საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

მუხლი 26⁹. საერთაშორისო ვაჭრობის გამონაკლისი შემთხვევები

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 2 ივლ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები არ მოითხოვება პირად საკუთრებაში არსებული კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის არაცოცხალი ნიმუშისთვის, რომლის ტრანსსასაზღვრო გადაადგილება ხდება არაკომერციული მიზნით, თუ პირს აქვს მისი კანონიერად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: ა) იმ შემთხვევისა, როდესაც ნიმუშით საერთაშორისო ვაჭრობისთვის ვაჭრობაში მონაწილე მეორე ქვეყანა ითხოვს ნებართვას ან სერტიფიკატს და ამის თაობაზე ინფორმაცია გავრცელებულია კონვენციის სამდივნოს შეტყობინებით ან განთავსებულია კონვენციის ვებგვერდზე; ბ) იმ შემთხვევისა, როდესაც ნიმუშის რაოდენობა აღემატება კონვენციის მხარეთა კონფერენციაზე მიღებული რეზოლუციით განსაზღვრულ რაოდენობას; გ) საფოსტო გზავნილის შემთხვევისა; დ) სპილოს ძვლის ან მარტორქის რქის ნიმუშის შემთხვევისა; ე) სანადირო ტროფეის შემთხვევისა.

2.ამ კანონით განსაზღვრული ნებართვა არ მოითხოვება პირად საკუთრებაში არსებული კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის არაცოცხალი ნიმუშისთვის, რომელიც პირმა იმ ქვეყანაში შეიძინა, რომლის მოქალაქეც ის იყო, და რომლის ტრანსსასაზღვრო გადაადგილება დაკავშირებულია ამ პირის მიერ მოქალაქეობის შეცვლიდან გამომდინარე საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან.

3.იმ სახეობის ნიმუშის იმპორტი, რომელიც შეძენილია ამ ნიმუშის მიმართ კონვენციის დებულებების ამოქმედებამდე, შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული პრეკონვენციური სერტიფიკატის ან ნებართვის საფუძველზე. იმ სახეობის ნიმუშის ექსპორტი ან რეექსპორტი, რომელიც შეძენილია ამ ნიმუშის მიმართ კონვენციის დებულებების ამოქმედებამდე, ხორციელდება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 26 ივლ. 2006 – 1 იან. 2019 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 26 ივლ. 2006 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹⁶26⁵26⁴66³11¹³50354 (და…1320720311826⁹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს „წითელი ნუ…ინტელექტუალურ საკუთრებ…საქართველოს საბაჟო კოდ…ცხოველთა სამყაროს შესა…საქართველოს ადმინისტრა…სისხლის სამართლის სფერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა