აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

მუხლი 6. სამთავრობო დაწესებულების სტატუსი

რედაქცია №17კონსოლიდირებული · 11 თებ. 2004

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამთავრობო დაწესებულება ანგარიშვალდებულია პრეზიდენტის წინაშე, რომელიც წარმართავს, კოორდინაციას უწევს სამთავრობო დაწესებულების საქმიანობას და ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.

2.სამთავრობო დაწესებულებას აქვს დებულება, დასრულებული ბალანსი და ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, ხარჯთაღრიცხვა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

3.სამთავრობო დაწესებულება იყენებს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია მათ მიზნობრივ გამოყენებაზე.

4.სამთავრობო დაწესებულება ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება კანონით დადგენილი წესითა და კანონის საფუძველზე. სამთავრობო დაწესებულების თანამდებობის პირს უფლება არა აქვს იმავდროულად ეკავოს სხვა თანამდებობა საჯარო სამსახურში.

5.სამთავრობო დაწესებულების კომპეტენცია დადგენილია კანონით ან კანონის საფუძველზე. სამთავრობო დაწესებულებას უფლება არა აქვს გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

6.სამთავრობო დაწესებულება გამოსცემს აქტებს, ასრულებს მოქმედებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების ან განკარგულებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 19 სექ. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 14 აპრ. 2003

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1526¹25169752010 (დ…151913176
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს კონსტიტუცი…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…საქართველოს განათლების…