„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში
მუხლი 26. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება
1. საქართველოს ახალი საბიუჯეტო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი განიხილება საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის კომიტეტებში წინასწარი განხილვის შემდეგ .
2. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ახალი საბიუჯეტო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებებს წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი . ამ მოხსენებებით საქართველოს პარლამენტის სხდომაზე შეიძლება გამოვიდეს საქართველოს მთავრობის წევრი საქართველოს პრეზიდენტის დავალებით . საქართველოს პრეზიდენტის მოხსენებებთან ერთად საქართველოს პარლამენტი ისმენს საქართველოს კონტროლის პალატისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებებს .
3. საქართველოს პარლამენტი ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე იღებს კანონს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ , რომლის ფარგლებში მტკიცდება : საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსავლის ( თითოეული წყარო ) და ხარჯების ( ფუნქციონალური ,ორგანიზა- ციული და ეკონომიკური კლასიფიკაციით ) მიხედვით ; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპულიკების , საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოსაყოფი მიზნობრივი ტრანსფერტების მოცულობები ; საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ; საქართველოს სახელმწიფო სარეზერვო ფონდი ; საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საერთაშორისო ვალდებულებების მიხედვით გადასახდელი თანხების მოცულობა ; სახელმწიფო ვალის სიდიდე ; საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტისათვის გამოსაყოფი საბანკო კრედიტის სიდიდე ; სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალების, საშინაო და საგარეო კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების ლიმიტები (ზღვრული ოდენობა) მოცემული წლისათვის; სახელმწიფო ვალის პროცენტების გადასახადისათვის და წინა წლებში წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო ასიგნებების მოცულობა ; სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიით შესავსები საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა; საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაუბალანსებლობის ზღვარი ( მეტობა ან დეფიციტი აბსოლუტური მნიშვნელობით და პროცენტულად პროგნოზირებული შემოსავლების მოცულობასთან ).
