Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბიუჯეტო კოდექსიმუხლი 38

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

მუხლი 38. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა

რედაქცია №69 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად.

2.სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინება ბიუჯეტის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი.

3.სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას: ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით; ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებს, ნაშთის ცვლილებას და თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემდეგი მუხლების მიხედვით: ბ.ა) ხარჯები, მათ შორის, შრომის ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი ასიგნებები; ბ.ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა; ბ.გ) ფინანსური აქტივების ზრდა; ბ.დ) ვალდებულებების კლება; გ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას ხარჯების და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით; დ) სახელმწიფო ბიუჯეტის პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას; დ 1 ) „ ეკონომიკური თავისუფლების შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ფისკალური წესების ზღვრული მოცულობების ფარგლებში პროგნოზირებულ ძირითად ფისკალურ მაჩვენებლებს ; ე) სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით; ვ ) საერთო - სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების მოცულობას ; ზ) სახელმწიფო ვალის და სახელმწიფოს მიერ გარანტირებული სესხების ზღვრულ მოცულობას; თ) დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებს; ი) პრიორიტეტებს, რომელთა ფარგლებშიც მხარჯავი დაწესებულებები სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებენ პროგრამებს / ქვეპროგრამებს, მათ აღწერას და მიზნებს; კ ) მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის მთლიან მოცულობაში თითოეული მუნიციპალიტეტის წილის პროცენტულ მაჩვენებელს .

4.სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თან ერთვის: ა) სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათი, რომელიც შეიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა.ა) ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების (ნომინალური და რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი, ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, ინვესტიციები და ა. შ.) პროგნოზებს და მათ აღწერას; ა.ბ) ფისკალური მაჩვენებლების პროგნოზებს და მათ აღწერას; ა.გ) ინფორმაციას სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ძირითადი ღონისძიებებისა და პროგრამების შესახებ; ბ) მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მოკლე მიმოხილვა; გ) წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი; დ) დამატებითი ინფორმაცია ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების შესახებ; ე) ინფორმაცია ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1 .ა“ და „ბ 2 .ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ; ე 1 ) ინფორმაცია ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 3 .ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ; ვ) ინფორმაცია ფისკალური რისკების შესახებ; ზ) ინფორმაცია ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მეთოდოლოგიით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეული და შეფასებული იმ საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ, რომელთა დასაწყებად ასიგნებები გათვალისწინებულია დასაგეგმი წლის ბიუჯეტში ან/და დასაგეგმისშემდგომი სამი წლის ფისკალურ მაჩვენებლებში. აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს საინვესტიციო/კაპიტალური პროექტის აღწერას, ღირებულებას, განხორციელების ვადებსა და მოსალოდნელ შედეგებს; თ) ინფორმაცია საგადასახადო დანახარჯების შესახებ.

5.ამ მუხლის მე-3 ნაწილში მოცემული ინფორმაცია, გარდა იმავე ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, წარდგენილი უნდა იყოს გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის.

6.ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის.

7.სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი თანდართული მასალებით და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს საქართველოს პარლამენტში წარდგენისთანავე.

8.სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანდართული მასალები, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა, მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და არ მტკიცდება საქართველოს პარლამენტის მიერ.

9.ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1 .ა“ და „ბ 2 .ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტები მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189 საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5526 - ვებგვერდი, 21.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1599 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

წინა მუხლი 37შემდეგი მუხლი 39

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №69

3
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 6მუხლი 9

მიუთითებენ მასზე

მუხლი 39მუხლი 116მუხლი 47

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 39სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება
  • 37სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადება
  • 41საქართველოს პარლამენტი და სახელმწოფო აუდიტის სამსახური

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 135სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის პარლამენტისთვის წარდგენა და მისი ხელმისაწვდომობა
  • 136სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის დაწყება
  • 138სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის განხილვა და კანონის მიღება

საქართველოს კონსტიტუცია

  • 66სახელმწიფო ბიუჯეტი

საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

  • 28საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიში
  • 25საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შედგენა და განხილვა
  • 26საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 28რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის წარდგენა

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 42კონსულტაციები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6639691164737412825262813513613838
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…საბიუჯეტო სისტემისა და…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026