Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 193

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 193. საერთო კრებაში მონაწილეობა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025
თემები:აქციონერთა ურთიერთობებისაბანკო სასამართლო დავებიწილებისა და აქციების შეფასებააქციონერთა დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.აქციონერს საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლების განხორციელება შეუძლია როგორც პირადად, ისე წარმომადგენლის მეშვეობით.

2.წარმომადგენლის დანიშვნა და წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ შეტყობინება ხდება წერილობით ან ელექტრონულად. ამასთანავე, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა ანგარიშვალდებულმა საწარმომ, რომლის ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ არის დაშვებული საფონდო ბირჟაზე, აქციონერებს თავად ან მესამე პირის მეშვეობით უნდა შესთავაზოს შეტყობინების სულ მცირე 1 ეფექტიანი ელექტრონული საშუალება.

3.სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ პირსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრს არ აქვთ უფლება, საერთო კრებაში მონაწილეობა მიიღონ, როგორც აქციონერთა წარმომადგენლებმა.

4.წარმომადგენელს აქვს საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისა და შეკითხვების დასმის იგივე უფლებები, რომლებიც მის მიერ წარმოდგენილ აქციონერს ექნებოდა.

5.დაუშვებელია აქციონერის უფლებების წარმომადგენლის მეშვეობით განხორციელების შეზღუდვა, გარდა წარმომადგენელსა და იმ აქციონერს შორის პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევისა, რომლის სახელითაც უნდა იმოქმედოს წარმომადგენელმა.

6.წარმომადგენელი ვალდებულია გაამჟღავნოს აქციონერების მიერ იმ რისკის შესაფასებლად საჭირო ფაქტები, რომ წარმომადგენელმა შეიძლება განახორციელოს არა აქციონერის, არამედ სხვა პირის ინტერესები.

7.წარმომადგენელსა და აქციონერს შორის ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშობა, თუ წარმომადგენელი არის: ა) სააქციო საზოგადოების საკონტროლო პაკეტის მფლობელი აქციონერი ან სხვა სამეწარმეო საზოგადოება, რომელსაც ასეთი აქციონერი აკონტროლებს; ბ) სააქციო საზოგადოების ან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამეწარმეო საზოგადოების მმართველობითი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; გ) სააქციო საზოგადოების ან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამეწარმეო საზოგადოების აუდიტორი ან დასაქმებული; დ) ამ პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ფიზიკური პირის ოჯახის წევრი.

8.წარმომადგენელმა ხმა უნდა მისცეს მის მიერ წარმოდგენილი აქციონერის ინსტრუქციების შესაბამისად.

9.თუ რამდენიმე აქციონერის წარმომადგენელი ერთი და იგივე პირია, მას უფლება აქვს, სხვადასხვა აქციონერისთვის სხვადასხვაგვარად მისცეს ხმა.

10.წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტაზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტი.

11.ხელმძღვანელი ორგანო და სამეთვალყურეო საბჭო ვალდებული არიან მონაწილეობა მიიღონ საერთო კრების მუშაობაში.

12.სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს სულ მცირე თითო წევრს უნდა მიეცეს საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა.

რედაქციების შედარება

1. აქციონერს საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლების განხორციელება შეუძლია როგორც პირადად, ისე წარმომადგენლის მეშვეობით. 2. წარმომადგენლის დანიშვნა და წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ შეტყობინება ხდება წერილობით ან ელექტრონულად. ამასთანავე, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა ანგარიშვალდებულმა საწარმომ, რომლის ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ არის დაშვებული საფონდო ბირჟაზე, აქციონერებს თავად ან მესამე პირის მეშვეობით უნდა შესთავაზოს შეტყობინების სულ მცირე 1 ეფექტიანი ელექტრონული საშუალება. 3. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ პირსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრს არ აქვთ უფლება, საერთო კრებაში მონაწილეობა მიიღონ, როგორც აქციონერთა წარმომადგენლებმა. 4. წარმომადგენელს აქვს საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისა და შეკითხვების დასმის იგივე უფლებები, რომლებიც მის მიერ წარმოდგენილ აქციონერს ექნებოდა. 5. დაუშვებელია აქციონერის უფლებების წარმომადგენლის მეშვეობით განხორციელების შეზღუდვა, გარდა წარმომადგენელსა და იმ აქციონერს შორის პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევისა, რომლის სახელითაც უნდა იმოქმედოს წარმომადგენელმა. 6. წარმომადგენელი ვალდებულია გაამჟღავნოს აქციონერების მიერ იმ რისკის შესაფასებლად საჭირო ფაქტები, რომ წარმომადგენელმა შეიძლება განახორციელოს არა აქციონერის, არამედ სხვა პირის ინტერესები. 7. წარმომადგენელსა და აქციონერს შორის ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშობა, თუ წარმომადგენელი არის: ა) სააქციო საზოგადოების საკონტროლო პაკეტის მფლობელი აქციონერი ან სხვა სამეწარმეო საზოგადოება, რომელსაც ასეთი აქციონერი აკონტროლებს; ბ) სააქციო საზოგადოების ან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამეწარმეო საზოგადოების მმართველობითი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; გ) სააქციო საზოგადოების ან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამეწარმეო საზოგადოების აუდიტორი ან დასაქმებული; დ) ამ პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ფიზიკური პირის ოჯახის წევრი. 8. წარმომადგენელმა ხმა უნდა მისცეს მის მიერ წარმოდგენილი აქციონერის ინსტრუქციების შესაბამისად. 9. თუ რამდენიმე აქციონერის წარმომადგენელი ერთი და იგივე პირია, მას უფლება აქვს, სხვადასხვა აქციონერისთვის სხვადასხვაგვარად მისცეს ხმა. 10. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტაზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტი. 11. ხელმძღვანელი ორგანო და სამეთვალყურეო საბჭო ვალდებული არიან მონაწილეობა მიიღონ საერთო კრების მუშაობაში. 12. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს სულ მცირე თითო წევრს უნდა მიეცეს საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა.

წინა მუხლი 192შემდეგი მუხლი 194

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ფასიანი ქაღალდების სამართალწარმოება8 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქციონერთა დავების გადაწყვეტა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქციონერთა უფლებების დაცვა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქციონერთა შეთანხმებები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ხუციშვილი

ნინო ხუციშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-26 · №13

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 192საერთო კრების მონაწილე აქციონერები
  • 194საერთო კრების ჩატარებისა და ხმის მიცემის ფორმები
  • 172აქციონერის უფლებები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309²⁸აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა
  • 309²⁹აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში საკითხის დამატება
  • 309²⁵სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევა

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 16¹ინტერესთა კონფლიქტი და ინფორმაციის განცხადება
  • 23¹ზოგადი მოთხოვნები
  • 15სატენდერო შეთავაზება

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 8¹შეტყობინებისა და ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 85⁵დასახლების საერთო კრების საქმიანობის წესი

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 22ინვესტორი, კრედიტორი და სხვა პირები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
16¹23¹15309²⁸309²⁹309²⁵8¹85⁵19219417222193
მნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…ფასიანი ქაღალდების ბაზ…კომერციული ბანკების სა…ადგილობრივი თვითმმართვ…ფასიან ქაღალდებად გარდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025