საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

მუხლი 26⁸. თანმხლები დოკუმენტები

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 2 ივლ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის იმპორტირებული ნიმუშის საქართველოს ტერიტორიაზე შეძენა, გაყიდვა და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს მხოლოდ კონვენციითა და ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების თანხლებით. აღნიშნული ნიმუშის სხვა პირისთვის გადაცემის შემთხვევაში მისი მფლობელი ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტები ახალ მფლობელს გადასცეს.

2.კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის კონვენციისა და ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად გაცემული დოკუმენტების გარეშე განხორციელება აკრძალულია, გარდა ამ თავით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა იწვევს სამართალდამრღვევის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას.

3.საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის ტრანზიტის შესაბამისი საბოლოო დანიშნულების ქვეყნის მიერ გაცემული, კონვენციით გათვალისწინებული თანმხლები დოკუმენტების გარეშე განხორციელება.

4.თუ კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის გადაადგილება ხდება კონვენციითა და ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური ვალდებულია დააკავოს ეს ნიმუში და ამის შესახებ აცნობოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

5.ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 26 ივლ. 2006 – 1 იან. 2019 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 26 ივლ. 2006 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26⁵26⁴26¹⁶26⁶66⁴79⁵3674424 (დ…15820326⁸
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს „წითელი ნუ…საქართველოს ადმინისტრა…ლიცენზიებისა და ნებართ…გადასახადების ადმინისტ…ნარჩენების იმპორტის, ე…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა