Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებმუხლი 20

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

მუხლი 20. სამსახურის ორგანიზება და ხელმძღვანელობა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:ბუღალტერიააუდიტიფინანსური ანგარიშგებაზოგადი ბიზნესიკორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მდგრადობაDAO-ს ოპერაციები და საზოგადოებრივი მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.სამსახური არის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. იგი პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე.

2.სამსახურის ორგანიზება განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელიც მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით .

3.სამსახური უზრუნველყოფს: ა) ამ კანონით გათვალისწინებული, გამოსაყენებლად სავალდებულო საერთაშორისო სტანდარტებისა და სხვა ნორმების ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღებას და მეოთხე კატეგორიის საწარმოებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების დადგენას; ბ) ანგარიშგებების მომზადებისა და წარდგენის წესების განსაზღვრას, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროებში ერთიანი პოლიტიკის და სხვა სამართლებრივი აქტების შემუშავებას, სუბიექტისათვის სდპ-ის სტატუსის მინიჭებას, სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესისა და პროცედურების მიმართ დამატებითი მოთხოვნებისა და წესების განსაზღვრას, მათ შორის, შესაბამის მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოსთან ერთად; გ) აუდიტორული საქმიანობის განსახორციელებლად შესაბამისი წესებისა და მოთხოვნების განსაზღვრას; დ) ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის განსაზღვრას, წინასწარი შედეგების განხილვის, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის ანგარიშის გასაჩივრების პროცედურების დადგენას; ე) რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელებას; ვ) ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას; ზ) ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი განათლების საერთაშორისო სტანდარტების (IES) და ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად პროფესიული სასერტიფიკაციო განათლების, საგამოცდო პროცესისა და განგრძობითი განათლების მიმართ მოთხოვნების განსაზღვრას და შესაბამისი სტანდარტების დამტკიცებას; თ) ამ კანონით გათვალისწინებული სტანდარტების, წესებისა და მეთოდოლოგიის განხილვასა და დამტკიცებას; ი) სასერტიფიკაციო პროგრამების დადგენას, საგამოცდო პროცესის აღიარების წესისა და განგრძობითი განათლების პროგრამების აღიარების წესის განსაზღვრას; კ) დადგენილი სტანდარტის შესაბამისად სასერტიფიკაციო პროგრამების, საგამოცდო პროცესისა და განგრძობითი განათლების პროგრამების აღიარებას; ლ) პროფესიული ორგანიზაციების, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს და ამ კანონით განსაზღვრული პროფესიული განათლების საქმიანობით დაკავებული სხვა პირების მიერ ამ კანონთან და სამსახურის მიერ დადგენილ წესებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგის განხორციელებას; მ) რეესტრის, აღიარებული სასწავლო პროგრამებისა და განგრძობითი განათლების პროგრამების, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოების, სერტიფიცირებული ბუღალტრების რეესტრებისა და ანგარიშგებების ვებგვერდის წარმოებას სამსახურის მიერ დადგენილი წესებისა და ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად; ნ) წარმოდგენილი ანგარიშგებების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და საჯაროობას; ო) მოკვლევის სისტემის ჩამოყალიბებას, მოკვლევის ჩატარების წესებისა და მეთოდოლოგიის შემუშავებას, საკუთარი ინიციატივით ან/და წარმოდგენილი განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან დაკავშირებით მოკვლევის ინიციირებას; პ) სამართალდარღვევათა თავიდან აცილებას და გამოვლენას; ჟ) აღრიცხვისა და ანგარიშგების საკითხებზე მეთოდური მითითებების შემუშავებასა და დამტკიცებას; რ) ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

4.სამსახური ამ კანონით გათვალისწინებული სტანდარტებისა და წესების შემუშავებისათვის პროფესიული ორგანიზაციების, პრაქტიკოსების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით ქმნის სამუშაო ჯგუფებს, რომელთა საქმიანობა რეგულირდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5.სამსახურის მართვას, კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას ახორციელებს სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსს საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და კანონით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ერთი და იმავე პირის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

6.სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით.

7.სამსახურის უფროსი არის საჯარო მოსამსახურე და მასზე ვრცელდება საჯარო მოსამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები, მათ შორის, ინტერესთა შეუთავსებლობის მოთხოვნები.

8.სამსახურის უფროსი უნდა იყოს არაპრაქტიკოსი და აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი შემდეგი სპეციალობით: ბუღალტრული აღრიცხვა, აუდიტი, ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე; ბ) უნდა ჰქონდეს აუდიტის სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; გ) არ უნდა იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულის (მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის) ჩადენისთვის ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული უნდა ჰქონდეს; დ) სამსახურის უფროსსა და მისი ოჯახის წევრს არ აქვთ უფლება, ფლობდნენ წილებს/აქციებს, ხმის უფლებას იმ აუდიტორულ ფირმაში, რომლის საქმიანობის ზედამხედველობაც სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება.

9.სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამსახურს; პასუხისმგებელია სამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულებისთვის; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე; ბ 1 ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, სამსახურის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გამოსცემს სამართლებრივ აქტებს; გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის დებულების პროექტს, სტრუქტურასა და ხარჯთაღრიცხვას, საბჭოს მიერ საჩივრის განხილვის წესს, აგრეთვე მათში სათანადო ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტებს; დ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირების მიზნით სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესს, ამტკიცებს სამსახურის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ვ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშს, სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშს და სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს სამსახურის ვებგვერდზე; ზ) ითანხმებს პროფესიული ორგანიზაციების მიერ მათ წევრ აუდიტორთა სამართალდარღვევების გამოვლენისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის დასადგენ წესებს, ასრულებს სამსახურის დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

10.სამსახურის თანამშრომელთა რიცხოვნობას სამსახურის უფროსის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო სამსახურის საშტატო განრიგს ამტკიცებს სამსახურის უფროსი.

11.ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სტანდარტებთან, წესებთან და მეთოდოლოგიასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს სამსახური გამოსცემს საბჭოს შესაბამისი რეკომენდაციის განხილვის შემდეგ. საქართველოს 2017 წლის 2 ნოემბრის კანონი №1327 - ვებგვერდი, 13.11.2017წ. საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5227 – ვებგვერდი, 30.10.2019წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2288 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4206 – ვებგვერდი, 14.06.2024წ.

რედაქციების შედარება

1. სამსახური არის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. იგი პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე. 2. სამსახურის ორგანიზება განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელიც მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით . 3. სამსახური უზრუნველყოფს: ა) ამ კანონით გათვალისწინებული, გამოსაყენებლად სავალდებულო საერთაშორისო სტანდარტებისა და სხვა ნორმების ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღებას და მეოთხე კატეგორიის საწარმოებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების დადგენას; ბ) ანგარიშგებების მომზადებისა და წარდგენის წესების განსაზღვრას, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროებში ერთიანი პოლიტიკის და სხვა სამართლებრივი აქტების შემუშავებას, სუბიექტისათვის სდპ-ის სტატუსის მინიჭებას, სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესისა და პროცედურების მიმართ დამატებითი მოთხოვნებისა და წესების განსაზღვრას, მათ შორის, შესაბამის მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოსთან ერთად; გ) აუდიტორული საქმიანობის განსახორციელებლად შესაბამისი წესებისა და მოთხოვნების განსაზღვრას; დ) ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის განსაზღვრას, წინასწარი შედეგების განხილვის, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის ანგარიშის გასაჩივრების პროცედურების დადგენას; ე) რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელებას; ვ) ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას; ზ) ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი განათლების საერთაშორისო სტანდარტების (IES) და ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად პროფესიული სასერტიფიკაციო განათლების, საგამოცდო პროცესისა და განგრძობითი განათლების მიმართ მოთხოვნების განსაზღვრას და შესაბამისი სტანდარტების დამტკიცებას; თ) ამ კანონით გათვალისწინებული სტანდარტების, წესებისა და მეთოდოლოგიის განხილვასა და დამტკიცებას; ი) სასერტიფიკაციო პროგრამების დადგენას, საგამოცდო პროცესის აღიარების წესისა და განგრძობითი განათლების პროგრამების აღიარების წესის განსაზღვრას; კ) დადგენილი სტანდარტის შესაბამისად სასერტიფიკაციო პროგრამების, საგამოცდო პროცესისა და განგრძობითი განათლების პროგრამების აღიარებას; ლ) პროფესიული ორგანიზაციების, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს და ამ კანონით განსაზღვრული პროფესიული განათლების საქმიანობით დაკავებული სხვა პირების მიერ ამ კანონთან და სამსახურის მიერ დადგენილ წესებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგის განხორციელებას; მ) რეესტრის, აღიარებული სასწავლო პროგრამებისა და განგრძობითი განათლების პროგრამების, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოების, სერტიფიცირებული ბუღალტრების რეესტრებისა და ანგარიშგებების ვებგვერდის წარმოებას სამსახურის მიერ დადგენილი წესებისა და ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად; ნ) წარმოდგენილი ანგარიშგებების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და საჯაროობას; ო) მოკვლევის სისტემის ჩამოყალიბებას, მოკვლევის ჩატარების წესებისა და მეთოდოლოგიის შემუშავებას, საკუთარი ინიციატივით ან/და წარმოდგენილი განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან დაკავშირებით მოკვლევის ინიციირებას; პ) სამართალდარღვევათა თავიდან აცილებას და გამოვლენას; ჟ) აღრიცხვისა და ანგარიშგების საკითხებზე მეთოდური მითითებების შემუშავებასა და დამტკიცებას; რ) ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 4. სამსახური ამ კანონით გათვალისწინებული სტანდარტებისა და წესების შემუშავებისათვის პროფესიული ორგანიზაციების, პრაქტიკოსების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით ქმნის სამუშაო ჯგუფებს, რომელთა საქმიანობა რეგულირდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. სამსახურის მართვას, კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას ახორციელებს სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსს საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და კანონით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ერთი და იმავე პირის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 6. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით. 7. სამსახურის უფროსი არის საჯარო მოსამსახურე და მასზე ვრცელდება საჯარო მოსამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები, მათ შორის, ინტერესთა შეუთავსებლობის მოთხოვნები. 8. სამსახურის უფროსი უნდა იყოს არაპრაქტიკოსი და აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი შემდეგი სპეციალობით: ბუღალტრული აღრიცხვა, აუდიტი, ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე; ბ) უნდა ჰქონდეს აუდიტის სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; გ) არ უნდა იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახიტერორიზმის ეკონომიკურიდაფინანსებისათვის დანაშაულისან/და (მათუკანონო შორის,შემოსავლის საფინანსოლეგალიზაციისათვის საქმიანობისან სფეროშისხვა დანაშაულის)ეკონომიკური ჩადენისთვისდანაშაულისათვის, ანაგრეთვე განზრახისხვა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული უნდა ჰქონდეს;დანაშაულისათვის; დ) სამსახურის უფროსსა და მისი ოჯახის წევრს არ აქვთ უფლება, ფლობდნენ წილებს/აქციებს, ხმის უფლებას იმ აუდიტორულ ფირმაში, რომლის საქმიანობის ზედამხედველობაც სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება. 9. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამსახურს; პასუხისმგებელია სამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულებისთვის; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე; ბ 1 ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, სამსახურის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გამოსცემს სამართლებრივ აქტებს; გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის დებულების პროექტს, სტრუქტურასა და ხარჯთაღრიცხვას, საბჭოს მიერ საჩივრის განხილვის წესს, აგრეთვე მათში სათანადო ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტებს; დ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირების მიზნით სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესს, ამტკიცებს სამსახურის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ვ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშს, სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშს და სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს სამსახურის ვებგვერდზე; ზ) ითანხმებს პროფესიული ორგანიზაციების მიერ მათ წევრ აუდიტორთა სამართალდარღვევების გამოვლენისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის დასადგენ წესებს, ასრულებს სამსახურის დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 10. სამსახურის თანამშრომელთა რიცხოვნობას სამსახურის უფროსის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო სამსახურის საშტატო განრიგს ამტკიცებს სამსახურის უფროსი. 11. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სტანდარტებთან, წესებთან და მეთოდოლოგიასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს სამსახური გამოსცემს საბჭოს შესაბამისი რეკომენდაციის განხილვის შემდეგ. საქართველოს 2017 წლის 2 ნოემბრის კანონი №1327 - ვებგვერდი, 13.11.2017წ. საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5227 – ვებგვერდი, 30.10.2019წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2288 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4206 – ვებგვერდი, 14.06.2024წ.

წინა მუხლი 19შემდეგი მუხლი 21

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მდგრადობის ანგარიშგება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სასამართლო ბუღალტერია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სასტუმროს ინდუსტრიის სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ფინანსური ანგარიშგების მომზადება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

Vakhtang Baramashvili

Vakhtang Baramashvili

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №18

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 12სამსახურის ორგანიზება
  • 13სამსახურის ხელმძღვანელობა
  • 2სამსახურის სამართლებრივი სტატუსი

შემოსავლების სამსახურის შესახებ

  • 2სამსახურის სამართლებრივი სტატუსი
  • 6სამსახურის მართვა და წარმომადგენლობა
  • 13სამსახურის სახელმწიფო კონტროლი

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 31სამსახურის სტატუსი
  • 33სამსახურის დაფინანსება

პენიტენციური კოდექსი

  • 6სამსახური
  • 7სამსახურის მართვა

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 15—

ფინანსური პოლიციის შესახებ

  • 14პოლიციის ორგანიზება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
151412132261331336720
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ფინანსთა ს…შემოსავლების სამსახური…ფულის გათეთრებისა და ტ…პენიტენციური კოდექსისაქართველოს მთავრობის …ფინანსური პოლიციის შეს…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო