სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ

მუხლი 10. ბირჟის წევრები

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 2 აგვ. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბირჟის წევრობა წარმოიშობა ბირჟის წესდებით დადგენილი წესით.

2.ბირჟის წევრი არ შეიძლება იყოს: ა) სხვა სასაქონლო ბირჟის ადმინისტრაციის თანამშრომელი; ბ) სხვა საწარმო, ორგანიზაცია ან დაწესებულება, თუ მისი ხელმძღვანელი (პასუხისმგებელი თანამდებობის პირი) არის ბირჟის ადმინისტრაციის თანამშრომელი; გ) ბანკი ან საკრედიტო დაწესებულება, რომელსაც დადგენილი წესით მიღებული აქვს ლიცენზია საბანკო ოპერაციათა განსახორციელებლად, სადაზღვევო და საინვესტიციო კომპანია და ფონდი; დ) საზოგადოებრივი, რელიგიური და საქველმოქმედო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი; ე) ფიზიკური პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ეკრძალება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება.

3.ბირჟის წევრი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს: ა) საბირჟო ვაჭრობაში; ბ) ბირჟის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებათა მიღებაში, აგრეთვე ბირჟის მმართველობის სხვა ორგანოების საქმიანობაში ბირჟის წესდებათა და ბირჟაზე დადგენილი სხვა წესების შესაბამისად.

4.ბირჟის წევრობის გაუქმება, აგრეთვე წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტა ან ნაწილობრივი დათმობა განისაზღვრება ბირჟის მიერ ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

5.დაუშვებელია საბირჟო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლების დათმობა განთავსებული კაპიტალის წილზე მოწმობის (ტიტულის) გადაცემის ან მიყიდვის და ბირჟის მართვის უფლების გადაცემის გარეშე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6.ამ კანონის თანახმად ბირჟის წევრს უფლება აქვს საბირჟო ვაჭრობაში მონაწილეობაზე თავისი უფლებამოსილება და ვალდებულება, დადგენილი წესით, იჯარით გადასცეს მხოლოდ ერთ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს. ხელშეკრულება ექვემდებარება ბირჟაზე რეგისტრაციას. საბირჟო ვაჭრობაში მონაწილეობის ქვეიჯარა (გადაცემული უფლების სხვისთვის გადაცემა) დაუშვებელია.

7.ბირჟის მიერ ბირჟის წევრად დამტკიცებაზე უარის თქმა, აგრეთვე მისი გადაწყვეტილება ბირჟის წევრის გარიცხვის ან წევრობის შეჩერების შესახებ ბირჟის წესდებით გაუთვალისწინებელი მიზეზით, შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3981 - სსმ I, №48, 22.12.2008 წ., მუხ.349 საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №889 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 1 იან. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 მაი. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 4 აგვ. 2021

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13151134352723³397193841010
მნიშვნელობით ახლოსსასაქონლო ბირჟებისა და…ფასიანი ქაღალდების ბაზ…მეწარმეთა შესახებსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს სამოქალაქო…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა