საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

მუხლი 102. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა და დამტკიცება

რედაქცია №69 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტსა და მთავრობის მოხსენებას მიმდინარე წლის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ წარადგენს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ან მთავრობის რომელიმე წევრი შესაბამისი სამართლებრივი აქტით მიღებული დავალებით . ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ასევე ისმენს საფინანსო - საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის ა და ს ახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებებს .

2.ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ამტკიცებს ახალი საბიუჯეტო წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტს.

3.ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონი ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.

4.ბიუჯეტის დამტკიცებიდან არა უგვიანეს 20 დღისა ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტს. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტსა და მთავრობის მოხსენებას მიმდინარე წლის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ წარადგენს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ან მთავრობის რომელიმე წევრი შესაბამისი სამართლებრივი აქტით მიღებული დავალებით . ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ასევე ისმენს საფინანსო - საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის ა და ს ახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებებს . 2. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ამტკიცებს ახალი საბიუჯეტო წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტს. 3. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონი ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის. 4. ბიუჯეტის დამტკიცებიდან არა უგვიანეს 20 დღისა ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტს. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 1 იან. 2014-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7 (და…10010998979911912012130287102
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საბიუჯეტო …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №69 · ბოლოს შემოწმდა