საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

რედაქცია №78 კონსოლიდირებული · 14 სექ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) სამთავრობო დაწესებულებაა, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად მოქმედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების საფუძველზე.

2.თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.

3.სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

4.სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის.

5.სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, დასრულებული ბალანსი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში.

6.სამინისტროს ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, – 0146, უზნაძის ქ. №52.

7.სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №381-სსმ III,№165,17.12.2010წ., მუხ.2368

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №60 · ძალაშია 1 ოქტ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 26 ოქტ. 2004 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1517142462625793221191
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …საქართველოს განათლების…ზოგადი განათლების შესა…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…უმაღლესი განათლების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №78 · ბოლოს შემოწმდა