აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

მუხლი 8. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები

რედაქცია №17კონსოლიდირებული · 11 თებ. 2004

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს პრეზიდენტის და სამთავრობო დაწესებულებათა გამგებლობაში შეიძლება იყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, რომელთა ძირითად ამოცანას არ შეადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელება. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები აღმასრულებელ ხელისუფლებას შეიძლება ახორციელებდნენ კანონის საფუძველზე.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო დაწესებულებები ასრულებენ სახელმწიფოებრივ ამოცანებს სოციალურ, კულტურულ ან სხვა სფეროებში, ან ეწევიან სამსახურს სამთავრობო დაწესებულებებისათვის.

3.სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული წესით სამთავრობო დაწესებულებების მიერ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4.საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის და სამთავრობო დაწესებულებების საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური, რომლის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს, თანამდებობიდან ათავისუფლებს და რომლის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. სხვა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები შედიან საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილ მმართველობის სფეროში.

5.სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას ამტკიცებს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი ან სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი.

6.ამ მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი სპეციალურ რეესტრში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 19 სექ. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
252626¹71371127292825268
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …აჭარის ავტონომიური რეს…მობილიზაციის შესახებაფხაზეთის ავტონომიური …სადაზვერვო საქმიანობის…კორუფციის წინააღმდეგ ბ…