციელებელი პირი, როცა ზარი მიღებულია არარეზიდენტი ან რეზიდენტი პირისაგან.

  9. 4 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2011

    182-ე მუხლს დაემატა მე-4 ნაწილი, რომლითაც იძულებითი რეალიზაციისას აქციზის გადამხდელია აქციზური საქონლის შემძენი ან მიმღები.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 181¹შემდეგი მუხლი 183

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ალკოჰოლური სასმელების სამართალისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 9 ცვლილება · ბოლო 14 ნოე. 2025
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 21 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 190¹

მიუთითებენ მასზე

მუხლი 191მუხლი 192

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 195გადასახადის გადამხდელი
  • 191დეკლარაციის წარდგენა
  • 189აქციზის ჩათვლა

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 86 (დანართი 1)საქართველოს საქონლის თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციისათვის მიწოდების აქციზისაგან გათავისუფლება
  • 1 (დანართი 1)გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა
  • 76 (დანართი 1)აქციზის დეკლარაცია

მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ

  • 6მოსაკრებლის გადამხდელები

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 34მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით ინიციირებული ავტორიზებული გადახდის ოპერაციის თანხის ანაზღაურება

რეგულირების საფასურის შესახებ

  • 4რეგულირების საფასურის გადამხდელები

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ

  • 3მოსაკრებლის გადამხდელი

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 120ტრანზიტის პროცედურის მფლობელის, გადამზიდავისა და საქონლის მიმღების ვალდებულებები

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 70მიმღების მიერ ტვირთის მიუღებლობა ან დაგვიანებით მიღება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
43670191190¹19219518986 (დ…1 (და…76 (დ…34120182
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…მოსაკრებლების სისტემის…საგადახდო სისტემისა და…რეგულირების საფასურის …ბუნებრივი რესურსებით ს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026